არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” რამდენიმე დღის წინათ თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალის სკოლის დირექტორის მიერ სასწავლო დაწესებულებაში ორი მუსლიმი მოსწავლის ჰიჯაბით არშეშვებას გამოეხმაურა და სახალხო დამცველს ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდა.
ორგანიზაციის განცხადებით, დირექტორი აღნიშნული ქმედებით მოსწავლის რელიგიურ გრძნობებს შეეხო და სკოლის დირექციამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს განაწესის ის მუხლები, რომლებიც მოსწავლისგან სკოლაში ქუდის, კეპის, ბენდენის ან თავსახვევის ტარების აკრძალვას ითხოვს. თავის დროზე, როცა განათლების სამინისტრომ, რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის მოტივით, სკოლებიდან ხატები გაიტანა და ამით, ფაქტობრივად, აკრძალა სამლოცველო კუთხეები სასწავლო დაწესებულებებში, ამას საზოგადოების მძაფრი პროტესტი მოჰყვა. მიუხედავად ამისა, მაშინ არც ერთ უფლებადამცველ ორგანიზაციას, მათ შორის არც საიას, თავისი პოზიცია არ გამოუხატავს, როცა სახელმწიფო მოსახლეობის, სულ ცოტა, 80-90 პროცენტის რელიგიურ გრძნობებს არად აგდებდა; ეს მაშინ, როცა იგივე უფლაბადამცველი ორგანიზაციები გამუდმებით საუბრობდნენ დედაქალაქსა თუ რეგიონებში ახალ-ახალი მეჩეთების აშენების აუცილებლობაზე, სხვადასხვა რელიგიური კონფესიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებასა თუ მათთვის ბიუჯეტიდან გარკვეული ფინანსების გამოყოფაზე. როგორც ჩანს, სკოლებში ჰიჯაბით სიარულის დაშვების მოთხოვნაც (სასწავლო დაწესებულების განაწესის უგულებელყოფის ხარჯზე) იმავე იდეოლოგიური დისკურსის გაგრძელებაა, რაც ცხადყოფს, რომ ამ ორგანიზაციების მთავარი ამოცანა არა, საზოგადოდ, ვინმეს ან რაიმე უფლებების დაცვა, არამედ კონკრეტული იდეოლოგიის, ამ შემთხვევაში დასავლური ულტრალიბერალური გლობალიზმის, სამსახურია.
კონკრეტულად რა ინტერესი და ამოცანა დგას არასამთავრობო სექტორის ძალისხმევის უკან, რათა ამა თუ იმ უმცირესობის უფლებებმა წინა პლანზე წამოიწიოს, ვინ ან რა ძალები მფარველობენ ამ პოლიტიკას მსოფლიოში და რას მოუტანს საქართველოს ეს ყველაფერი? “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).
_ მამაო, თელავის რაიონის ერთ–ერთ სოფელში დირექტორის მიერ ორი მუსლიმი მოსწავლის სკოლაში ჰიჯაბით არშეშვებამ ჩვენი ე.წ. არასამთავრობო სექტორი განარისხა. მათი განცხადებით, აღნიშნული სკოლის განაწესი მუსლიმანებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს, რადგან იგივე განაწესი ქრისტიან მოსწავლეებს ჯვრის ტარებას არ უკრძალავს, ანუ ეს ორგანიზაციები ჯვრის ტარების აკრძალვას ითხოვენ… რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?
_ დავიწყოთ იმით, რომ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” სამპროცენტიანი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი განშტოებაა. რაც შეეხება დისკრიმინაციას, ევროპაში რომ აიკრძალა ჰიჯაბით სიარული და არა მხოლოდ სასწავლო დაწესებულებებში, ქუჩაშიც კი, რა, იქ ჩვენზე ნაკლები დემოკრატია აქვთ?! საინტერესოა, ევროპელებს რაში დაადანაშულებენ ეს გრანტიჭამია ახალგაზრდა იურისტები. ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ ესენი არიან ჩვეულებრივი სეპარატისტები და, თავიანთ ნებაზე რომ მიუშვა, ისე დაგვაკარგვინებენ რამდენიმე რეგიონს, არც დაფიქრდებიან, მერე კი იტყვიან: სახელმწიფომ კიდევ ერთი დემოკრატიული ნაბიჯი გადადგაო. აი, ეს არის მათი საქმე და ამაში იღებენ კოლოსალურ დაფინანსებას, თორემ ადამიანის უფლებები, ბოდიში და, სულ ფეხზე ჰკიდიათ. მათ ადამიანის უფლებები რომ ადარდებდეთ, სხვა დროსაც ამოიღებდნენ ხმას, მხოლოდ მუსლიმანების კი არა, სხვა მოქალაქეების რელიგიურ გრძნობებსაც გაუფრთხილდებოდნენ.
_ კონკრეტულად?
_ კონკრეტულად, როცა სააკაშვილის უღმერთო ხელისუფლებამ ხატები გამოაბრძანა სკოლებიდან და სამლოცველო კუთხეები გააუქმა, ხოლო მის ნაცვლად ნატოს კუთხეები გახსნა, არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ხმა არ ამოუღია. რა, მაშინ არ დაირღვა უმრავლესობის უფლებები, რატომ არ გააპროტესტეს? იმიტომ, რომ ამაში ფულს არ გადაუხდიდნენ; იმიტომ, რომ “ცისფერ კომისრებს” მართლმადიდებელი ქრისტიანების უფლებები არ აიტერესებთ. ხალხი კი დაბრმავებულია _ დახუჭული გვაქვს თვალები და ცხვრებივით ვიტანთ ამ ნამუსგარეცხილ “უფლებადამცველებს”, რომლებიც ნეხვზე ამოსული სოკოებივით არიან მომრავლებული. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან, როცა ნორმალური ხელისუფლება გვეყოლება, თუ, საერთოდ, გვეყოლება, სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იფიქროს ამ ორგანიზაციების შეზღუდვაზე. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში ეს პროცესი უკვე დაწყებულია. საზოგადოდ. ლიბერალიზმი, როგორც იდეოლოგია, გასააზრებელია და უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობენ თანამედროვე ე.წ. ლიბერალები ამაში. ვინც არ იცის, ლიბერი იყო ლოთობისა და მეძავობის რომაული ღვთაება, რომლის სახელიც დაკავშირებულია ყველანაირ უზნეობასთან. აი, ამ უზნეობას თესავენ ქართველ საზოგადოებაში, განსაკუთრებით ახალ თაობაში ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ტოლერანტები უნდა ვიყოთ ყველანაირი გადახრის, ცოდვისა და უზნეობის მიმართ, რომ თურმე ყველაფერი ნორმალურია, რისი სურვილიც ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს…
რაც შეეხება ჰიჯაბს, შვეიცარიის ბანკების მნიშვნელოვან ნაწილს, ძირითადად, არაბები ამარაგებენ ფულით, მაგრამ, როცა იქ არაბებმა მეჩეთის აშენება მოისურვეს, მთავრობამ გამოაცხადა რეფერენდუმი. შვეიცარიის მოსახლეობის 96-მა პროცენტმა უარი თქვა მეჩეთის აშენებაზე და ამით დამთავრდა ყველაფერი. საქართველოს ხელისუფლებას კი ხალხის აზრი სასაცილოდ არ ჰყოფნის. ითხოვენ, ხმები მოგვეცითო, შემდეგ მოდიან ხელისუფლებაში და უმცირესობის უფლებებს იცავენ. უმრავლესობის მიერ მოყვანილი პოლიტიკური ძალა შემდეგ ამავე უმრავლესობის ინტერესების საწინააღმდეგოდ იცავს უმცირესობის “უფლებებს”… მაშინ გამოაცხადონ საჯაროდ, რომ მრუშების, მეძავების, ლესბოსელებისა და ჰომოსექსუალების ხელისუფლებაა, და ხალხი გააკეთებს არჩევანს.
_ თქვით, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა საკანონმდებლო დონეზეა შეზღუდული. ჰიჯაბის აკრძალვაც რომ ავიღოთ, ავსტრიაში, ბელგიასა და საფრანგეთში, უკვე დიდი ხანია, ეს აკრძალვა მოქმედებს. იმის ფონზე, რომ თვით დასავლეთში, როგორც პოლიტიკურ წრეებში, ისე საზოგადოებაში, ანტილიბერალური განწყობები მძლავრობს, საქართველოს ვინ ახვევს თავს ამ პოლიტიკას?
_ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს სტაბილური საქართველო ხელს არ აძლევთ არანაირად _ არც პოლიტიკურად, არც დემოგრაფიულად, ეკონომიკურად ხომ, საერთოდ. რატომ? იმიტომ, რომ მერე სამართავად იქნება რთული. მათ სჭირდებათ დაჩოქებული, დაცემული და გათახსირებული საქართველო, ამიტომ გახვევენ თავს ყველანაირ სიბინძურეს…
_ რამდენიმე დღის წინათ გაიმართა სინოდის რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უწმინდესი და უნეტარესი ხელმძღვანელობდა. რით იყო ამ სხდომის მოწვევა განპირობებული?
_ ამ სხდომას რიგგარეშეს ვერ ვუწოდებთ იმიტომ, რომ სვეტიცხოვლობის წინ ან შემდგომ დღეებში ყოველთვის იწვევენ ხოლმე სინოდის სხდომას. არც განსაკუთრებული თემები ყოფილა განხილული, ერთადერთი განსაკუთრებული თემა იყო, რა ღვაწლი აქვს 40-წლიან პერიოდში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და პატრიარქს ქვეყნის წინაშე. ამიტომ დაევალათ მღვდელმთავრებს, აღწერონ, თავიანთ ეპარქიებში რა მდგომარეობაა: რამდენი ეკლესია აღდგა, რამდენი მონასტერი, რამდენი სასულიერო პირია და ა.შ. ეს კეთდება იმისთვის, რომ ამ ციანიდებისა და ამ ვირიშვილების ფონზე ქართველმა ერმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინახოს მართლმადიდებელი ეკლესიის მნიშვნელობა. აკი ილია ჭავჭავაძეც ბრძანებდა, საქართველოს ისტორიიდან ეკლესიის როლი რომ ამოვიღოთ, არაფერი დარჩებაო…
_ “ციანიდის საქმეც” იყო, როგორც ვიცი, სხდომაზე განხილული…
_ დიახ, იყო და, სანამ სასამართლო ბოლომდე არ მიიყვანს ამ საქმეს, წინასწარ დასკვნის გამოტანა ზედმეტია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, რა ხდება და როგორ ხდება, მაგრამ ეს არის ეკლესიის საქმე, რომელიც, ფაქტობრივად, ჩვენი მტრების წისქვილზე ასხამს წყალს, თუმცა თორმეტ მოციქულს შორისაც იყო გამცემი, რომელმაც უფალი გაყიდა, და სასულიერო პირი რომ გამყიდველი აღმოჩნდეს, რა გასაკვირია?! კიდევ ვიმეორებ: როცა სასამართლო დასკვნა გამოქვეყნდება, ყველას, ვინც ამ ორგიაში მონაწილეობდა, ადეკვატური პასუხი გაეცემა.
_ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის _ სოსო ოხანაშვილის მიმართ მძიმე ბრალდებები გაისმა; ითქვა, რომ ის “ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩანერგა საპატრიარქოში და გარკვეულ დავალებებს ასრულებდა… 2007 წლამდე ოხანაშვილი თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ბრიგადაში მსახურობდა, 1998-2003 წლებში კი გაიარა სპეციალური სამხედრო მომზადების კურსი ამერიკის შეერთებულ შტატებში. რას ფიქრობთ ამ ადამიანზე?
_ მე მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ერთი რამის თქმა შემიძლია: ნებისმიერი ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა, ოხანაშვილი იქნება ის, სასულიერო პირი თუ ერისკაცი, რომელიც დაკავშირებულია “ნაციონალურ მოძრაობასთან”, არის ქვეყნის მტერი. ჩემთვის ასეა და ამას ხმამაღლა ვამბობ იმიტომ, რომ “ნაციონალური მოოძრაობა” არის გადაგვარებული და გადაჯიშებული სექტა, რომელიც დაუფარავად ებრძვის ეკლესიას. ქვეყნის მტერია, აგრეთვე, ხელისუფლებაც, რომელიც კოაბიტაციაშია ამ დანაშაულებრივ სექტასთან და, თუ ასე გაგრძელდა, ძალიან ცუდი მომავალი გვექნება. ჩვენ ახლა ვდგავართ არჩევანის წინაშე, ერთ მხარეს არის ქრისტე და ჭეშმარიტება, მეორე მხარეს _ სატანა ე.წ. ლიბერალების სახით. ლიბერი ვინც იყო, მოგახსენეთ. ასე რომ, ან წავალთ ქრისტეს გზით და გადარჩება ეს ქვეყანა, ან წავალთ გარყვნილების, მრუშობის, სოდომიისა და სხვა ათასგვარი უზნეობის გზით, რომელსაც გვთავზობენ დემოკრატიის სახელით და რაც იქნება აღსასრული საქართველოსი…
ჯაბა ჟვანია
P.S. 1 ოქტომბრიდან ავსტრიაში ოფიციალურად ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჰიჯაბისა და ნიქაბის ტარება აკრძალულია (ამ კანონის დარღვევა 150 ევროს ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს). 2011 წელს ანალოგიური კანონები ამოქმედდა ბელგიასა და საფრანგეთშიც, ხოლო ინგლისში მსგავსი საკანონმდებლო რეგულაცია განხილვის სტადიაშია. საქართველო, როგორც ჩანს (ივანიშვილის დაპირებისამებრ), ევროპისთვის შესაშურ დემოკრატიას აშენებს და, აკრძალვის ნაცვლად, ჰიჯაბს ეროვნული სამოსივით უფრთხილდება.
მართალს ბრძანებს მამა გიორგი. რამდენი ნაგავია გადატანი საქართველოდან.
რას ელოლიავებით,ვის ეფერებით,წარწყმიდეს ქვეყანა,ჩემივე ქვეყანაში მე უფრო დაუცველი ვარ,ვიდრე ნებისმიერი ცამოთრეული მაწანწალა,ასე რამ დაგვამონა და გაგვაუბედურა,შახიდის ქამარიც რომ ვუპოვოთ ხმის ამოღებას ვერ ვბედავთ,ყურში მაინც გვითხრას ნვინმემ,რომ ჩვენებივე არ ჩაგვყრის ციხეში და ერთ ღამეში სინსილა არ დარჩება არც არასამთავრობოების და არც სხვა ჯილაგის. რ ა გ ჭ ი რ თთთთთთთთთთ,ტავი შემზიზღდეს ლამისაა
ყველამ ხმა ამოვიღოთ ამ გადაგვარებულ ქვეყანაში
sruli simartlea, absoluturad vetanxmebi.sascrapod radikaluri zomebia misagebi sanam mtlad ar gadavgvarebulvart da gavnadgurebulvart.