Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი რაზმაძე: ეს არის ბრიუსელის დავალება და ამ დავალებებს არა მარტო...

მამა გიორგი რაზმაძე: ეს არის ბრიუსელის დავალება და ამ დავალებებს არა მარტო ის სექტები, ხელისუფლების წარმომადგენლებიც გულმოდგინედ ასრულებენ

1299
გიორგი რაზმაძე

2017 წლის 23 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი №671 “სსიპსაქართველოს ევანგელურბაპტისტური ეკლესია“, ააიპსაქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია“, სსიპქრისტეს ეკლესია“, სსიპსაქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“, ააიპმეშვიდე დღის ქრისტიანადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი“, სსიპლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“, ააიპქართველ მუსლიმთა კავშირი“, სსიპწმინდა სამების ეკლესიასაქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

აღნიშნულთან დაკავშირებით ცნობა საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. ცნობის თანახმად, მოსარჩელეები ასაჩივრებდნენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დადგენილ შეღავათებს მოგების გადასახადის, ქონების გადასახადისა და დამატებითი ღირებულების გადასახადთან მიმართებით. მოსარჩელეთა მტკიცებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსი შეღავათებს მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით ან მის სასარგებლოდ აწესებს, რის გამოც სადავო ნორმები არსებითად თანასწორ პირებს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს შორის, უთანასწორო მოპყრობას ადგენს.

კონკრეტულად ვინ და რა ძალები დგას ზემოაღნიშნული რელიგიური ორგანიზაციების უკან, რა მიზნები ამოძრავებთ მათ და რის მიღწევა სურთ ამა თუ იმ ცვლილების განხორციელებით კონსტიტუციაში, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ეკლესიის წინამძღვარს, მამა გიორგი (რაზმაძეს) დაუკავშირდა.

მამა გიორგი (რაზმაძე): პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ისინი არიან ევროპიდან დაფინანსებული სექტები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვიან და ყველანაირად ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ეს არის ბრიუსელის დავალება და ამ დავალებებს არა მარტო ის სექტები, ხელისუფლების წარმომადგენლებიც გულმოდგინედ ასრულებენ.

რაც შეეხება მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობას, მობრძანდნენ კონკრეტულად ჩვენთან, ქეთევან წამებულის ეკლესიაში და თვითონ ნახონ, რამდენს ვიხდით წყალში, გაზში, დენში. ყველაფერი შეამოწმონ. როგორც რესტორმები და სხვა კომერციული დაწესებულებები იბეგრებიან, ისე ბეგრავს დღეს სახელმწიფო მართლმადიდებელ ეკლესიას. რა შეღავათებზეა საუბარი, ფული აქვთ აღებული ამ უნამუსო ადამიანებს და ყვირიან, თითქოს ჩვენ რაღაც სასათბურე პირობებში ვართ. ეს არის თავიდან ბოლომდე თითიდან გამოწოვილი თემა და რეალურად რაც ხდება, ყველამ ვიცით. რეალურად ესენი ხელისუფლებაში მყოფ გარკვეულ ძალებთან ერთად ებრძვიან ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას და ამავდროულად ყვირიან, საშინელ მდგომარეობაში ვიმყოფებითო. ეს არის მათი ბრძოლის ერთ-ერთი ტაქტიკა, რომელიც, კიდევ ვიმეორებ, ბრიუსელიდანაა შთაგონებული და მათ მიერ ფინანსდება. იგივე ამ „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით რაც ხდება, ესეც ბრიუსელშია დაგეგმილი, მაგრამ რეალურად მათ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ზუსტად ამიტომ აყვირდნენ ახლა ეს ნამუსგარეცხილი სექტანტები და ეს აურ-ზაური ალბათ კიდევ კარგა ხანი არ ჩაწყნარდება. ასე არიან ესენი მუდმივად, ატეხავენ გნიასს, მერე რომ არაფერი გამოსდით, ცოტა ხანი ჩაწყნარდებიან. მერე ისევ რაღაც მიზეზს გამოჩხრიკავენ და ყაყანს იწყებენ. ესაა მათი ცხოვრება და არსებობის მიზანი, ამისთვის უხდიან ფულს. საერთოდ, მე თუ მკითხავთ, ამას სერიოზულად არც უნდა შევხედოთ. ასეთი ძალები ალბათ ყოველთვის იქნებიან, მაგრამ რეალურად ისინი მიზანს ვერასდროს მიაღწევენ, ვერასდოს შეძლებენ თავიანთი მოღალატეობრივი ზრახვების განხორციელებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელი №671  არსებითად განსახილველად მიიღო სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168- მუხლის მე-2 ნაწილისქვეპუნქტით საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობისთვის გაწეული მომსახურების, რესტავრაციისა და მოხატვისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლების კონსტიტუციურობას  საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.

სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში სასარჩელო მოთხოვნის ის ნაწილი, რომელიც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსით საქართველოს საპატრიარქოს გათავისუფლებას ქონების გადასახადის, მოგების გადასახადისა და საქართველოს საპატრიარქოს მიერ მხოლოდ რელიგიური მიზნით გამოსაყენებელი  საგნების მიწოდებასთან დაკავშირებულ დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. სასამართლოს განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნის ეს  ნაწილი ემყარება მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმის არასწორ აღქმას და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღებისსაკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებსაქართველოს კანონის მე–18 მუხლისქვეპუნქტითა და მე–16 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168- მუხლის მე-2 ნაწილისქვეპუნქტის სიტყვებისსაქართველოს საპატრიარქოს დაკვეთითკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here