Home სხვადასხვა დაიჯესტი მამამ და შვილმა გააუპატიურეს ქალი და კალიფორნიის უდაბნოში დატოვეს

მამამ და შვილმა გააუპატიურეს ქალი და კალიფორნიის უდაბნოში დატოვეს

363
მამამ და შვილმა გააუპატიურეს ქალი და კალიფორნიის უდაბნოში დატოვეს

კალიფორნიაში 54 წლის მამაკაცმა და მისმა 22 წლის ქალიშვილმა მოიტაცეს და გააუპატიურეს ქალი, რომელიც შემდეგ უდაბნოში დატოვეს სასიკვდილოდ, _ იუწყება Fox News.

გამოცემის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, წებოვანი ლენტით გაკოჭილი ქალი სამხედროებმა უდაბნოში სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზასთან ახლოს იპოვეს.

დანაშაული ჩადენილი იქნა 30 ოქტომბერს. პისტოლეტით შეიარაღებულმა მამა-შვილმა ქალი მისი სახლიდან (ლასვეგასიდან) გაიტაცეს კალიფორნიაში, სადაც 1 კვირის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული, შემდეგ კი უდაბნოში დატოვეს. ორივე დამნაშავეს წარუდგინეს 7 ბრალდება: მოტაცება, გაუპატიურება, ძარცვა, თავდასხმა მკვლელობის მიზნით და 3 ბანკომატის გატეხვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here