Home რუბრიკები საზოგადოება მამა ბასილი (მკალავიშვილი): ამ ქვეყნიდან ვერარას წავიღებთ, გარდა ჩვენი კეთილი და ბოროტი...

მამა ბასილი (მკალავიშვილი): ამ ქვეყნიდან ვერარას წავიღებთ, გარდა ჩვენი კეთილი და ბოროტი საქმეებისა

მამა ბასილი (მკალავიშვილი)

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ უმოკლეს ვადაში დამტკიცებული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინაფაიზერი”, რომელსაც საქართველო, როგორც ამ დღეებში პრემიერმა განაცხადა, უახლოეს პერიოდში მიიღებს, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში კვლავ აქტიური განხილვის საგანია. ეჭვებსა და აზრთა სხვადასხვაობას, რომლებიც საბოლოოდ დიდ უნდობლობას განაპირობებს, ძირითადად, ორი საკითხი იწვევს: პირველი _ არის თუ არა ახალი ანტივირუსული საშუალება უსაფრთხო (ეს ჯერ არავინ არ იცის) და მეორე _ იქნება თუ არა ვაქცინაცია რეალურად ნებაყოფლობითი (ესეც საკითხავია), თუმცა ერთი რამ, რაც უკვე გარკვეულია და დანამდვილებით ვიცით (თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებისგანაც და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგანაც), არის ის, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებში ვაქცინაციას კოლოსალური თანხით დააფინანსებს, მათ შორის საქართველოშიც. რატომ არიან დაინტერესებულნი გავლენიანი დასავლური ინსტიტუციები საქართველოში ვაქცინის შემოტანით და იქნება თუ არა ვაქცინაცია ნებაყოფლობითი _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი მამა ბასილი (მკალავიშვილი).

_ მამაო, ამ დღეებში პრემიერმა მედიით გვაუწყა, რომ საქართველო უახლოეს პერიოდში მიიღებს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ახალ ვაქცინას, რომლის შემოტანის აქტიური მხარდამჭერი ევროკავშირიცაა. პრემიერს თუ დავუჯერებთ, მათი მიზანია, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტი აიცრას. თქვენ, როგორც სასულიერო პირი, რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

_ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ! ჩვენთან არს ღმერთი! სანამ კითხვაზე გიპასუხებთ, მინდა, ვამცნო საზოგადოებას, რამ გამოიწვია ეს საშინელი ვირუსი. ბიბლიაში შავით თეთრზე წერია: საშინელი სენი მაშინ მოეწეოდათ, როცა კაცობრიობას ურწმუნოება იპყრობდა და სიბილწის მორევისკენ მიექანებოდა (წარღვნა, სოდომგომორი…) ამის შესახებ ინტერვიუებში ვაფრთხილებდი ყველას, ვამხელდი ყოველგვარ უკეთურობას და ვამცნობდი იმ უბედურებების შესახებ, რომლებიც დღეს ვიწვნიეთ. ღმერთის სასჯელმა არ დააყოვნა. ეს ჩვენ დავიმსახურეთ იმ ქვეყნებისგან, რომელთაც თვალებში შევციცინებთ, შველას მათში ვხედავთ და ღმერთი გვავიწყდება, სწორედ ამერიკა და ევროპა მოგვიწოდებს, დავიცვათ მამათმავალთა და მათ მიმდევართა ინტერესები.

ახლა დავუბრუნდეთ კითხვას. როგორც ვიცით, ხელისუფლება, მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ შემოდის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია (თუ მიღმა არაფერი არ იმალება). ცნობილია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მედიკამენტების შექმნას, გამოცდას და ა.შ. წლები სჭირდება. ნებისმიერ წამალს, რომელსაც აფთიაქებში ვიძენთ, ანოტაცია მოჰყვება, რომელშიც აღნიშნულია წამლის თანამდევი მოვლენები. შემოთავაზებული ვაქცინის შესახებ კი არავინ არაფერი არ იცის. ასე ექსპრეს-მეთოდით როგორ შექმნეს, როგორ გამოსცადეს? რა თქმა უნდა, საზოგადოებას გაუჩნდება ეჭვი: რამე ეშმაკისეული ხსნარი არ შეიყვანონ ადამიანების ორგანიზმში. მართალია, აცხადებენ, რომ აცრა ნებაყოფლობითია, მაგრამ დადის ხმები, რომ, ვინც არ აიცრება, სერიოზული პრობლემები შეექმნება, მათ შორის, დაითხოვენ სამსახურიდან, აეკრძალებათ სავაჭრო ოპერაციები, ვერ იმოგზაურებენ… აიძულებენ, აიცრან. თუ ეს ასე მოხდა და თუ ის ხელისუფალი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა იმედით შეჰყურებს, მსგავს რაიმეს ჩაიდენს, მაშინ ეს საქციელი საკუთარი ხალხის გენოციდის ტოლფასი იქნება; და ჩავთვლით, რომ საქართველოს წინაპართა სისხლით ნაწერი ისტორია უცხოა მათთვის. საერთოდ, ეს მეტად მტკივნეული ფენომენია, რადგან თითოეული ჩვენგანი წარვდგებით საშინელი სამსჯავროს წინაშე, სადაც განცხადდება, ვის რაი ექმნას ამ ცოდვილ დედამიწაზე და მიეზღვებათ საქმეთთა მათთაებრ”.

მე გარკვვეულწილად რწმენით შევყურებ მმართველი გუნდის წარმომადგენელთ და ვურჩევ მათ, როგორც შვილებს: შინაური, ჩასაფრებული მტრების წისქვილზე ნუ დაასხამთ წყალს… ასევე ვურჩევ და ვთხოვ მათ: ნუ დავდგებით ოკეანისგაღმელთა იმედით, ჩვენი ერის ზნეობას, ღვთიურ მადლს, არსობას, ღვთისმშობლის წილხდომილობას დროებითი სავარძლებისა და ფუფუნების საპირწონედ ნუ დავდებთ. ამ ქვეყნიდან ვერარას წავიღებთ, გარდა ჩვენი კეთილი და ბოროტი საქმეებისა.

_ ვაქცინაციისთვის 40 მილიონ დოლარს გამოყოფს ევროკავშირი და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. როგორ ფიქრობთ, რა ინტერესი შეიძლება მათ ჰქონდეთ?

_ ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება მიზანს. გჯერათ, რომ ჩვენ, ერთი ციცქნა ქართველი ქრისტიანი ერი, ვებრალებით და დახმარების ხელს გვიწვდიან?! საქართველოს დავალებები აქვს მოცემული, რომლებიც ანტიდისკრიმინაციული კანონის სახით მოგვახვიეს თავს და ვალდებულად გვთვლიან, შევასრულოთ მათი მითითებები. შეგახსენებთ აშშ-ის მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის, ამჟამად კი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სიტყვებს: მე არ მაინტერესებს თქვენი კულტურა. კულტურა აქვს იმ ერს, რომელიც იცავს ლგბტ საზოგადოების ინტერესებს”. ჩემი აზრით, ამ ფრაზაში ყველაფერია ნათქვამი, ამიტომ დიდი დაფიქრება გვმართებს ვაქცინაზე. როგორც სასულიერო პირი, გამოვხატავ პოზიციას: შევიკავოთ თავი! ვფიქრობ, მოკლე ხანში გაირკვევა ყოველივე, ვინ არის დაინტერესებული ამ ვაქცინის გაყიდვაგასაღებით.

_ მამაო, თუ მაღალი იერარქები მხარს დაუჭერენ ვაქცინაციას, ეს დამაბნეველი და ზიანის მომტანი ხომ არ იქნება საზოგადოებისთვის? მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე დაიწყო აღნიშნული ვაქცინით აცრა

_ რა თქმა უნდა, დამაბნეველი იქნება და ახლაც ურთიერთგამომრიცხავი აზრი მკვიდრდება მოსახლეობაში. ხალხიც საკმაოდ ინფორმირებულია. თვალყურს ვადევნებ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. მართალაც დაიწყო სხვადასხვა ქვეყანაში ვაქცინაცია, მაგრამ, მაგალითად, საბერძნეთში ვაქცინაციის შედეგად რამდენიმე პიროვნებას კრუნჩხვები დაემართა, რამდენიმე ორსულს მუცელი მოეშალა. უარყოფითი შედეგები აშკარაა. თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია არჩევანის მიმართ. ჩვენ შეგვიძლია, ვურჩიოთ, მათ კი უფლება აქვთ, არჩევანი გააკეთონ, მაგრამ სასურველია, თითოეულმა ეს ყველაფერი გააანალიზოს…

_ მამაო, რას ურჩევთ საზოგადოებას, თუ ხალხზე ზეწოლა მოხდა, რათა გაიკეთონ ვაქცინა, როგორ უნდა დაუპირისპირდეს ამას საზოგადოება?

_ სიმართლე გითხრათ, ვერ წარმოვიდგენ, პრემიერ გახარიას სიტყვების უკან იყოს ისეთი რამ, რაც ავნებს მის ერს. ღმერთი ამას არ დაუშვებს. საზოგადოებას ვურჩევ გააცნობიეროს, რომ ჭირი თუ ლხინი ღმერთისგან მოდის და, აქედან გამომდინარე, მხოლოდ ლოცვა-ვედრება გვიშველის. მადლობა უფალს, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველომ შინაურ მტრებთან ჭიდილის ფონზე მეტნაკლებად თავი გაართვა საშინელ ეპიდემიას. სამწუხაროა, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის საბერძნეთშიც, ეკლესიები დაიკეტა და ხალხს ლოცვის საშუალებას არ აძლევენ. კვლავ მადლობა უფალს, საქართველოში ეს პრობლემა არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ანტიქრისტიანული, ბნელი ძალები ყველაფერს აკეთებენ ჩვენში უფლის მიმართ სიყვარულის ჩასაკლავად.

_ დასასრულ, როგორ შეაფასებთ სინოდის სხდომას, რომელიც გასულ კვირას ჩატარდა?

_ ამ საერთო გასაჭირთან ერთად მეტად სერიოზული და აღმატებული ტკივილი გვაწუხებს. ჩვენი ტკივილია დავითგარეჯა, ჩვენი ტკივილია ქართველთმოძულე სააკაშვილის მიერ გასხვისებული საქართველო, ჩვენი ტკივილია ერის დანაწევრება, მტრობა, შუღლი, გაუთავებელი უთანხმოება, ჩვენი ტკივილია ეკლესიის წიაღში შექმნილი ქაოსი. მე ძალიან უკმაყოფილო ვარ ამჟამად ჩატარებული სინოდის კრებითიქ იმდენი გადაუჭრელი პრობლემაა, ისეთი უწესრიგობაა, ვერ გაუგიათ, ვინ რას აკეთებს მტრის გულის გასახარად. ყველა თავის ნებაზეა მიშვებული. ილია II ძალიან მოხუცია და ყველას ვერ აკონტროლებს, რის გამოც განსაკითხავი ხდებიან. ხშირად გვესმის სარწმუნოების დაუძინებელი მტრების, სააკაშვილის ტელევიზია “მთავარი არხის” წარმომადგენელთაგან ბილწი, უხამსი მიმართვა როგორც ეპისკოპოსების, ასევე მღვდლების მიმართ, სხვა ტელეარხებიდანაც. სარგებლობენ არეულობით და სახელს უტეხავენ ეკლესიას, ამიტომაც იმდეგაცრუებულნი და უნებისყოფონი გადადიან სხვადასხვა სექტაში. ეკლესიაში მოკალათებულნი არიან ჯალათი სააკაშვილის მომხრე მაღალი იერარქიის წარმომადგენლები, რომლებიც მის ჩამოსვლას ელოდებიან, რათა მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება, როგორიც მოხდა 1991-92 წლებში, როცა საპატრიარქოს მთავარეპისკოპოსებმა მხარი დაუჭირეს პუტჩისტებს და პირველი პრეზიდენტი განდევნეს სამშობლოდან, რის შემდეგაც წყვდიადში მივემართებით. მოვითხოვთ საქართველოს პროკურატურისგან გამოძიების დასრულებას _ ვინ მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება, ვინ მოკლა საქართველოს ღვთივკურთხეული პრეზიდენტი, ვინ დახვრიტა აკადემიკოსი გურამ შარაძე, როგორ შეიჭრნენ შტურმით პარლამენტში 2003 წელს; გამოიძიონ, აგრეთვე, 2006 წელს ე.წ. ციხის ბუნტის დროს გიგა ბოკერიას მიერ ჩაცხრილული პატიმრების საქმე.

დღეს პანდემიასთან გამკლავება უფრო ადვილია, ვიდრე მათთან, ვინც ბოქლომებით დარბოდა და პარლამენტში შეჭრას ლამობდა ძალისმიერი მეთოდებით. ამ საზიზღრობის ავტორები დღეს ჩასაფრებულნი არიან, კვლავ იგესლებიან და მხოლოდ იმით არიან დაინტერესებულნი, ზიზღი, უნდობლობა ჩანერგონ ხალხში ხელისუფლების მიმართ. ჩნდება კითხვა _ რა უნდა ნახოს მომავალმა თაობამ, რომელიც ამ ბოროტების ფონზე ყალიბდება? ამიტომ ამ მუხანათობას თუ არ მოუღო ბოლო ხელისუფლებამ, ისინი ისე არიან გათავხედებულები, ხვალ უარესს ჩაიდენენ. ამ მოღალატეებს ბევრი რამ ეპატიათ, დროა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, მათთვის თუ არის, სხვამ რა დააშავა, მით უმეტეს ფაქტები წინ უდევთ. ახლა მთავრობას ისეთი ერთობა, სიმტკიცე, გაჭირვებულთა მიმართ თანადგომა, დახმარება და ყურადღება მართებს, როგორც არასდროს. რადგან ქვეყნიერებაზე ყოველივეს უფალი მართავს, მისი შემწეობით ყოველივეს დაძლევთ. მე ერთადერთი მღვდელ ვიყავი, რომელიც მრევლთან ერთად ვებრძოდი მსოფლიო სატანიზმს _ სოროსის დაჯგუფებას, მის წიწილებს _ შავ-ბნელი საქმეების მკეთებლებს, გიგა ბოკერიას მეთაურობით. მაშინ დუმდა ბერი, დუმდა ერი. ეძინათ, ვერ ხვდებოდნენ, რა ხდებოდა ჩვენ თავს, როგორ ვკარგავდით ყოველივეს ღვთითბოძებულს, ბუნებრივ რეურსებს, სტრატეგიულ ობიექტებს, ტერიტორიებს, წარსულს, აწმყოს და საფრთხეს უქმნიდნენ მომავალს. ათეული წლების წინათ ვქადაგებდი, მაგრამ ყველაფერი რჩებოდა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. მართალი სიტყვისთვის 5 წლით გამომკეტეს გისოსებს მიღმა. ჩვენს ბედკრულ ქვეყანას ბევრი ქარცეცხლი გამოუვლია. დღესაც არის სამშობლოს მოყვარულთა, ჭეშმარიტ მორწმუნეთა პატარა არმია ერსა თუ ბერში. დედა-ღვთისმშობლის მეოხებით ვერავინ ვერ დაგვამარცხებს. ღმერთი დაიცავს მათ, ვინც დღედაღამ მას შეჰღაღადებს.

ღმერთმა დაგლოცოთ!

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here