Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): გამოჩნდა „გირჩელი“ ზურაბ ჯაფარიძე და ახალგაზრდებს „მღვდლად“ აკურთხებს

მამა გიორგი (რაზმაძე): გამოჩნდა „გირჩელი“ ზურაბ ჯაფარიძე და ახალგაზრდებს „მღვდლად“ აკურთხებს

მამა გიორგი (რაზმაძე)
ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი: მამა გიორგი (რაზმაძე)

ხელისუფლება ხელს უწყობს და ყველანაირად ცდილობს, გააძლიეროს ეს სექტები. ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება“ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯარში წასვლა არ სურთ, სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გადავადებას ჰპირდება.


აღნიშნული რელიგიური ორგანიზაცია  „სასულიერო პირებს“ „აკურთხებს“და შესაბამის ცნობასაც გასცემს. ამ გზით ხუთმა „კურთხეულმა“ წვევამდელმა უკვე შეძლო სამხედრო-სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადება და როგორც „გირჩის“ წარმომადგენლები აცხადებენ, მსურველი კიდევ არაერთი ახალგაზრდაა.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე “ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში. ზემოაღნიშნული ფაქტი კი იმის დასტურია, რომ სახელმწიფო „გირჩის“ მიერ „ნაკურთხ“ წვევამდელებს ოფიციალურად მღვდელმსახურებად აღიარებს…

საქართველო და მსოფლიოკომენტარისთვის ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარს, მამა გიორგი (რაზმაძეს) დაუკავშირდა.

მამა გიორგი (რაზმაძე): – ძალიან სერიოზული პრობლემაა ეს, მაგრამ პრობლემა თავისთავად გირჩი კი არ არის და ის მარიხუანით გაჟღენთილი ავადმყოფი ადამიანები, რომლებიც ამ ორგანიზაციაში არიან, არამედ ხელისუფლება. მე ხელისუფლებასთან მაქვს შეკითხვები: რას აკეთებს მთავრობა, პარლამენტი? რას აკეთებენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომლებსაც ხალხმა ანდო ქვეყნის მართვა? რატომ აძლევენ ამ აზროვნებაგაუკუღმართებულ, ცნობიერება გამრუდებულ ადამიანებს ამის უფლებას? ხომ აშკარაა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა? მსგავს პროვოკაციებს ჩვენ მუდმივად ვხედავთ. ჯერ იყო კრეტაში ე.წ. მსოფლიო საეკლესიო კრებასთან დაკავშირებით ატეხილი სკანდალი, მერე „ციანიდის საქმე“, რომელიც ღვთის წყალობით ჩაეშალათ… ახლა გამოჩნდა „გირჩელი“ ზურაბ ჯაფარიძე და ახალგაზრდებს „მღვდლად“ აკურთხებს. სასაცილოა, მაგრამ სატირალი ის არის, რომ ხელისუფლება ხელს უწყობს და ყველანაირად ცდილობს, გააძლიეროს ეს სექტები. ძალიან დიდ ფულს იღებენ ამაში. ათეულ და ასეულ ათასებზე შეიძლება იყოს საუბარი…

– „გირჩისმიერნაკურთხსხუთ წვევამდელს თავდაცვის სამინისტრომ უკვე გადაუვადა ერთი წლით სამხედროსავალდებულო სამსახური. როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი ნიშნავს თუ არა იმას, რომ სახელმწიფო მათ ოფიციალურად აღიარებს სასულიერო პირებად?

– სახელმწიფო არა მხოლოდ აღიარებს, ყველანაირად ხელს უწყობს და აძლიერებს ამ ორგანიზაციებს, მის წევრებს. ამიტომ ვამბობ, რომ ხელისუფლება, რომელიც ამ სექტებს აძლიერებს და კბილებით იცავს, ხოლო მეორე დღეს სააღდგომო ღამისთევაზე გარბის ეკლესიაში და პატრიარქის გვერდით სანთელს ანთებს, არის ფარისეველი.

რაც შეეხება სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გადავადებას „გირჩის“ სექტანტებისთვის, ეს არის პირდაპირ წახალისება და წაქეზება ახალგარზრდებისა, რომ რაც შეიძლება მეტი შევიდეს ამ სექტაში. მსგავსი წახალისებები ხდებოდა ჯერ კიდევ 90 იან წლებში, როცა იეჰოველები არ მიჰყავდათ ჯარში და ეს იყო მოსყიდული შევარდნაძის მოღალატეობრივი პოლიტიკა. იგივეს აგრძელებს დღევანდელი ხელისუფლებაც და არც უნდა გვიკვირდეს. ეს უკვე მემკვიდრეობით ხდება ჩვენს ქვეყანაში. სხვათა შორის თავის დროზე, თინა ხიდაშელმა სამხედრო ნაწილებში, სადაც იყო, ეკლესიები გააუქმა. სამაგიეროდ ბრძანა მეჩეთის აშენება და თუ დაინტერესდებით, ამ ბრძანებულების ნომერიც შეიძლება მოიძიოთ. აი, ასეთი მოღალატე ხალხი გვიზის სათავეში და ამის შემდეგ რატომ გვიკვირს, რომ თურქეთის ელჩი დიდგორის დღის უქმად გამოცხადებას უკრძალავს პარლამენტს. ცოტა ხანში გამოვლენ და გვეტყვიან, რომ არც აღდგომა უნდა ვიზეიმოთ, რაგდან მუსულმანების შეურაცხყოფაა. ყველაფერი აქეთ მიდის და სამწუხარო ის არის, რომ ეს გადაგვარებული ხელისუფლება, რომელსაც უკვე აზროვნების უნარი წართმეული აქვს, ყველანაირად ცდილობს, თავი მოაწონოს ევროპას. კიდევ ვიმეორებ, ამაში იღებენ ძალიან დიდ ფულს, დაწყებული რიგითი დეპუტატებიდან, დამთავრებული პრემიერითა და პრეზიდენტით; ეს უნამუსო ადამიანები ქართველმა ხალხმა კინწისკვრით უნდა გამოყაროს კაბინეტებიდან. სხვა გამოსავალი არ არსებობს. როგორ შეიძლება, უცხო ქვეყნის ელჩი გკარნახობდეს დიდგორობის აღნიშვნა-არაღნიშვნას, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებას გარკვეული გარიგებები აქვს თურქეთთან და ეს ყველაფერი ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის დროს დაიწყო, როცა ასობით და ათეულ ათასობით თურქს დაურიგეს საქართველოს მოქალაქეობა. კიდევ ვიმეოერებ, ეს მოღალატეობრივი პოლიტიკა თუ არ დასრულდა, საქართველოს დიდი ხნის არსებობა არ უწერია. ეს ყველაფერი ქვეყანას ძალიან მალე მიიყვანს სრულ კატასტროფამდე.

 ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here