Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): ამის შემდეგ კიდევ “ქართულ ოცნებას” რომ მისცემს კაცი ხმას,...

მამა გიორგი (რაზმაძე): ამის შემდეგ კიდევ “ქართულ ოცნებას” რომ მისცემს კაცი ხმას, რა უნდა მოსთხოვო?!

მამა გიორგი რაზმაძე

2018 წლის 17 მაისს საქართველოში ოფიციალურად იგეგმება ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უკვე მიიღო.

ამ კომიტეტის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმაში წერია, რომ უმცირესობების უფლებების დაცვის დღის აღნიშვნა ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და სოლიდარობის გაზრდას ამ ჯგუფების მიმართ: “ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული დღეების აღნიშვნა ხელს შეუწყობს სოლიდარობის გამოხატვას უფლებადარღვეული პირების მიმართ და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ამ საკითხზე. ამ პროცესში, მიზანშეწონილია, კომიტეტმა ითანამშრომლოს, როგორც დონორ ორგანიზაციებთან, ისე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, რათა ერთობლივად მოხდეს საჯარო ღონისძიებების დაგეგმვა”, _ ნათქვამია სამოქმედო გეგმაში. კომიტეტმა ზემოაღნიშნული გეგმის პრეზენტაცია 1 სექტემბერს მოაწყო და ღონისძიებას როგორც ხელისუფლების, ისე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ღონისძიება ფართოდ არ გაშუქდა და ხელისუფლებამ, შეიძლება ითქვას, ერთგვარი მონდომებაც კი გამოიჩინა, რათა ეს ფაქტი საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩენილიყო, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ამ დოკუმენტის შესახებ, ალბათ, დღემდე უცნობია. რა დოკუმენტი შეიმუშავა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი და რა ძალა დგას ამ პროცესების უკან, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ერთობლივი პროგრამის მხარდაჭერით უკვე მოაწყო 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია, რომლის თანახმად, გაისად, 17 მაისს საქართველოშიჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეოფიციალური ღონისძიებებით უნდა აღინიშნოს. რას ნიშნავს ეს?

_ დღეს საქართველოს ხელისუფლება გარყვნილების იმ ეტაპზეა, როცა მზად არის, უსიტყვოდ შეასრულოს ევროპელი ცისფერი კომისრების მოთხოვნა და დაიწყოს ღვთის უარყოფა, ეს აშკარაა. მინდა შევახსენო ქალბატონ ეკა ბესელიას ჩვენი პირველი შეხვედრა პარლამენტში, როცა ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი განიხილებოდა. მე მას მაშინ ვუთხარი, რომ უზნეო კანონს იღებდნენ და, ვინც ამ კანონს ხელს მოაწერდა, იქნებოდა უზნეო ადამიანი. შემდეგ ყველამ ერთხმად დაუჭირა კანონპროექტს მხარი და, სამწუხაროდ, დღეს იმ უზნეო ადამიანების უმეტესობა ისევ პარლამენტშია.

რაც შეეხება კომიტეტის დოკუმენტს, ცხადია, ესენი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სოდომური ცოდვა, მამათმავლობა და სხვა გარყვნილება, ისევე როგორც ევროპაში, აქაც იყოს მხარდაჭერილი და მერე დაიწყება 24-საათიანი პროპაგანდა, რომ ეს არის წინსვლა, დემოკრატიული პროგრესი, რომ ამით კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროპული ოჯახისკენ, რომ ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია და ასე დავიბრუნებთ ტერიტორიებს. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი თქვლიფონ, გაისქელონ ჯიბეები, ხალხსა და სახელმწიფოს კი თუნდაც კისერი უტეხია. აი, ამას ნიშნავს ის კონკრეტული მოქმედება და ამით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თითი დაუქნიეს. ფაქტობრივად, პირდაპირ გვითხრეს, რომ არანაირი ოჯახის სიწმინდის დღე 17 მაისს არ უნდა აღვნიშნოთ, ეს დღე არის მამათმავლების და, ვინც ამას არ დაემორჩილება, პასუხს აგებსო… გარდა ამისა, ამ დოკუმენტის მიღებით ისინი პრაქტიკულად ღიად დაუპირისპირდნენ კათოლიკოსპატრიარქსაც, ვინაიდან სწორედ პატრიარქის ინიციატივით აღინიშნება საქართველოში ყოველ 17 მაისს ოჯახის სიმტკიცისა და ერთობის დღე.

_ ადრე, როცა მსგავს კანონებს იღებდნენ, საზოგადოება, ასე თუ ისე, ახერხებდა პროტესტის გამოხატვას. გვახსოვს მრავალათასიანი გამოსვლები და საკმაოდ მწვავე დაპირისპირებებიც. დღეს რატომ არის მოსახლეობა ინერტული, რატომ აღარ გამოხატავს ხალხი პროტესტს, როცა მისთვის აშკარად მიუღებელ საკანონმდებლო ცვლილებებს ახორციელებენ მიუღებელი იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური სუბიექტები?

_ ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიწყო ქართველი ხალხის გარყვნა და ზნეობრივად გარყვნილი ადამიანი უზნეობაზე ამოიღებს ხმას?! სწორედ ამას ემსახურებოდა ის სანახაობები, ამორალურობის 24-საათიანი პროპაგანდა, რომელიც ტელევიზიებიდან მოედინება და შედეგიც აშკარაა. ხმას არავინ იღებს, თუმცა, მადლობა უფალს, ყველაფრის მიუხედავად, მაინც დარჩნენ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც ყოველთვის წინ აღუდგებიან გარყვნილებას. მართალია, ამის გამო ბევრი შეიძლება დაიჭირონ და ციხეშიც მოხვდეს, მაგრამ მაინც…

კიდევ ვიმეორებ: რასაც თავის დროზე სააკაშვილის მოღალატე ხელისუფლება აკეთებდა და, რაც ამათ არანაკლები წარმატებით განაგრძეს, არის ქართული სულის ჩაკვლა, ამიტომ მივმართავ პარლამენტარებს, განსაკუთრებით _ ბესელიას, ძიძიგურსა და სხვებს, რომლებიც ეროვნულობის მანტიით შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში, ესენი არიან უნამუსო ადამიანები. მათ, ფაქტობრივად, განაგრძეს ქართველთმოძულე სააკაშვილის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა და ამაში იღებენ ფულს.

_ ისინი თავის დროზე პარლამენტში ეროვნული ტანსაცმლით შესვლის ინიციატივითაც გამოდიოდნენ

_ ზუსტად ეს არის მათი ფარისევლობა: შეუძლიათ ერთ დღეს პატრიარქთან დადგნენ ტაძარში სააღდგომო წირვალოცვაზე, მეორე დღეს მიიღონ .. ანტიდისკრიმინაციული კანონი, შეუძლიათ ანთებული თვალებით მოგვილოცონ ეროვნული სამოსის დღე და მერე პედარასტების საზეიმო მსვლელობას დაუჭირონ მხარი. ესენი, საერთოდ, რას ემსახურებიან და რა საზომით ზომავენ ყველაფერს, გაუგებარია, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ “ქართულ ოცნებას” რომ მისცემს კაცი ხმას, რა უნდა მოსთხოვო?! ჩემი აზრით, როგორც ნაციონალებისთვის იყო ხმის მიცემა ღალატი, ახლა “ოცნებისთვის” ხმის მიცემაც ღალატია, იმიტომ, რომ ერთიცა და მეორეც ღვთისმგმობელია.

_ რა არჩეევანი აქვს დღეს ქართველ ხალხს?

_ ადრეც გვისაუბრია ამაზე, სამწუხაროდ, არ ჩანს საღი ძალა. მას, ვინც ჩანს და იბრძვის ხელისუფლების სათავეში მოსასვლელად, ამოძრავებს მხოლოდ ერთი ინტერესი _ რაც შეიძლება მეტი იშოვოს, გამდიდრდეს და ქვეყანა გაატყავოს. აი, ასეთი ძალები ცვლიან ერთმანეთს: დღეს ერთია, ხვალ _ მეორე, თანაც ისეთი მონსტრების გავლენის ქვეშ ვიმყოფებით, დასავლეთის სახით, რომ ეროვნული ქვეყნის სათავეში ხელისუფლების მოსვლა, ფაქტობრივად, გამორიცხულია. ასეთი ხელისუფალი მათ არ სჭირდებათ საქართველოში და ამიტომაა, რომ სარწმუნოებას, ეკლესიას ებრძვიან.

_ ეკლესიას, არა მხოლოდნაციონალური მოძრაობადაოცნება”, სხვა პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებიც ებრძვიან. ამას წინათ რესპუბლიკური პარტიის ერთერთმა წევრმა ლაშა ომარაშვილმა, რომელიც, როგორც ამბობენ, 8 წელი ბერად იყო ათონის მთაზე აღკვეცილი, განაცხადა, რომ ქრისტიანობამ დრო მოჭამა.

_ ეს უსუფაშვილები, ბერძენიშვილები და მათნაირები, ვინც არიან, ყველამ ვიცით, ამიტომ ამ სამპროცენტიან ხსნარებზე ბევრს არ ვილაპარაკებ. რაც შეეხება ნათქვამს, რომ თურმე ქრისტიანობამ დრო მოჭამა, ამ განცხადების ავტორი მამა აბელი, რომელიც მარტყოფის მონასტერში მოღვაწეობდა, თავის დროზე მე წავიყვანე ათონის მთაზე. ისე კარგად აზროვნებდა, ისეთი კარგი პიროვნება იყო, გაოგნებული ვარ, როგორ შეიძლება ერთ წუთში აღზევდეს და დაეცეს ადამიანი. ყველას უყვარდა, როგორც იტყვიან, თვალში რომ ჩავარდნოდა, თითს არ ამოისვამდა კაცი… მერე დატოვა ყველაფერი და ინგლისში წავიდა. იქ, ეტყობა, გადაიბირეს ეს საცოდავი და სამპროცენტიან რესპუბლიკელებში აღმოჩნდა… დაახლოებით 20-25 წლის წინათ ათონის მონასტერში რომ ჩავდიოდი, იქ მიყვებოდნენ ერთ ბერზე, რომელიც მრავალწლიანი ბერობის შემდგ განიმოსა და ცოლი შეირთო. შემდეგ შვილი ეყოლა და მოხდა ასეთი სასწაული: ტანზე რომ იხდიდა ხოლმე ეს ადამიანი, შვილი მის სხეულზე ხედავდა წითელ წარწერებს, რომლებიც სხვებისთვის შეუმჩნეველი იყო. ვინც არ იცის, მათ გასაგონად ვიტყვი: ბერებს ათონის მთაზე აძლევენ სპეციალურ სამოსს, რომელსაც ანგელოზის შესამოსელი ჰქვია და ამ სამოსზე შავ ფონზე წითლადაა დაწერილი ფსალმუნის სიტყვები. ამ ფაქტმა ისე იმოქმედა მასზე, რომ დატოვა ცოლ-შვილი და ისევ დაუბრუნდა ათონის მთას. ამბობდნენ, რომ ეკლესიაში შესვლის უფლებას არ აძლევდა საკუთარ თავს. როცა კვდებოდა, მხოლოდ მაშინ ითხოვა ზიარება, აზიარეს და, როცა გარდაიცვალა, თურმე საოცარი სურნელება იფრქვეოდა.

მინდა მივმართო მამა აბელს, _ რესპუბლიკელებს, ამ ეშმაკის მსახურებს, თავი დაანებოს და მისდიოს ღვთის ხმას. თუ შეინანებს, ღმერთი მიიღებს და მიუტევებს, რადგან უფალს ყველაზე დაცემული ადამიანიც კი უყვარს

_ ამ ადამიანს მერე შეეცვალა აზროვნება თუ თავიდანვე შეგზავნილი იყო ეკლესიის წიაღში?

_ არც ეგ არის გამორიცხული, მაგრამ მთავარია, სად წავიდა, რომელ პარტიაში. რესპუბლიკელები ხომ ღვთისმგმობელები არიან?! თუმცა ადამიანისთვის, ღმერთს რომ განუდგება, უკვე ყველაფერი სულერთია.

_ იმიტომ გეკითხებით, რომ დღევანდელ ქართულნეოლიბერალურ ისტებლიშმენტშიარის რამდენიმე ფიგურა, რომლებიც ადრე მორწმუნე იყვნენ: ზოგი _ სტიქაროსანი, ზოგი _ მონაზონი. დღესაც არიან ასეთები ეკლესიაში?

_ რამდენიც გინდათ, იმდენი. განსაკუთრებით “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში მოუმზადეს მათ ნიადაგი. პირდაპირ რეკავდნენ, რომ ვიღაცები სადღაც შეეგზავნათ. მერე, როცა ხელისუფლებაში აღარ იყვნენ და იმდენი ძალა აღარ ჰქონდათ, უკრაინაში გზავნიდნენ თავიანთ კანდიდატებს. იქ არის ეკლესია და არიან სასულიერო პირები, რომლებიც თავიანთ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ, მაგრამ რეალურად მართლმადიდებელ ეკლესიასა და მათ შორის განხეთქილებაა. აი, ასეთი ხალხის გარემოცვაში ვიყავით და ვართ დღესაც, ამიტომ ქართველი ხალხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიხვდეს, რომ ჩვენი მშველელი არავინაა, უფლის გარდა. ჩვენი თვითმყოფადობა არის ქართული გენის დაცვა და მართლმადიდებლობის გაფრთხილება: ამის გარეშე არაფერს აქვს აზრი და ცრუ წარმოდგენებს ნუ შევიქმნით. აქვე მინდა შევეხო ჯემფესტად წოდებულ იმ ამორალურ ღონისძიებას, რომელიც წელს ტრაგედიების ფონზე ჩატარდა. ახალგაზრდები დაიღუპნენ ნარკოტიკის მიღებით, რატომ არავინ ამოიღო ხმა? ვეკითხები ძიძიგურს, ბესელიას: რატომ არ გამოხვედით და არ თქვით სიმართლე?! იმიტომ, რომ არაფერი გაინტერესებთ, საკუთარი ჯიბის გარდა. ვერაფერს ხედავთ ამის იქით? _ აი, ასე ესმით მათ სამშობლო და სახელმწიფოს სამსახური, ამიტომ ვამბობ, რომ ასეთი ადამიანების ადგილი არ უნდა იყოს ხელისუფლების სათავეში, ასეთი ხალხი საფრთხეა ქვეყნისთვის, თავიანთი მახინჯი და მერკანტილური მიდგომებით, თავიანთი უპრინციპო, უნიათო პოლიტიკით.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

2 COMMENTS

  1. “დიდი ქართველებისათვის” – ჩოხიანი ზვიად ძიძიგურისათვს, 2.7 მილიონი ლარის მფლობელ ზაქარია ქუცნაშვილისათვის, ქალბატონ ეკა ბესელიასა და მათი თანაგუნდელი – საშოვარზე გამოსული ტურებისათვის საქართველო (და არა სამშობლო) მხოლოდ ფულის საკეთებელი ტერიტორიაა ! ! !

  2. კანონი რად უნდა თბილისი ისედაც გადაუქცა ყველანაირი უზნეობის და დაცემის ქალაქად.
    ქალაქის შუაგულში არსებობს ღამის ბარები სადაც არასრულწლოვანებიც კი ოროსტიტუციაში არიან ჩაბმული და ვინმე საპატრიარქოდან ყოფილა? დაინტერესებულა? არცერთხელ ეგენი მარტო ჩაბნელებულ შუშებიან ჯიპებიდან აკონტროლებენ თავიან ბიზნესებს!! თან დგანან და სააკაშვილსა აგინებენ ..ფარისევლობაა ყველგან .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here