Home სხვადასხვა დაიჯესტი მამათმავალი მანიაკი საყვარლებს ერთმანეთის მიყოლებით ხოცავდა

მამათმავალი მანიაკი საყვარლებს ერთმანეთის მიყოლებით ხოცავდა

2792
ბრუს მაკარტური

ხოცავდა, მათ სხეულებს ნაწილნაწილ აქნიდა და ასე დანაწევრებულებს საყვავილე ქოთნებში მალავდა.

ბრუს მაკარტურს, ლანდშაფტის დიზაინერს, უკვე წაუყენეს 44 წლის სალიმ ესენისა და 49 წლის იუნდრიუ კინსმენის მკვლელობის ბრალდება, რომლებიც შარშან უგზოუკვლოდ გაქრნენ.

ონტარიოს პროვინციის პოლიცია ვარაუდობს, რომ დაკავებულმა სიცოცხლეს გამოასალმა 58 წლის მაჯიდ ქეიჰანი, 50 წლის სოროუშ მაჰმუდი და 47 წლის დინ ლისოვიკი, რომელთა კვალი 2012-2017 წლებში გაქრა.

პოლიციელები კარგა ხნის განმავლობაში უთვალთვალებდნენ მაკარტურს. შენიშნეს, რომ მის ბინაში მე-19 სართულზე შევიდა ახალგაზრდა კაცი. არ დააყოვნეს და შეიჭრნენ და დააპატიმრეს მანიაკი, მისი მსხვერპლი საწოლზე მიბმული იპოვეს.

სამართალდამცველებმა გამოიკვლიეს მიწის ნაკვეთი, რომელზეც მაკარტურის სახლი დგას, და იპოვეს მიწაში ჩაფლული სამი მამაკაცის გვამების ნაწილები. დაღუპულთა ვინაობას დნმ-ის ექსპერტიზის საშუალებით დაადგენენ. გამომძიებლებს გადაწყვეტილი აქვთ იმ მიწის ნაკვეთების გამოკვლევაც, რომლებსაც დიზაინერის კლიენტები ფლობენ.

მკვლელის მეზობლები მაკარტურს ახასიათებენ, როგორც ხალისიან და კეთილ ადამიანს. “ფეისბუკში” თავის გვერდზე ეს პედერასტი აქვეყნებდა თავისი ვაჟისა და ქალიშვილის, შვილიშვილების, კატებისა და ტროპიკული ფრინველების ფოტოსურათებს და წყნარი და ოჯახის მოყვარული კაცის იმიჯის შექმნას ცდილობდა.

1980-იან წლებში მაკარტურმა ცოლთან ერთად სახლი იყიდა ოტავაში. 1997 წელს იძულებული შეიქნა, დაეგირავებინა თავისი უძრავი ქონება, ორი წლის შემდეგ კი გამოაცხადა, რომ გაკოტრდა. 1999 წელს ურთიერთობა დაამყარა ტორონტოს ლგბტ თემთან. დაუახლოვდა ვინმე სკანდარაჯ ნავარატნამს. 2008 წლამდე ხვდებოდა ამ კაცს, რომელიც 2010 წელს უგზო-უკვლოდ გაქრა.

2001 წელს, ჰელოუნის დღესასწაულზე, მაკარტური თავს დაესხა უცნობ მამაკაცს. თავდამსხმელი გაასამართლეს და ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ აუკრძალა მას სექსუალური ლტოლვის გამაძლიერებელი პრეპარატების მიღება და მეძავ-მამაკაცებთან ურთიერთობა გეი-ვილეჯის რაიონში, სადაც სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლები, ანუ პედერასტები იკრიბებიან.

ბოლო პერიოდში მაკარტური აქვეყნებდა ფოტოსურათებს, რომლებზეც სამხრეთი აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ჩასულ მამაკაცებთან ერთად პოზირებდა.

მას ჰქონდა საკუთარი აკაუნტი Recon-ის ნაცნობობის საიტზე, რომელსაც იყენებენ ფეტიშისტები და სოდომაზოხისტები. იგი აცხადებდა, რომ სურს, ურთიერთობა დაამყაროს “ნებისმიერი ასაკის თვინიერ მამაკაცებთან”.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here