Home რუბრიკები საზოგადოება მამა ბასილი (მკალავიშვილი): ეს ბოროტი ძალები ახლა იმიტომ აქტიურობენ, რომ ნიადაგს იმზადებენ...

მამა ბასილი (მკალავიშვილი): ეს ბოროტი ძალები ახლა იმიტომ აქტიურობენ, რომ ნიადაგს იმზადებენ 5 ივლისს დაგეგმილი გეიაღლუმისთვის

“სიცოცხლის ფასადაც დავიცვათ “მამული, ენა, სარწმუნოება”. დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება და ცნობიერება, რომლის გარეშე, უბრალოდ, არ გვექნება მომავალი!”

238
მამა ბასილი (მკალავიშვილი): ეს ბოროტი ძალები ახლა იმიტომ აქტიურობენ, რომ ნიადაგს იმზადებენ 5 ივლისს დაგეგმილი გეიაღლუმისთვის

საქართველოს სახალხო დამცველისა და ქვეყანაში მოქმედი სხვადასხვაარასამთავრობოორგანიზაციის მიერ ეკლესიის წინააღმდეგ ერთობლივად დაწყებული მადისკრედიტებელი კამპანია პიკს აღწევს. საინფორმაციო შტურმი როგორც საპატრიარქოს, ისე ცალკეული სასულიერო პირების წინააღმდეგ გრძელდება. დაძაბულობის ფონზე, რომლის ავანგარდშიც ლიბერალური მედიაა, ბრალდებები უშუალოდ კათოლიკოსპატრიარქის მიმართაც ისმისზოგიერთიუფლებადამცველიიმასაცამტკიცებს”, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმის მოწმეებზე ზეწოლა ხორციელდება, თუმცა ვისზე ან რომელ ინფორმაციაზე დაყრდნობით კეთდება ეს შეფასებები, არავინ აკონკრეტებსრა მიზანს ემსახურება ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული პროპაგანდისტული შტურმი და რა ძალები დგანან მის უკან, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი მამა ბასილი (მკალავიშვილი).

_ მამაო, ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედი ლიბერალური ძალები და მათი პროპაგანდისტული საშუალებები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდნენ, გააქტიურდა სახალხო დამცველის აპარატიც. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებული მიოვლენები ამის ნათელი მაგალითიარატომ გამძაფრდა დღეს ეს პროცესი?

_ მსოფლიოში მასონური ლიბერალური ძალები გააქტიურდნენ. მათ ყველაზე დიდ დაბრკოლებას შავ-ბნელი საქმეების განხორცილებაში მართლმადიდებლობა უქმნით, რწმენა და რჯული უზენაესისა, რომელიც ყოველივეს განაგებს. ფაქტია, ძირითადი დარტყმა ქრისტეს ეკლესიაზე და იმ ჭეშმარიტ იერარქებზეა, რომლებიც ებრძვიან უზნეობას. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ძირითადი აქცენტი იმ ორგანიზაციებზე აქვთ, რომლებშიც აღსაზრდელების ცნობიერებას ქრისტიანულად, ტრადიციული პრინციპებით კვებავენ. რაც შეეხება კონკრეტულად ნინოწმიდის პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, მიზანმიმართული ვერაგობაა. ესენი, ლომჯარიას ხელმძღვანელობით, საზღვარგარეთიდან შემოგზავნილი ჩვეულებრივი დივერსანტები არიან, რომლებიც ყველანაირ სიბინძურეზე, ყველანაირ თავხედობასა და უზნეობაზე მიდიან ტრადიციული ქართული ღირებულებების ამოსაძირკვად ამჟამად ნინოწმიდის პანისონში ის ბენეფიციარები არიან, რომლებიც მეუფე სპირიდონმა ქუჩიდან აიყვანა და შეიფარა. ისინი _ მიუსაფარნი, მშიერმწყურვალნი _ ქუჩაში ატარებდნენ დღე და ღამეს. ჩნდება კითხვა _ ლიბერალურმა არასამთავრობოებმა ახლა მოინდომეს მათზე ზრუნვა? აქამდე სად იყვნენ? ეს ერთი და მეორე _ ლომჯარიას როდის აუჩუყდა გული ადამიანებზე, როდიდან დარდობს მათ ბედზე? ბიძინა ივანიშვილმა რა პრინციპით შეარჩია ქართველთმოძულე ლომჯარია სახალხო დამცველად? ეს ბოროტი ძალები ახლა იმიტომ აქტიურობენ, რომ ნიადაგს იმზადებენ 5 ივლისს დაგეგმილი გეიაღლუმისთვის. ვაფრთხილებ როგორც ეკლესიას, ასევე მთავრობას: საქართველოს სოდომ-გომორას ნუ დაამსგავსებთ; ვინც თითს დაგიქნევთ, მისი გოშიები ნუ იქნებით!

_ თავის დროზე, როცა ლომჯარიას წარმომადგენლებს უარი უთხრეს პანსიონში შეშვებაზე, მეუფე სპირიდონმა განაცხადა, რომ მათი შეშვება არც ერთ ოჯახში არ შეიძლებათქვენ, როგორც სასულიერო პირი, რა საფრთხეებს ხედავთ მსგავს დაწესებულებებშილიბერალი სოცმუშაკებისთავისუფლად შესვლაში?

_ ეს უწმინდური არათუ პანსიონში, არათუ ოჯახში, საერთოდ ჩვენი წინაპრების სისხლით გაპოხიერებულ მიწაზე არ უნდა დადიოდეს. ქართველი ბავშვი იაკობ გოგებაშვილისაი ია”-თი იზრდებოდა. ლომჯარიებისა და მათ ზურგს უკან მდგომიიუნისეფისინსტრუქციებით კი ახალგაზრდებს ლიბერალური სიბინძურეებით უნდა ჰქონდეთ თავი გამოტენილი. ეს ის ორგანიზაციაა, რომლის სამოქმედო პროგრამაში პირდაპირ ჩადებულია მამათმავლობის პროპაგანდა, ახალგაზრდობის გარყვნა, სკოლებში .. სქესობრივი განათლების შემოღება და .. ახლა გეკითხებით: ამ იდეოლოგიის ადამიანებს უნდა მიესვლებოდეთ ბავშვებთან?! შეიძლება, ასეთი ავადმყოფები შეუშვა უდედმამო, დაუცველ ბავშვებთან და მათი მომავალი ანდო?! სახალხო დამცველის ოფისს დღეს შეიძლება დაერქვას სატანისტთა ბუნაგი, რადგან იქ იგეგმება ყველაფერი ანტისახელმწიფოებრივი. ეს ორგანიზაცია ამჟამინდელი შემადგენლობით დასახურია. ბატონო ბიძინა, მადლობა, ერთი მონსტრი, სააკაშვილის სახით, რომ მოგვაშორეთ, ახლა გთხოვთ, ეს ქალიც მოგვაშოროთ!

_ გაეროს ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ გმობენ ომბუდსმენის აპარატისთვის მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის ფაქტებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამგვარი განცხადებების კვალდაკვალ მმართველი გუნდი კიდევ უფრო შეუვალი გახდება და აქტიურად დაუპირისპირდება ეკლესიას?

_ ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ჩვენი შინაური მტრები, ამ შემთხვევაში ლომჯარიას მეთაურობით, გაეროს უშუალო დავალებას ასრულებენ. ადამიანი კარგად რომ დაფიქრდეს, შეიძლება ჭკუიდან შეიშალოს, ვინაიდან წარმოუდგენელია იმის ახსნა, როგორ უნდა გაიმეტო სამშობლო ასე… გაეროს წარმომადგენლებსა და სხვა დასავლელებს თუ ასე შესტკივათ გული საქართველოზე, კრიმინალ სააკაშვილს მიხედონ _ მიუთითონ, უკრაინიდან კი ნუ იმუქრება, დავბრუნდებიო, ჩამოვიდეს და პასუხი აგოს კანონის წინაშე! აი, მაშინ დავიჯერებ დასავლელების კეთილ სურვილებს, მაგრამ მათი პოლიტიკა არის ორმაგი სტანდარტი: ვაშინგტონში კაპიტოლიუმზე იერიშის მიტანისთვის ასეულობით პირი დააპატიმრეს, აქ კი პარლამენტზე შტურმის მიმტანი მელია პოლიტპატიმრად შერაცხესრაც შეეხება ისევ ლგბტ პროპაგანდასა და მის მხარდამჭერ ძალებს, ფაქტია, რომ ამერიკა და მთლიანად დასავლეთი დაუფარავად გამოხატავენ მათ თანადგომას. ეს ტელეეთერშიც კი განაცხადა ამერიკის ელჩმა. მან თქვა, რომ იმედია, საქართველო მზად არის, უზრუნველყოს ლგბტ პირთაგამოხატვისთავისუფლებაო და ამით ხელისუფლებას, პრაქტიკულად, თითი დაუქნია. მათი მიზანია, მოიყვანონ ხელისუფლება, რომელიც ყველანაირ უფლებას მისცემს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს. სწორედ ეს მზაკვრული გეგმაა ჩადებული .. ანტიდისკრიმინაციულ კანონში და კიდევ ძალიან ბევრ მზაკვრულ დოკუმენტში, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთმა მიაღებინაისე, სიმართლე გითხრათ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან მეტ პატრიოტიზმს მოველოდი ამ პროცესებში… მაგრამ მას, როგორც ჩანს, არც ეს პატრიოტიზმი აქვს და არც პრინციპულობა… ამ ქვეყნიდან ვერავინ ვერაფერს წავიღებთ, გარდა ჩვენი კეთილი და ბოროტი საქმეებისა. მთავარია, რა ღვაწლით წარვდგებით წინაშე უფლისა საშინელ სამსჯავროზე.

_ ეკლესიის პოზიციაზე რას ფიქრობთ, შესაბამისად პასუხობს ის იმ პროპაგანდას, რომელმაც უკვე, დიდი ხანია, ომი გამოუცხადა?

_ აი, სწორედ ახლა მივადექით მტკივნეულ საკითხს. ერთგვარი აქსიომაა, რომ ეკლესია ერის წარმმართველი ძალაა… მოგეხსენებათ, დავითისა და თამარის მეფობა ოქროს ხანადაა შესული საქართველოს ისტორიაში. იმხანად სახელმწიფო და ეკლესია ურთიერთშერწყმული ძალა იყო… მახსენდება 1990-იანი წლები, როცა საქართველოში ეროვნული მოძრაობა გააქტიურდა. იმხანად ამ მოძრაობაში მეც ვიყავი ჩართული. ჩვენი მიზანი იყო, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა ყოფილიყო და მართლაც, უფალმა მოგვმადლა ღვთისნიერი პრეზიდენტი, თუმცა შემდეგ ისევ გარედან მართული შინაური მტრების მეშვეობით ყოველივე სავალალოდ დასრულდა. აი, იქიდან მოყოლებული დღემდე ღმრთისგან დასჯილები ვართ. ერთ ნაბიჯს თუ წინ გადავდგამთ, ორი ნაბიჯით უკან ვიხევთ. იმიტომ გავიხსენე ეს ყოველივე, რომ აქედან მოყოლებული უნდა აღინიშნოს ეკლესიის დამოკიდებულება მოვლენების მიმართ. ეკლესია არ იდგა თავის დონეზე და იცით, რატომ? იმიტომ, რომ შიგნით არ არის ერთიანობა… შეტევა, რომელიც საპატრიარქოზე მიმდინარეობს, თვით მათი ბრალია, რამეთუ ეკლესიის წიაღშივე არის საკმაოდ დიდი სპექტრი სააკაშვილის თანამზრახველებისა, რომლებიც ოცნებობენ ამ ჯალათის დაბრუნებაზემე ვთხოვდი ეკლესიას, დროულად აგველაგმა ბოროტ ძალთა ზრახვები, მაგრამ ამაოდ. მათ მხარი არ დამიჭირეს და მარტო აღმოვჩნდი პირწავარდნილი სოროსისა და მისი დაქირავებული ლეკვების წინააღმდეგ. სხვათა შორის, თავის დროზე გავაფრთხილე კიდეც საპატრიარქო, რომ მალე მათაც მიადგებოდნენ და მართლაც, დღეს სამწუხარო რეალობის პირისპირ ვართ…

_ დასასრულ, საზოგადოებაზეც გკითხავთ. ხშირად გვესმის შეფასებები, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ნიჰილიზმშია და არავის ენდობა, რომ მოსახლეობას ყველაფერზე ხელი აქვს ჩაქნეული და .. თქვენი აზრით, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში გარედან თავს მოხვეული იდეოლოგიური დიქტატურა დასრულდეს?

_ საზოგადოება მართლაც ნიჰილიზმშია და ეს, მოგვწონს თუ არა, რეალობაა, ამიტომ, პირველ რიგში, როგორც ღვთისმსახურს, საქართველოს მოქალაქესა და ერთ-ერთ ამომრჩეველს, მინდა, ჩემი ხმა მივაწვდინო როგორც მთავრობას, ასევე ეკლესიის მესვეურთ. ქართველი ყოველთვის თავისი მეობით გამოირჩეოდა ყველა ერისგან, თავი არავისთვის დაუხრია. დღეს კი, სამწუხაროდ, სხვის კოლონიად ვიქეცით. დასავლეთისა და ოკეანისგაღმელთა მითითებების გარეშე თითი ვერ გაგვინძრვია, რაც ძალიან აღიზიანებს ერს და ბუნებრივიცაა. ვთვლი, რომ ჩვენი მთავარი იდეოლოგიური ორიენტირი დღეს, ევროატლანტიკური კურსი კი არა, ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ ფასეულობებზე დაფუძნებული, სისხლხორცეული, ნამდვილი ქართული სახელმწიფოებრიობის ინტერესებს მორგებული ეროვნული პოლიტიკა უნდა იყოს. ანუ, ორიენტირებულნი უნდა ვიყოთ საკუთარ ძალებზე, რეალური დამოუკიდებლობის მიღწევაზე და რწმენაში გაძლიერებაზე, რომლებითაც მოვედით დღემდე, და არა რაღაც გარედან ნაკარნახევ მკვდრადშობილ იდეოლოგიაზე. კი, ბატონო, სავაჭრო, კულტურული ურთიერთობები მისაღებია და სასურველი, მაგრამ მოდი შევთანხმდეთ _ ჩვენი ერის მენტალიტეტს, იდენტობას, რწმენას, მორალს, ზნეობას დროებით სავარძლებს, თანამდებობებს ნუ გადავაყოლებთ! რაც შეეხება ეკლესიას, სასწრაფოდ უნდა მოიწვიონ რუის-ურბნისის მსგავსი კრება. ღმერთის მოთმინება დიდია, მაგრამ არა უსაზღვრო. უნდა განიწმიდოს ეკლესია უღირსთაგან, რადგან სწორედ ეკლესიის, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიდის უკომპრომისო ბრძოლა. აი, ეს არის გამოსავალი. მწამს, ღმერთი არ გაგვწირავს… ბოლოს მინდა, დიდი ილიას სიტყვებით მოგმართოთ, მამულიშვილნო, ქრისტიანენო: სიცოცხლის ფასადაც დავიცვათმამული, ენა, სარწმუნოება”. დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება და ცნობიერება, რომლის გარეშე, უბრალოდ, არ გვექნება მომავალი!

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here