Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): ნებისმიერი ხელისუფალი, რომელიც წავა უფლის წინააღმდეგ და ამ ხელისუფლებამ...

მამა გიორგი (რაზმაძე): ნებისმიერი ხელისუფალი, რომელიც წავა უფლის წინააღმდეგ და ამ ხელისუფლებამ ეს უკვე არაერთხელ გააკეთა, დაამთავრებს კრახით

3856
მამა გიორგი (რაზმაძე)

რამდენიმე დღის წინათ ხალხის მიერცუდსა და უარესსშორისნაცსექტისშიშით არჩეულმა სალომე ზურაბიშვილმა გავლენიან ბრიტანულ გამოცემა Financial Timesში ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. წერილში სათაურითღირებულებების დასაცავად საქართველოს მეტი მხარდაჭერა სჭირდება დასავლეთისგანმან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილალიბერალური ფასეულობების დაცვისა და გაძლიერებისსაკითხზე: “მე განვაგრძობ ბრძოლას დემოკრატიისთვის, რათა გავათავისუფლო ეს ქვეყანა ტოტალიტარული წარსულის ნარჩენებისგან. მე დავიცავ ჩემს ერს და მის ლიბერალურ ფასეულობებს”…

იმავე სტატიაში ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ ბოლომდე გამოიყენებს პრეზიდენტის ძალაუფლებას, რათა დემოკრატიული განვითარების გზაზე ქვეყანაში დაცული იყოს “ინდივიდუალური თავისუფლებები” და არავის ჰქონდეს შესაძლებლობა, “დაემუქროს ამ პრინციპებს”. მარტივად რომ ვთქვათ, ახალარჩეულმა პრეზიდენტმა პირდაპირ და ყოველგვარი დიპლომატიური კეკლუცობის გარეშე ერთი-ერთზე გაიმეორა წინამორბედების რიტორიკა, რომელიც პრიორიტეტებად სწორედ დასავლური, საქართველოს ეროვნულ იდენტობასთან შეუთავსებელი ლიბერალური ფასეულობების წარმოჩენას გულისხმობს (როგორც სტატიაშია ნათქვამი, “ის განაგრძობს” და არა “იწყებს” ან ხელს შეუწყობს ბრძოლას “დასავლური დემოკრატიისთვის”, რაც პირდაპირ თუ ირიბად იმის აღიარებაა, რომ იგი განუხრელად გააგრძელებს გარედან ნაკარნახევ ლიბერალურ დიქტატს)…

რას ნიშნავს თანამედროვე დასავლური გაგებითლიბერალური ფასეულობების დაცვადა რას გულისხმობს პრეზიდენტიქვეყნის გათავისუფლებაში ტოტალიტარული წარსულის ნარჩენებისგან”?

 “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი, მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, ამას წინათ სალომე ზურაბიშვილმა ერთერთ გავლენიან ბრიტანულ გამოცემაში დაწერა, რომ მისი პრეზიდენტობის უმთავრესი მიზანი და პრიორიტეტილიბერალური ფასეულობებისდაცვა იქნება. მან აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანა საბოლოოდ გაათავისუფლოს ტოტალიტარული წარსულის ნარჩენებისგან

_ დავიწყოთ არჩევნებით. ის, რომ ამ არჩევნებზე ხალხი მასობრივად არ მივიდა და ნაციონალების პროცენტული მაჩვენებელი გაუთანაბრდა “ოცნებისას”, რამაც შექმნა საფრთხე, რომ ძალაუფლება ისევ ბნელ ძალებს ჩაეგდოთ ხელში, მიუთითებს მხოლოდ ერთ რამეზე _ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის დღეს ამ ორ პარტიას შორის განსხვავება არ არსებობს და როგორც ერთი, ისე მეორე კატეგორიულად მიუღებელია ხალხისთვის. სხვათა შორის, დამოუკიდებელი საქართველოს არჩევნების ისტორიაში (ბოლო 25 წელს ვგულისხმობ) ეს არჩევნები იყო უპრეცედენტო შემთხვევა იმ თვალსაზრისით, რომ ხალხმა მოტყუებით კი არ გააკეთა მისთვის მიუღებელი არჩევანი, არამედ იძულებით. ანუ, აქამდე იყო მოტყუების პრაქტიკა, მოსყიდვა, ცრუ დაპირებებით მოჯადოება და ა.შ., ახლა პირდაპირ აღმოვჩნდით უცნაური რელობის წინაშე _ წარმოდგენილი ორი კანდიდატიდან ორივე მიუღებელი იყო, მაგრამ ერთ-ერთი აუცილებლად უნდა აგვერჩია. ეს ტრაგიკომედიაა. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს და მის განცხადებას იმის თაობაზე, რომ დაიცავს ლიბერალურ ფასეულობებს, ეჭვიც არ მეპარება, რომ დაიცავს, მაგრამ იქნებ დააკონკრეტოს, რა არის მისთვის ლიბერალური ფასეულობები და როგორ წარმოუდგენია მისი დაცვა?

_ თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის?

_ არ ვიცი მისი ფიქრები, მაგრამ ვიცი, რას ნიშნავს ლიბერალიზმი. ჯერ ერთი, ვინც კარგად იცნობს რომაულ მითოსს, იცის, რომ ლიბერი იყო წარმართული ღვთაება, რომელიც მფარველობდა ლოთებსა და მეძავებს. ეს ერთი და მეორე _ თანამედროვე დასავლური გაგებით ლიბერალიზმი ნიშნავს, რომ ყველაფერი ნორმაა, რაც ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს, ანუ არ არსებობს ზნეობა, მორალი, პატიოსნება. მთავარია, სხვისი უფლებები არ შეზღუდო და, რასაც ფიზიკური სიამოვნება მოაქვს, ყველაფერი ნორმალურია. ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ კლასიკური ლიბერალიზმი სულ სხვა რამეა და ასე კატეგორიულები არ უნდა ვიყოთო… არ არსებობს ასეთი და ისეთი ლიბერალიზმი; ვისაც აინტერესებს, თავიდან დაიწყოს და ნახოს, საიდან მოდის ეს ტერმინი.

კალაძე-ბახტაძე-კობახიძე

რაც შეეხება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ლიებრალური ფასეულობების დაცვაზე, თავის დროზე ბატონი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ განსაკუთრებით ხაზი უნდა გასმოდა უმცირესობების უფლებების დაცვას და რას გულისხმობდა ამაში, ყველამ ვნახეთ მერე მიღებული კანონების სახით. მე მაინტერესებს, ახალი პრეზიდენტიც იმავე თვალსაზრისზეა? მასაც მიაჩნია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები ვერაა სათანადოდ დაცული და ამიტომ “ანტიდისკრიმინაციული კანონი” აქტიურად უნდა ამოქმედდეს? მასაც მიაჩნია, რომ ქართული კულტურა ძალადობრივია და ჩაგრავს სექსუალურ, რელიგიურ, ეთნიკურ თუ სხვა უმცირესობებს? აი, ეს ყველაფერი უნდა დააკონკრეტოს და აუხსნას საზოგადოებას, რათა ხალხმა იცოდეს, ვის ანდო ქვეყნის პირველი პირის სავარძელი. თუმცა ზურაბიშვილის შემთხვევაში ამის ცოდნას, ალბათ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ხალხმა მას პოლიტიკური სიმპათიებისა და განწყობების გამო კი არ მისცა ხმა, არამედ იმიტომ, რომ მეორე მხარეს იდგა უფრო დიდი უბედურება “ნაცმოძრაობის” სახით. ისე, მაინც კარგი იქნება, ცოტა მეტს თუ დაფიქრდება ხოლმე პრეზიდენტი, სანამ რამეს იტყვის. ქართველი ერი მეძავი და ლოთი არასოდეს ყოფილა, ქართველი ერი ყოველთვის იყო ქრისტეს გზაზე მავალი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა, ჭეშმარიტი ქრისტიანული ღირებულებები და ფასეულობები დაეცვა.

_ ახალარჩეული პრეზიდენტი აცხადებს, რომ განაგრძობს დემოკრატიისთვის ბრძოლას და ლიბერალური ფასეულობების დაცვას. აქ ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვაგანვაგრძობ”. როგორ ფიქრობთ, ეს ხომ არ ნიშნავს დასავლეთიდან ნაკარნახევი იმ ფასეულობების დამკვიდრების გაგრძელებას, რომელიც სრულიად შეუთავსებელია ქართულ ეროვნულ იდეოლოგიასთან?

_ არ მინდა უსაფუძვლო დასკვნები გამოვიტანო და მკითხაობა გამომივიდეს, ამიტომ ვსვამ შეკითხვას _ როდესაც ახალარჩეული პრეზიდენტი ხაზგასმით აცხადებს, რომ დაიცავს ლიბერალურ ფასეულობებს, ეს, სხვა ყველაფერთან ერთად, გულისხმობს თუ არა იმას, რომ მხარს დაუჭერს, ვთქვათ, ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დაკანონებას, თუ დადგა ეს საკითხი? ასევე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მხარს უჭერს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ, ასე თუ ისე, ის უკვე არჩეული პრეზიდენტია, მაგრამ გარკვეულწილად ხალხმა, ალბათ, დაუშვა კიდეც ის ალბათობა, რომ ცუდსა და უარესს შორის არჩეული პრეზიდენტი მისთვის მიუღებელ ნაბიჯებს გადადგამს. ისე, ხელისუფლების თავკაცებს ნუ ჰგონიათ, რომ გაინაღდეს ძალაუფლება და აწი რასაც მოისურვებენ, იმას გააკეთებენ, ორ წელიწადში საპარლამენტო არჩევნებია. არა მგონია, ხალხს 2020 წლამდე დაავიწყდეს ამათი ნამოქმედარი და ძალიან მძიმე პოლიტიკურ განაჩენს მიიღებენ… სხვათა შორის, აქ მნიშვნელოვანია ის მომენტიც, რომ ამ არჩევნების შემდეგ ყველა, ვისაც არ ეზარება, მესამე ძალის აუცილებლობაზე ლაპარაკობს. კი, ეს საჭიროა და უნდა ჩამოყალიბდეს, მაგრამ საზოგადოება უნდა იყოს ფრთხილად. ძალიან ბევრი ფარისეველი შეეცდება ამ ვითარებით სარგებლობას და შეძრომას იმ ძალაში. ძალიან ბევრი უკვე ემზადება და კბილებს ილესავს…

_ არის საუბარი იმაზეც, რომნაციონალურმა მოძრაობამ”, შესაძლოა, დესტაბილიზაცია მოაწყოს. ეს რეალურად მიგაჩნიათ?

_ “ნაციონალურ მოძრაობას” და განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილს ძალა რომ შესწევდეს, რა თქმა უნდა, არც დაფიქრდება, ისე აამხედრებს საზოგადოებას, მაგრამ ეს საუბრები მოსალოდნელ საფრთხეებზე დიდწილად მაინც ხელისუფლების მიერ შექმნილი ილუზია მგონია, ანუ ეს არის ის საფრთხობელა, რომლითაც დღემდე შეძლეს ძალაუფლების შენარჩუნება და დღესაც ძველი მეთოდებით ცდილობენ ხალხის დაშინებას, თუმცა ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ეს საფრთხობელა აღარ გამოადგებათ. კიდევ ვიმეორებ: ხალხი მიხვდა, რომ ნაცები და ქოცები ერთმანეთზე უარესნი არიან და ეს კარგია, მაგრამ ცუდი ისაა, რომ ალტერნატივა არ არსებობს. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ერთ საკითხსაც გამოვეხმაურო. ამას წინათ უკვე მერამდენედ ვიხილეთ უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები, დაწყებული ქალაქის მერით, დამთავრებული პრემიერითა და მინისტრებით, ხანუქას დღესასწაულზე. სწორად გამიგეთ, გართულება არ მაქვს ებრაელი ერის მიმართ, პირიქით _ ძალიან დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი, მაგრამ ხანუქას დღესასწაული (ერთხელ და სამუდამოდ მინდა გასაგები იყოს ყველასთვის) არის სხვა მესიის მოლოდინი. ძველ აღთქმაში აღწერლია, რომ როდესაც მაკაბელებმა რომის იმპერიის ბატონობისგან გაათავისუფლეს ისრაელი და შევიდნენ იერუსალიმის ტაძარში, ნახეს, რომ მხოლოდ ერთი ლიტრი ზეთი იყო დარჩენილი. ეს ზეთი მათ ერთი დღე უნდა ჰყოფნოდათ, მაგრამ, როცა აანთეს მენორა, მოხდა სასწაული და ერთი დღის ნაცვლად რვა დღე ეყოთ. აი, იმ დღის აღსანიშნავად დააწესეს ხანუქის დღესასწაული, მაგრამ რეალურად რას ნიშნავს ეს დღე? _ როდესაც მესია მოვიდა, ებრაელებმა ჯვარზე გააკრეს… სხვათა შორის, ებრაელი რაბინები თვითონ არ ანთებენ ხანუქას სანთელს, ისინი ამას აკეთებინებენ გოებს, რაც ძველ ებრაულ ენაზე დაბალი რანგის თუ რასის ადამიანს, სახარჯო ადამიანურ მასალას ნიშნავს. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ, როდესაც შენი ხელისუფალი შენსავე ქვეყანაში მიდის ებრაელების სალოცავში და ანთებს ხანუქას სანთელს, ნებსით თუ უნებლიეთ, ის თავს ეკლესიის გარეთ აყენებს. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ის მესიად არ იღებს ქრისტეს და ელოდება ანტიქრისტეს, რომელსაც ებრაელები მიიღებენ მესიად. აი, ამას ნიშნავს რეალურად ამ დღესასწაულში მონაწილეობა და მე მინდა, თქვენი გაზეთის მეშვეობით შევაგონო ჩვენს ხელისუფალთ, რომ ეს არის ქრისტეს გამყიდველობა. ადრე თუ გვიან, მათ ძალიან მკაცრად მოეთხოვებათ ამისთვის ღვთისა და ერის წინაშეც. ასე რომ, კარგი იქნება, თუ შეისმენენ და უგუნურ ნაბიჯებს მომავალში აღარ გადადგამენ.

_ იმედი გაქვთ, რომ შეისმენენ?

_ წინასწარ დასკვნებს ნუ გამოვიტანთ, მე ერთი ვიცი დ ამაში ნამდვილად ვარ დარწმუნებული: ნებისმიერი ხელისუფალი, რომელიც წავა უფლის წინააღმდეგ და ამ ხელისუფლებამ ეს უკვე არაერთხელ გააკეთა, დაამთავრებს კრახით, ვინც უნდა იდგეს მის უკან და რა ძალაც უნდა უმაგრებდეს ზურგს; მერე ვერც დასავლეთი უშველით და ვერც მისი ლიბერალური ფასეულობები, ჩამოენგრევათ და დაემხობათ თავზე ყველაფერი!

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here