Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): ეს წელი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოცდა და გამოწვევა ჩვენი...

მამა გიორგი (რაზმაძე): ეს წელი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოცდა და გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვის…

2375
მამა გიორგი (რაზმაძე)

საქართველოს საპატრიარქოს მიერ 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს სხვადასხვა კულტურული ღონისძიების დაგეგმვას, როგორც მოსალოდნელი იყო, “ლიბერალურიისტებლიშმენტის წიოკი და ისტერიკული კბილთა ღრჭენა უკვე მოჰყვა. მშენებარე ქართულ დემოკრატიაზეგულდათუთქულმაუმცირესობამ განგაშის ზარები დაარისხა დაცივილიზებულიმსოფლიო ფეხზე დააყენა, _ გვიშველეთ, ეკლესია ბნელ წარსულში გვაბრუნებსო. პარალელურად მედია, როგორც სატელევიზიო, ისე სოციალური, მასობრივმა მუქარამ მოიცვა. “ლიბერალურმატერორმა, რომელიც ადამიანებს კარიერის დანგრევით, სამსახურის დაკარგვითა და სხვა მსგავსი ანგარიშსწორებებით ემუქრებოდა, სამიზნეში ის მომღერლები ამოიღო, რომლებიც საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას დათანხმდნენ.

დამფრთხალი და თავლაფდასხმული ინტელიგენციაც შიშისაგან სამარისებურად დადუმდა. დემოკრატიის სახელით მოძალადე ადამიანების მცირე ჯგუფის მიერ მიჩმორებულ-მიტერორებულმა მომღერლებმა საპატრიარქოს კონცერტზე უარი თქვეს და გაისუსნენ. შემდეგ ზოგიერთმა ეს გადაწყვეტილება მოუცლელობით ახსნა და განმარტა, რომ იმ დღეს სხვა პროექტში მონაწილეობს, ზოგიც საერთოდ მედიას გაერიდა, თუმცა “ლიბერალურმა” დიქტატმა მათგან ეს კომპრომისიც არ იკმარა და მოგვიანებით ლგბტ აქტივისთვის ბოდიში ბოდიშზე ახდევინა…

რა არის 17 მაისს მოსალოდნელი და რა შეიძლება მოჰყვეს ხელისუფლების ქმედებებს, რომლებიც სექსუალური უკუღმართობებისგამოხატვის თავისუფლებისდაცვისკენ იქნება მიმართული? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, ამ დღეებში ატეხილმალიბერალურმაწიოკმა, რომელიც საპატრიარქოს მიერ 17 მაისისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს უკავშირდებოდა, არაერთ მომღერალს უარი ათქმევინა მასში მონაწილეობაზე. ზოგმა ეს უარი მოუცლელობით ახსნა და განმარტა, რომ იმ დღეს სხვა კონცერტში მონაწილეობს, ზოგმაც საერთოდ თავი შეიკავა განცხადებებისგან. რა ბერკეტებს ფლობენ დღეს საქართველოშილიბერალურიძალები და რა საშუალებებით ახერხებენ ინტელიგენციაზე ამხელა ზეგავლენას?

_ პირველ რიგში, სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს კიდევ ერთხელ ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. უფლის მადლი და ძალა ფარავდეს ჩვენს სამშობლოს.

ახლა რა ბერკეტებს ფლობენ “ლიბერალური” ძალები და რა საშუალებები აქვთ მათ საზოგადოების ამა თუ იმ სეგმენტზე ზეგავლენის მოსახდენად. დავიწყოთ იმით, რომ მცირე ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც ჩვენ ლიბერალებად მოვიხსენიებთ, ეყრდნობიან არა საზოგადოებასა და მის მხარდაჭერას, არამედ თანამედროვე დასავლურ “ნეოლიბერალურ დისკურსს”, რომლის უკან მდგომი გლობალისტური ძალები მსოფლიოში უდიდეს რესურსს ფლობენ. გამომდინარე აქედან, ამ ძალების გავლენა განისაზღვრება არ იმით, თუ რამდენი არიან ისინი ამა თუ იმ ქვეყანაში ან აქვთ თუ არა ავტორიტეტი მოსახლეობაში, არამედ იმით, რამდენად სერიოზული მხარდაჭერა გააჩნიათ გლობალისტებისგან. საქართველოს შემთხვევაში, სამწუხაროდ, საქმე გვაქვს საკმაოდ კარგად ორგანიზებულ და დარაზმულ უმცირესობასთან, რომელსაც ყველანაირი ხელშეწყობა აქვს. ამიტომაც არის უფრო მნიშვნელოვანი და საყურადღებო ვიღაცებისთვის მათი ერთი სიტყვა და მოთხოვნა, ვიდრე მთელი ერის.

რაც შეეხება ინტელიგენციას. საუბედუროდ, დღეს ჩვენი ინტელიგენციის მნიშვნელოვანი ნაწილი შეჰყურებს ერთ ადამიანს და, ოღონდ მას არ აწყენინოს, ყველაფერზე თანახმაა. ზოგი პირდაპირ ფულს იღებს ხელფასივით და ნაყიდია, ზოგიც პარტიის წევრია და სხვანაირად ნახულობს სარგებელს. წარმოიდგინეთ, კაცი, რომელიც მთავარი რუპორია ლგბტ-ების დამცველი დასავლური ძალების, მის მიერ ნაყიდ რომელიმე ხელოვანს მისცემს საშუალებას, რომ გამოვიდეს და ჯანსაღი პოზიცია გამოხატოს მამათმავლობაზე?

_ გინდათ თქვათ, რომლიბერალურიდიქტატისა და ტერორის უკან ივანიშვილი დგას?

_ ივანიშვილი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც დღეს საქართველოში ხდება. ის არის აქ დასავლეთის მთავარი დასაყრდენი და მისი მეშვეობით ხორციელდება ყველა ცვლილება, იქნება ეს საკანონმდებლო თუ სხვა. ცხადია, ყველაფრის ერთი კაცისთვის დაბრალება არ იქნება მართებული. არიან ადამიანები, რომლებზეც შუშის ხელმწიფეს ნაკლები გავლენა აქვს, მაგრამ ისინი თვითონ არიან თავიანთი მრწამსითა და ორიენტაციით ლიბერალები.

_ მაგალითად

_ მაგალითად, ნიკოლოზ რაჭველი. როგორც ჩანს, ის თვითონ არის ბუნებით შემწყნარებელი ცხოვრების ისეთი გაუკუღმართებული წესისადმი, როგორიცაა, ვთქვათ, მამათმავლობა. ამიტომაა მისთვის მიუღებელი საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ კონცერტზე გამოსვლა და ვფიქრობ, ამაში გასაკვირი არაფერია.

ახლა დავუბრუნდეთ “ლიბერალურ” მუქარებსა და დაშინებებს, როდესაც ხელისუფლება იღებს კანონს სექსუალურ შევიწროებაზე და, ამ კანონის თანახმად, ისჯება ბევრი ისეთი რამ, რაც აბსურდია. როდესაც იღებენ კანონს ადევნების შესახებ და ახორციელებენ ცვლილებებს, რომლებიც, როგორც თვითონ განმარტავენ, ძალადობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრისკენაა მიმართული, მაინტერესებს _ ძალადობა არ არის მუქარა ხელოვნის მიმართ, რომ, თუ ის ამა თუ იმ ღონისძიებაზე გამოვა, კარიერას დაუნგრევენ? თუ სქესობრივ კავშირზე უარის გამო სამსახურიდან დათხოვნის მუქარა ძალადობაა და ისჯება, რატომ არ არის ძალადობა და რატომ არ სჯიან უკუღმართობის მიუღებლობის გამო სამსახურიდან გათავისუფლების, საზოგადოებისგან გარიყვისა და იზოლირების მუქარას?! ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომელიმე “ლიბერალს” ან ლგბტ-ს თავისი თვალსაზრისის გამო რამე ღონისძიებაში მონაწილეობაზე რომ უარის თქმა მოსთხოვონ, რა ამბავს ატეხავენ. ჩნდება მარტივი შეკითხვა: მათი უფლება თუა ის, რომ იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან, და აღლუმები მოაწყონ ამის სადემონსტრაციოდ, ჩვენ უფლება არ გვაქვს, არ მოგვწონდეს და მიუღებლად მიგვაჩნდეს ეს ყველაფერი? თუმცა თვით ლიბერალური ტერმინი ჰომოფობია თავისი შინაარსით გეუბნება, რომ შენ ამ არჩევანის უფლება არ გაქვს. შენ არ შეგიძლია, არ გიყვარდეს და არ მოგწონდეს, ანუ, არათუ არ უნდა შეავიწროვო და შეზღუდო, შევიწროებას დღეს ყველა ვემიჯნებით, მიუღებლადაც არ უნდა მიგაჩნდეს. აი ეს არის დღეს დასავლური “ტოლერანტობა” და შემწყნარებლობა “მრავალფეროვნებისადმი”, რაც რეალურად სხვა არაფერია, თუ არა ხელის ფათური ადამიანების ცნობიერებაში მათ გადასაგვარებლად. საბედნიეროდ, ამ ძალადობრივმა იდეოლოგიამ საკუთარი თავი და რეალური არსი უკვე ისე გააშიშვლა, რომ “დემოკრატიულ” დასავლეთშიც კი ადამიანებმა თვალნათლივ დაინახეს მისი ნამდვილი სახე.

_ დასავლეთისგან განსხვავებით, აქ საზოგადოება გაცილებით ინერტულია. როგორ ფიქრობთ, რატომ?

_ ალბათ, იმიტომ, რომ აქ “ლიბერალიზმი” ისეთი რეპრესიული არ არის, როგორიც დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში. ან შეიძლება იმიტომ, რომ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ჯერ კიდევ ჰგონია, ეს გარდაქმნები უშუალოდ მას და მის ოჯახს არ შეეხება. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ყოველთვის, როცა საუბარია რამე ცვლილებაზე, იქნება ეს საკანონმდებლო თუ სხვა სახის, “ლიბერალები” ყოველთვის ამბობენ ერთ ფრაზას: ჯერ საზოგადოება მზად არ არის. საუბარია იმაზე, რომ პროცესი მიდის და დღეს თუ არ ვიღებთ დასავლურ “დემოკრატიულ სტანდარტს”, რომელიც ჩვენს მენტალურ და ეთნო-კულტურულ თვითმყოფადობას ეწინააღმდეგება, ხვალ ამისთვის “მოგვამზადებენ”. აი, ეს ყველაფერი მაძლევს საბოლოოდ იმის თქმის საფუძველს, რომ, რაც უფრო აქტიურად დაიწყებენ ისინი საზოგადოების “მომზადებას” ცვლილებებისთვის, მით უფრო გაშიშვლდება აქაც ეს პროცესი, აეხდება ფარდა მათ ჩანაფიქრს და თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახზე გამოცდის ყველაფერს.

_ შედეგი რა იქნება, როგორ ფიქრობთ?

_ შედეგი იქნება დიდი სოციალური აფეთქება, რომელიც სისტემას დაანგრევს და არა მხოლოდ ხელისუფლება, მთლიანად არსებული პოლიტიკური სპექტრი შეიძლება ამ ნგრევაში მოყვეს. სხვათა შორის, ეს წელი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოცდა და გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ ამ წელს ხელისუფლება გეგმავს, აქტიურად აამოქმედოს ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რომლებიც ადრე განხორციელდა საზოგადოების მოტყუებითა და თვალში ნაცრის შეყრით. აქ საუბარია ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, ბავშვის უფლებათა კოდექსზე, კანონზე ოჯახური ძალადობის შესახებ და .. აქამდე ჩვენ ამ ყველაფერს მხოლოდ ქაღალდზე ვიცნობდით. ამიერიდან გვექნება რეალობა, რომელშიც დღის წესრიგი სწორედ ამ ცვლილებებით განისაზღვრება. დანარჩენი უკვე არის საზოგადოების გადასაწყვეტი: მივიღებთ და შევეგუებით ამ ყველაფერს? გვექნება ქვეყანა, რომელშიც გაბოროტებული უმცირესობა ფსიქოლოგიურ ტერორს მოუწყობს ადამიანებს იმის გამო, რომ საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ კონცერტზე იმღერა. ისე, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გულწრფელად ვკითხო იმ შეშინებულ ინტელიგენტებს _ პირველივე მუქარაზე გული რომ ლამის გაგისკდათ და ბოდიშები იხადეთ, ვისი უფრო გეშინიათ: “ლიბერალებისთუ ღმერთის?

ან რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის _ ხალხის სიყვარული და დაფასება თუ ლგბტ-ების?

_ ამას წინათ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანაში ყველა ჯგუფის უფლებები და გამოხატვის თავისუფლება დაცული იყოს. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავდა ეს განცხადება და რა გზავნილია ის საზოგადოებისთვის?

_ ვფიქრობ, აქ, პირველ რიგში, საპატრიარქომ უნდა იმოქმედოს და მოუწოდოს საზოგადოებას, რომ ამ დღეებში ყველა ერთად ფეხზე დავდგეთ ჩვენი პოზიციის, ჩვენი ზნეობისა და მორალური პრინციპების დასაცავად. ოღონდ ეს არ უნდა იყოს და ვერც იქნება მოწოდება ძალადობისკენ…

რაც შეეხება მინისტრის განცხადებას, ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ვისაც სადაც უნდა, იქ დაიცვას და ჩაატარებინოს ვიღაცებს მამათმავლობის ზეიმი, მაგრამ საქართველოსა და ქართველ საზოგადოებას თავი დაანებონ. არ მიიღებს ქართველი კაცი არასოდეს ნორმად მამათმავლობას! ასე რომ, შეშფოთება და ლიბერალური ისტერიკა, ჯობია, დაიოკონ…

სხვათა შორის, ამას წინათ უცხოელი მეცნიერების ერთმა ჯგუფმა მეტად საინტერესო კვლევა ჩაატარა ცხოველებზე. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პინგვინებს განსაკუთრებული მიდრეკილება ჰქონიათ მამათმავლობისკენ, მაგრამ, როდესაც ვერ მრავლდებიან, სხვა “წყვილს” ჰპარავენ კვერცხს და ითვისებენ. ახლა შეკითხვა მაქვს შუშის ხელმწიფესთან: ბატონო ბიძინა, შემთხვევით თქვენმა პინგვინებმა ხომ არ მოგაწოდეს ლგბტ პრაიდის იდეა? ნუ დაუჯერებთ პინგვინებს, ჯობია, ხალხს მოუსმინოთ. ხალხია თქვენი მომყვანიც და გამსტუმრებელიც

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

2 COMMENTS

  1. gaixaret mamao davit!! yoveltvis interesit vkitxulobt tkens mier gamotkmul mosazrebebs da getanxmebit–eri da beri pexze davdget am ukugmartobis da rac yvelaze mtavaria gvtis sapirispiro gzit siarulisken. am momgerlebma da “xelovanma -iteligenciam” tavisi sulis momavali ki tviton gadackvitos–rametu upalma tavisupleba mogvanicha titoeul adamians da chven chevni cxnobierebit da shegnebit gavivlit am gzas, danarcheni ki gvtis gansasjelia.
    airchiet kartvelebo uplis da chveni mxsneli-ieso kristes gza simartlis da zneobis!!!

  2. მრავალი უკუღმართობისა და ისტორიული ქარტეხილების მომსწრეა ქართველი ერი,მაგრამ უზნეობისა და აღვირახსნილობის ასეთი მოძალება ისტორიას არ ახსოვს.ისე გათავხედდა უზნეოთა თემის ზოგიერთი “ცნობადი”სახე,დამუქრებაც კი გაგვიბედა დანარჩენ საქართველოს,ვისთვისაც ძვირფასია ენა,მამული და სარწმუნოება.ფრთხლად,არაფერი შეგეშალოთ,ხალხის რისხვა და ღვთის რისხვა არ მოიმკოთ,თქვე საცოდავებო. ყველაფერს,მათ შორის მოთმინებასაც აქვს საზღვარი,მითუმეტეს,როდესაც სამშობლოს,ოჯახსა და ღირსებას ეხებით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here