Home რუბრიკები საზოგადოება მამა ათანასე (ხაბეიშვილი): თუკი რამ ცუდი და მიუღებელი არსებობს ქართველი კაცისთვის, თამამად...

მამა ათანასე (ხაბეიშვილი): თუკი რამ ცუდი და მიუღებელი არსებობს ქართველი კაცისთვის, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერმა რესპუბლიკურ პარტიაში მოიყარა თავი

მამა ათანასე (ხაბეიშვილი)

რესპუბლიკურმა პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის მეორე ხუთეულში მეორე ნომრად .. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი, ლესბოსელი ნინო ბოლქვაძე წარადგინა.

ლიბერალურიმედია აღფრთოვანებით იუწყება, რომ პარტიის გადაწყვეტილება საქართველოს არჩევნების ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა, რაც თურმე ქართული მშენებარე დემოკრატიისთვის კიდევ ერთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. გავრცელებული ცნობით, ლესბოსელი ბოლქვაძე პროფესიით იურისტია და წლებია, წარმატებით საქმიანობს, თუმცა რეალურად მისიმოღვაწეობასხვადასხვა სექსუალური გადახრის (პათოლოგიის) ნორმად გამოცხადების პროპაგანდას და ამ გადახრების მქონე პირთა წახალისებას ემსახურება. როგორც ჩანს, რესპუბლიკურმა პარტიამ, რომლის რეიტინგიც 2-3 პროცენტზე მაღალი არ ყოფილა და, ალბათ, არასდროს იქნება, მომავალ არჩევნებზე თავისი შანსი ადეკვატურად შეაფასა. ამ უპერსპექტივო პოლიტიკურმა სუბიექტმა გათვლა გააკეთა არა ამომრჩევლის, არამედ ისევ დასავლელი მამამარჩენლების გულის მოგებაზე და ამ გზით მსუყე ფინანსური დივიდენდების, გრანტის მოპოვებაზე. რა პოლიტიკური გამოწვევაა ქართველი საზოგადოებისთვის რესპუბლიკელების გადაწყვეტილება, რა პროცესების დასაწყისია ეს ნაბიჯი და რა შეიძლება მოჰყვეს მას, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება წმინდა თეოდორე ტირონის ეკლესიის წინამძღვარი მამა ათანასე (ხაბეიშვილი).

_ მამაო, რესპუბლიკურმა პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ერთერთ კანდიდატად ლესბოსელი ქალი, ვინმე ნინო ბოლქვაძე წარადგინა. თქვენი აზრით, რა პოლიტიკური გათვლაა ამ გადაწყვეტილებაში ჩადებული?

_ რესპუბლიკურმა პარტიამ თავის დროზე საზოგადოებას თავი გააცნო, როგორც ღვთისმებრძოლმა და ტრადიციების შეურაცხმყოფელმა ორგანიზაციამ. მეტიც _ თუკი რამე ცუდი და მიუღებელი არსებობს ქართველი კაცისთვის, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერმა რესპუბლიკურ პარტიაში მოიყარა თავი; სწორედ ამიტომ საზოგადოების თვალში ის ყოველთვის იყო და დარჩება ოდიოზურ პარტიად, რომლის წევრებიც დასცინიან და ჩირქს ცხებენ ყველაფერ ეროვნულს. ახლა კონკრეტულ სახეებზე: ალბათ, გახსოვთ, ერეკლე დეისაძის წიგნის პრეზენტაციაზე როგორი მომღიმარი, გახარებული უკრავდა ტაშს დავით ზურაბიშვილი. და რას უკრავდა, ყველამ ვიცით _ იმ ტექსტებს, რომლებშიც ავტორი საკუთარ დედას შეურაცხყოფს. აგრეთვე, ყველამ ვნახეთ ახალი პიროვნება, რომელიც გამოჩნდა რესპუბლიკელთა რიგებში, ყოფილი ბერი, რომელიც ამბობს, ქრისტიანობამ თავისი დრო მოჭამაო. ცხადია, შემთხვევით არ არის, რომ ასეთი ავადმყოფი ადამიანი რესპუბლიკელებს შეეკედლა და მათაც მიიღეს. რესპუბლიკური პარტიის ყველაზე დიდი დანაშაული არის ის, რომ ავადმყოფ ადამიანებს იღებენ და იყენებენ ეკლესიის დისკრედიტაციისთვის. ნებისმიერ ადამიანსა და პარტიას, რესპუბლიკური იქნება თუ სხვა, რომელიც ზნეობის, ჭეშმარიტების წინააღმდეგ ამხედრდება, გაუჭირდება არსებობა. ეს უფლისგან ასეა, რადგან თავად უფალი ბრძანებს, ლოდი, რომელიც შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქნა თავკიდეთა. ქრისტე არის ლოდი თავკიდული და, ვისაც იგი დაეცემა, გასრესს, ხოლო ვინც დაეცემა ამ ლოდზე, შეიმუსრება. საერთოდ, ეკლესიასთან დაპირისპირება ყოველთვის ფატალური შედეგით სრულდება. გადახედონ ისტორიას და გააკეთონ დასკვნები: თავიდანვე განწირულები არიან დასაღუპავად…

_ ნუთუ რესპუბლიკელთა რიგებში არ არის თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც ხვდება ამ ყველაფერს?

_ რა თქმა უნდა, ადამიანი ამ ყოველივეს ხვდება, მაგრამ რესპუბლიკელები ამხედრებულნი არიან სიყვარულისა და სიკეთის წინააღმდეგ. მეტსაც გეტყვით: პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ბრძანებს, რომ წარმართებმა, რომლებმაც იცოდნენ ღმერთი, განუდგნენ ღმერთს და იტყოდეს თავთა თვისთა ბრძენ. ბრძენებს უწოდებდნენ თავიანთ თავებს, _ გამოსულელდნენო. ამიტომ მისცა ისინი ღმერთმა ვნებასა მას გინებისასა, ანუ იმ აზრებს, რომლებიც მათ ჰქონდათ, მისცა რეალიზაციის საშუალება. ეს იყო სწორედ ლგბტ-ზაცია იმდროინდელი, პირველი საუკუნის რომისა და, მერე რაც მოხდა, საყოველთაოდ ცნობილია: ადამიანები მამათა თანა სარცხვინელსა იქმოდესო, ანუ მამაკაცი მამაკაცთან სასირცხვილო საქმეს აკეთებდა. დედებმაც დაუტევეს წესი დედათაო, ერთმანეთთან თანაცხოვრობდნენ ბილწი გულისთქმით. მე იმის თქმა მინდა, რომ ეს ლგბტ-ზაცია პირველ საუკუნეშიც იყო და არ არის სიახლე. უბრალოდ, რაც დღეს ხდება, დაბრუნებაა იმ ავადსახსენებელ წარსულში. რაც შეეხება კონკრეტული პიროვნების წარდგენას კანდიდატად, ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს ვერ პატრონობს, როგორ შეიძლება, საპატრონოდ ჩავაბაროთ ქვეყანა?! _ ეს ხომ ძალიან მარტივია. და, როდესაც პირუტყვს, ვთქვათ, მაიმუნს, მისცემენ ყუმბარას, მან ხომ შეიძლება მრავალი ადამიანი დააზარალოს. ცხადია, ყუმბარაც და ნებისმიერი სხვა იარაღი უნდა მისცე მას, ვისაც შეუძლია გონივრულად გამოიყენოს, ხოლო ცხოველს თავისი ადგილი უნდა მიუჩინო. ავადმყოფი და სულიერად დეგრადირებული ადამიანები მმართველობის სადავეებთან არ უნდა მივუშვათ, ასეთ ადამიანებს, უწინარესად, უნდა ვუმკურნალოთ…

_ თუმცა ისინი თავიანთ თავს სამკურნალოდ არ მიიჩნევენ.

_ ვინც არ მიიჩნევს, ასეთი ადამიანები უნდა გადააყენო თანამდებობებიდან, რათა კიდევ უფრო დიდი ბოროტება არ დათესონ…

_ რესპუბლიკური პარტიის თავკაცებმა, ცხადია, კარგად იციან, რომ კანდიდატებად ლგბტაქტივისტების წარდგენით თავიანთ ისედაც მცირე პოლიტიკურ შანსებს საბოლოოდ ასამარებენ. ამის მიუხედავად, ეს პარტია აღებულ კურსს არ ცვლის. როგორ ფიქრობთ, მათთვის ეს ყველაფერი რა თვალსაზრისით შეიძლება იყოს მომგებიანი?

_ რესპუბლიკელები ასეთები არიან და სხვანაირები ვერ გახდებიან. რეპუბლიკელებს სურთ თავიანთი ცნობიერების პროპაგანდა და ე.წ. დასავლური ფასეულობების რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის თავს მოხვევა. ეს ერთი და მეორეც _ მათ უკან ვინც დგას და ვის მიერაც იმართებიან, მისი უპირველესი დაკვეთაა ეკლესიის დისკრედიტაცია. ამ გზით ისინი გრანტებს იღებენ და დიდძალ ფულს შოულობენ, ესაა მათი საარსებო წყარო…

_ ხშირად საუბრობენ ეკლესიისა და სახელმწოფოს გამიჯვნაზე, სამღვდელოება არ უნდა ერეოდეს მიმდინარე საზოგადოებრივპოლიტიკურ პროცესებშიო. რას უპასუხებთ თქვენ კონკრეტულად იმ ძალებს, რომლებიც ამ მოთხოვნით გამოდიან?

_ ეკლესია ქრისტეს მისტიკური სხეულია, რომლის წევრიც შეიძლება იყოს როგორც სასულიერო პირი, ასევე _ საერო. ეკლსია და სახელმწიფო გამიჯნულია იმ თვალსაზრისით, რომ სასულიერო პირები პოლიტიკურ თანამდებობებს არ იკავებენ და არც პარტიული ნიშნით გამოირჩევიან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეკლესიის წევრმა ამა თუ იმ საკითხზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სულიერ თუ ზნეობრივ ინტერესებთან არის დაკავშირებული, თვალსაზრისი არ გამოხატოს. ეკლესიას პატივი უნდა ვცეთ, რადგან ჩვენი ქვეყნის კულტურული ფასეულობები დაფუძნებულია სწორედ მასზე და ამ ფასეულობებმა მოგვიყვანა დღემდე. საერთოდ, მას, ვინც ეკლესიას ებრძვის და ცდილობს, მართალი სიტყვა ჩაახშოს, მიზნის მიღწევა ძალიან გაუჭირდება, ვინაიდან ქვები იღაღადებენ…

_ გაშმაგებულმა ნეოლიბერალურმა პროპაგანდამ, რომელიც დღეს მიმდინარეობს საქართველოში, შესაძლებელია, თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში, საზოგადოება მიიყვანოს იქამდე, რომ არჩევნებში კანდიდატად წარდგენილ ლგბტაქტივისტს გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდეს?

_ უწინარესად, თვით ადამიანებმა უნდა გამოხატონ თავიანთი მოსაზრება და ყველამ უნდა თქვას, რომ ასეთი რამ მიუღებელია. ეს არ შეიძლება დავუშვათ, რადგან, კიდევ ვიმეორებ: ავადმყოფის ადგილი არ არის ქვეყნის სათავეში, მით უმეტეს _ კანონმდებლად. თუ ჩვენ მას ხელისუფლების სათავეში დავსვამთ, გაავრცელებს თავის ავადმყოფობას და ამით სახელმწიფო ძალიან დაზარალდება. საერთოდ, ავადმყოფ ადამიანს გამოყოფილი უნდა ჰქონდეს თავისი ოთახი, სადაც უმკურნალებენ, და ლესბოსელობაც, ისევე, როგორც სხვა სახის სექსუალური გადახრა, არის ავადმყოფობა. რაც შეეხება პროპაგანდას, რომელიც თქვენ ახსენეთ, როდესაც ვიღაც იცავს ლგბტ-თა უფლებებს და ამბობს, რომ ეს ნორმალურია, თვითონ შეიძლება მსგავსი გადახრები არ ჰქონდეს, მაგრამ მათზე არანაკლებ საზიანო საქმეს აკეთებს. მაგალითად, იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ, ვინც იცავს ცოდვას, ცოდვილზე უარესია. ვფიქრობ, რომ სოდომიის მხარდამჭერები სოდომური ცოდვით შეპყრობილებზე მძიმე ცოდვას ჩადიან. ცხადია, არ შეიძლება ამ გადახრის მქონე პიროვნების შეყვანა არც საკრებულოში და არც სხვა სტრუქტურაში, არ შეიძლება მათთვის მართვაგამგეობის ჩაბარება. მათ აქვთ პრობლემა ცნობიერებაში და ასეთი ადამიანები ბუნების წინააღმდეგ მიდიან. ახლა მავანმა შეიძლება არასწორად გამიგოს და იფიქროს, რომ თითქოს ვიღაცის გარიყვის მომხრე ვარ. არა, უბრალოდ, ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი. ავადმყოფობას ავადმყოფობა უნდა ერქვას, ცოდვას _ ცოდვა და ისე არ უნდა ხდებოდეს, რომ ადამიანთა ვიწრო ჯგუფმა, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე ან გარკვეული გარე ძალის დაკვეთით, თავს მოგვახვიოს ამორალური, არაჯანსაღი იდეოლოგია, რომელიც ყველაფერს თავდაყირა აყენებს.

კიდევ ვიმეორებ: ეკლესია არის კლდე და უფალი ბრძანებს: “ამას კლდესა ზედა აღვაშენო მე ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას”. ჯოჯოხეთის ბჭენი ეკლესიას ვერასოდეს შთანთქავს, რა ძალით და რომელი პარტიის სახითაც უნდა გამოვლინდეს; ასე რომ, ნებისმიერი ბრძოლა, ნებისმიერი ძალისხმევა ეკლესიის წინააღმდეგ დასაწყისშივე განწირულია, ამიტომ მოვუწოდებ ყველა ადამიანს, რომლებიც ეკლესიას ებრძვიან, გამოფხიზლდნენ. გიყვარდეთ ღმერთი და გიყვარდეთ ადამიანი. სწორედ ამ მცნებას უნდა ვცეთ ყველამ პატივი…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here