Home ახალი ამბები საქართველო მამა გიორგი (რაზმაძე): თავიანთ სახლებში გახსნან სოდომისტების სკვერი და თავიანთ ცოლ-შვილს აყურებინონ...

მამა გიორგი (რაზმაძე): თავიანთ სახლებში გახსნან სოდომისტების სკვერი და თავიანთ ცოლ-შვილს აყურებინონ ეს გარყვნილება…

მამა გიორგი (რაზმაძე)
გასულ კვირას, 31 მარტს, „ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა თბილისის ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეხილის ხის ნერგები დარგო. მათი განმარტებით, აქცია „ტრანსფობიას შეწირული“ ადამიანების ხსოვნას მიეძღვნა და აღნიშნულ ადგილსაც ტრანსგენდერთა სკვერი ეწოდა. გარდა ხეხილის ნერგებისა, აქციის ორგანიზატორებმა სამი ძირი ვარდიც დარგეს. მათივე თქმით, აღნიშნული ნერგები მათ ორგანიზაციამ „პარტიზანი მებაღეები“ მიაწოდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარს მამა გიორგი (რაზმაძეს) დაუკავშირდა.

მამა გიორგი (რაზმაძე): რა ვთქვა, არც ვიცი, ამაზე კომენტარი ზედმეტია. ეს არის ამ ხელისუფლების კიდევ ერთი სამარცხვინო ნაბიჯი, რომელიც ყველამ ვიცით, საიდან და ვის მიერაა ნაკარნახევი…

იმ ადგილიდან სულ რაღაც 100 მეტრში აბხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპული გმირების მემორიალია და მარადიული ცეცხლი ანთია. იქვე ორ ნაბიჯში მამათმავლების სკვერს რომ ხსნიან, რა ქვია ამას?! ამათმა თავიანთი ბინძური სულით ავადსახსენებელ „ნაციონალებსაც“ გაუსწრეს. ეს ყველაფერი შემაძრწუნებელია, ესენი პირდაპირ ტახტს უდგამენ სატანას და ამისთვის ძალიან მკაცრად დაისჯებიან.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის მერიას, რომლის უნებართვოდაც ალბათ შეუძლებელია სადმე და მით უმეტეს ქალაქის ცენტრში ვინმემ რამე დარგოს, მაგათმა თავიანთ სახლებში გახსნან სოდომისტების სკვერი და თავიანთ ცოლ-შვილს აყურებინონ ეს გარყვნილება…

– თქვენი აზრით, მერიის ნებართვით მოხდა ხეების დარგვა?

– გადაჭრით ამის თქმა ძნელია, მე ვარაუდით ვამბობ, მაგრამ თუ მართლა მერიის ნებართვით გაკეთდა ეს ყველაფერი, ეს მათი დასამარების დასაწყისია.

– თავის დროზე დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამ ბევრს გაუჩინა მოლოდინი, რომ საქართველოში მოქმედ რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსებასთან ერთად დასავლეთის გავლენიანი პოლიტიკური წრეების მხარდაჭერაც შეუწყდებოდათ. ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ ისინი დღითიდღე სულ უფრო აქტიურდებიან. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

– ნურავის ექნება მოლოდინი, რომ ამათ პირობებში საქართველოში პოლიტიკური ვითარება შეიცვლება. ეს არ მოხდება, იმიტომ რომ ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მემკვიდრეები. ამიტომ დათანხმდნენ დასავლელი ცისფერი კომისრებიც მათ მოსვლას ხელისუფლებაში, თორემ ესენი რომ რეალური ოპოზიცია ყოფილიყვნენ, ჩანასახშივე გაანადგურებდნენ.

რაც შეეხება ისევ იმ სამარცხვინო ფაქტს, სოდომისტების პატივსაცემად ხეების დარგვას ვგულისხმობ, თუ კი ეს ყველაფერი მერიის მხარდაჭერით და ნებართვით მოხდა, მათთვის ამას მოჰყვება ძალიან ცუდი შედეგები. ეს იქნება მათი დასამარების დასაწყისი, იმიტომ რომ ხალხი არ მოითმენს ამ გარყვნილებას; არცერთი ღირსეული და შინაგანად ჯანსაღი ადამიანი არ დაუშვებს იმას, რომ მის ქალაქში და ქვეყანაში ასეთი აღვირახსნილობა სუფევდეს. ასე დაიწყო თავის დროზე ევროპაში ადამიანების გარყვნა და სანამდე მივიდნენ, ყველა ვხედავთ…

 

ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here