საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს,
საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს,
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს,
რუსეთის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ პუტინს!
ჩვენი ერი _ მრავალტანჯული, მრავალ ჭირ–ვარამგამოვლილი, მოყოლებული ქრისტედან, ჯვარცმის, გოლგოთის გზას მიუყვება. მიუხედავად უთვალავი შემოტევისა, აოხრებისა, ხოცვა–ჟლეტისა, ტრადიციების, ზნეობის, ოჯახური სიწმინდეების დამცველ და, რაც მთავარია, სარწმუნოებისთვის თავდადებულ, უძველესი კულტურის მქონე ქართველ ერს თავი დაბლა არ დაუხრია და დღესაც მყარად დგას წინაპართა სისხლით გაპოხიერებულ მიწაზე.
ყოველი ეპოქა გამორჩეული იყო ღვთის ერთგულთა სიმრავლით, რომლებიც, ქრისტეს ჯვრის ფრთებქვეშ შეყუჟულნი, უკომპრომისოდ იცავდნენ ერის მეობას. დღეს კი რა ხდება? _ კაცობრიობა ავისმომასწავებელ დენთის კასრზე ზის. უკიდეგანო ბურუსში ვართ გახვეულნი. წარსულით ვამაყობთ. აწმყოს კბილებით, დიდი ძალისხმევით ვინარჩუნებთ, ღვთის შემწეობით. რაც შეეხება მომავალს, ესეც ჩვენს ქმედებაზეა დამოკიდებული.
ამ მიმართვას უფლის შთაგონებით ვწერ მართლმადიდებელი მღვდელი, აღშფოთებული ბოლო ჟამის შემაძრწუნებელი მოვლენებით, რომლებიც მართულია მსოფლიოს ანტიქრისტიანული ბნელი ძალების მიერ, ქართველთა დაუძინებელი მტრების _ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, თანამონაწილეობით, რათა ამოძირკვონ ყოველგვარი სარწმუნოებრივი, ტრადიციული.
მსოფლიოს მასონიზმის მიზანია, დაშალოს, დაანაწევროს, ერთმანეთს განაშოროს მართლმადიდებელნი და მერე იბატონოს. ეს პროცესი ეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას. რუსეთი უძლიერესი, ერთმორწმუნე, მართლმადიდებელი ქვეყანაა და სწორედ ჩვენი დაპირისპირება აძლევს ხელს ანტიქრისტეს მოციქულებს.
მოგმართავთ უფლის სახელით: გამოიჩინეთ თავმდაბლობა, რადგან უფალი მაღალს დაამდაბლებს, ხოლო მდაბალს აღამაღლებს. სასწრაფოდ დასხედით; მშვიდად, გონივრულად გადაწყვიტეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობის ურთულესი პრობლემა.
მივმართავ რუსეთის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ პუტინს: მართალია, გაღიზიანებული ბრძანდებით (საფუძვლიანადაც) ჯალათი ყოფილი პრეზიდენტის უხამსი ქმედებით, რომელიც ისე გაკადნიერდა, რომ პიროვნულად შეურაცხგყოფდათ, მაგრამ ამის გამო თქვენ შეტევა განახორციელეთ არა სააკაშვილზე, არამედ ქართველ ხალხზე. ქართველი ხალხი კი, სამწუხაროდ, მძიმედ დაზარალდა.
სავალალოა, რომ ფაქტობრივმა ხელისუფლებამ ვერ გამოიჩინა გონიერება, არ მიმართა ურთიერთობის მშვიდობიან ფორმას _ დიალოგს, პირიქით _ ზნედაცემული სააკაშვილის მიერ აღებული კურსი განაგრძო და აირჩია დასავლეთის, ოკეანისგაღმელთა გზა, საიდანაც ნიაღვარივით მოედინება ყოველგვარი სიბილწე _ მამათმავლობა, ლესბოსელობა და სხვა უმსგავსობა. მათი მიზანია, პატიოსნება, წესიერება დასაცინი გახდეს. ნერგავენ ხალხში ლოთობას, ნარკომანიას, ღალატს, ურთიერთშუღლს; ცდილობენ, ამოძირკვონ სულიერების ფესვები. მთავარი მიზანი კი ახალგაზრდების გარყვნა, ადამიანთა ზნეობის დაცემაა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, კომუნიზმი დამთავრდა საქართველოში და ჩვენ ილიას გზით მივდივართო. შევახსენებ მას: იქნებ წაგეკითხათ ილია, აკაკი და, საერთოდ, საქართველოს ისტორია. დიდი ილიას, აკაკისა და სხვა მამულიშვილთა გზა არ არის ის, რომელიც თქვენ აირჩიეთ. მათი გზა რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა იყო.
დიდმა ილიამ 1899 წელს სტატიაში “ასი წლის წინათ”, რომელიც საქართველოში რუსის ჯარის შემოსვლის 100 წლისთავს მიუძღვნა, რუსეთთან საქართველოს შეერთების ისტორიული მნიშვნელობა ასე გადმოსცა: “ამ ღირსსახსოვარ დღიდან საქართველომ მშვიდობა მოიპოვა… დამშვიდდა… დაღალული ქუეყანა დაწყნარდა აკლებისა და აოხრებისაგან, დადუმდა ჟღერა ხმლისა”.
ერის სულიერი მამა საქართველოს ხსნის გზას ეძებდა და არა იმას, რაც თქვენმა ხელისუფლებამ გააკეთა: მიიღო საბედისწერო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც წინაპირობაა ერთნაირსქესიანთა შორის სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონებისა. ეს არის ჩვენი ერის გასანადგურებლად ჩადებული ნაღმი, საზღვარგარეთიდან შემოსული ბინძური გრანტების საფასურად.
დღეს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ღმრთის ნებით, უნდა აღდგეს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოსა და რუსეთს ღვთის საშინელი რისხვა დაატყდება თავს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას: გვერდზე გადადეთ პირადი ინტერესები (უკვე ყველაფერი აწყობილი გაქვთ), თავი დაანებეთ ერთმანეთის შეურაცხყოფას, პარლამენტის დარბაზის მუშტი-კრივის ველად გადაქცევას. თქვენ ხართ ერის სარკე და რა უნდა ვისწავლოთ ასეთი ადამიანებისგან? თქვენი გულგრილობით ქვეყანა უფსკრულის პირას დგას. გაითვიცნობიერეთ ყოველივე, თვალი გაუსწორეთ რეალობას და მიიღეთ გონივრული გადაწყვეტილება. საქართველო მხოლოდ თქვენ არ ხართ, ქვეყნის ბედს ხალხი წყვეტს. ნუ შეჰყურებთ სააკაშვილსა და მის ბანდას, რომელმაც მუხანათურად გამოუთხარა ერს ძირი და საქართველოს მიწა-წყლის 20% რუსეთს ჩააბარა. მან ორი მართლმორწმუნე ერი ერთმანეთს გადაჰკიდა. 2008 წლის აგვისტოს ომში ქართული გენი, ახალგაზრდა მეომრები, ბომბების წვიმაში მიატოვა, თვითონ კი ლაჩრულად დაიმალა. სწორედ სააკაშვილისა და მისი გარემოცვიდან იღებს სათავეს სოდომ-გომორის ცოდვა, რომლის მორევშიც თანდათან ვეფლობით. ნაცვლად იმისა, რომ ხალხისთვის დაპირებები შეგესრულებინათ _ შეგექმნათ საწარმოები, დაგესაქმებინათ შეჭირვებული ადამიანები _ გახსენით ბორდელები, თბილისის ცენტრალური ადგილები გადამთიელთა მიერ მოწყობილი ღამის კლუბებით გაივსო. ამის გამო მკაცრად მოგეკითხებათ ხელისუფლების წარმომადგენლებს.
მიუჯექით მოლაპარაკების მაგიდას, რათა თავიდან ავიცილოთ ღვთის სასჯელი, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნები, რომლებსაც ქრისტე აერთიანებს. სანამ გვიან არ არის, გამოასწორეთ საბედისწერო შეცდომა, რადგან ქვეყანა თავზე გვენგრევა, ერი გადაგვარების გზას ადგას. ამას ღმერთი არ გაპატიებთ! აღადგინეთ რუსეთთან ჩვენი წინაპრებისდროინდელი ურთიერთობა.
შევთხოვ უფალს, შეგეწიოთ ერის საკეთილდღეო გადაწყვეტილების მიღებაში!
სახელითა მამისათა და ძისათა და სულის წმიდისათა, ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!
მამა ბასილ, ერთადერთი ხართ სამღვდელო პირთაგან, რომელმაც ეს საჭირბოროტო თემა ასე დროულად ამოწია. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ასეთი მოლაპარაკების მომხრეა და რამდენი წელია ელოდება ამას. გაიხარეთ, თქვენი ღვაწლი არ დაიკარგება!
ასეთი სითყვებით პატრიარქმა რომ მიმართოს მთავრობას მაშინ იქნებ რაიმე მაინც გააკეთონ საქართველოს მომავლისთვის
Da ra ici rom ar mimarta chvenma uwmindedobam?magram vin usmens?
Da ra ici rom ar mimarta patriarqma mtavrobebs?magram vin usmens chvens uwmindess.ver xedavt patriarqis da eklesiis mimart rogor brzoloben?eg xorcshesxmuli satanebi.
მართალია !
კარგი იქნება , თუ სამღვდელოება ყველა გაერთიანდება და ერთობლივი განცხადებით მიმართავენ , საქართველოს პრემიერ მინისტრსა და პარლამენტს . ასევე შეიძლება წერილი გაეგზავნოს , რუსეთის საპატრიარქოსა და პრეზიდენტს . საპატრიარქოსთან ერთად უნდა მოხდეს აღნიშნული საკითხების განხილვა , ასეთ ერთობას დიდი ძალე ექნება . ერთპიროვნული განცხადების გაკეთება და მხოლოდ ფეისბუკზე გამოქვეყნება , სასურველ შედეგს ვერ მოიტანს , რათქმაუნდა ესეც უნდა იყოს , რომ ხალხმა გაიღვიძოს და მხარი დაუჭირონ სიმართლეს . მაგრამ , ძალა ერთობაშია ერთიანი ძალით უნდა ვიმოქმედოთ , რომ გადარჩეს ერი და საქართველო !
ნამდვილად ასეა, გეთანხმებით. რუსეთთან დაპირისპირებით ვერაფერს მოვიგებთ. ღმერთმა გაგაძლიეროთ, მამა ბასილ, და თქვენთან ერთად სრულიად საქართველო!
მთელი ერი უნდა გაერთიანდეს და აიძულოს მთავრობა გადაადგას ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯი
მართლმადიდებლობა განუყოფელია !
ეს მთავრობა დასმულია იმ ამერიკისა და დასავლეთის, რათა მათი ინტერესები გაატაროს. ამ მიზნის მისაღწევად, საერთოდაა მოსაცილებელი ეს მთავრობა…და ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი. ახლა მაინც…
თორემ 30 წელიწადში საქართველო აღარც იქნება.
მშვიდობიანი გით კი…ესენი არსად წამსვლელები არ არიან.
Xmertma gagszlierot mama basili, dideba upals,martali brzandebit da uplis madlit da didebit ianeb chvsni uniato da goneba daxshuli mtavroba gopxizldes,madloba rom taven mainc ibrzvit da simartles qadagebt,upalma gaazlieros da daiparos saqartveloo
უფალი ყოველთვის მიხედავს ისეთ ერს, რომელიც ასე სამართლიანად და გულიანად მსჯელობს. ღმერთმა დალოცოს ქართველი გულანთებული მამულიშვილები.
Gagadzlierot mama basili rmertma daloce chveni saqartvelo rata amovides am gansacdelisgan ..rmertma gagadzlierottt
ramdenjer momixdia tqventvis bodishi,rom ver dagicavit da gamoiaret is satanjveli.mamao mogviteve.
ღმერთმა გისმინოთ, მამაო. თქვენი ქადაგება და გულიდან ამოსული სიტყვები კიდევ დიდ ხანს ესმოდეს ქვეყანას. დიდ ხანს იცოცხლეთ და ჯანმრთელობა არ მოგაკლოთ უფალმა; რასაც თქვენ ბრძანებთ, სრული ჭეშმარიტებაა და ასეც უნდა იყოს; თუმცა ერთს დავძენდი და მომიტევეთ, თუ გავბედავ და ვიტყვი, რომ დღევანდელი რუსეთის მთავრობაც იმ მსოფლიო მასონური ძალების გაუყოფელი ნაწილია და სწორედ მათ დაკვეთას ასრულებს მსოფლიოს გადანაწილების საკითხში. ასე. რომ დღეს რუსეთს ვერ დააჯენ მოლაპარეაკების მაგიდასთან და მეგობრულ და ძმურ ურთიერთობებზე ვერ დაელაპარაკები. რუსეთის მთავრობა საქართველოს კიარა, თავად რუსეთს ანადგურებს მიზანმიმართულად და ეს არის უბედურება.
Gaumarjos martmadideblur sarwminoebas, gaumarjos mshvidobas da megobrobas, dideba tkvenda mamao basil, ikneb isminon tkveni shegoneba
rogor xart mamao, upalma didxans gvimyopos tqveni tavi jamrtelad. gparavdet upali
upalma didxans gvicocxlos tqveni tavi