Home რუბრიკები პოლიტიკა მალე რესპუბლიკური პარტიის რომელიმე წევრი იმასაც იტყვის: ქართველები უმცირესობაში ვართ და ქვეყანას...

მალე რესპუბლიკური პარტიის რომელიმე წევრი იმასაც იტყვის: ქართველები უმცირესობაში ვართ და ქვეყანას საქართველო არ უნდა ერქვასო

თამარ კორძაია

რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო კლიპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად პატრიარქის დისკრედიტაციის ღია მცდელობაა და მილიონობით მართლმადიდებლის რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი, სიძულვილის ენაზე აგებული ესშედევრიუფასოდ, იმავე მართლმადიდებლების გადასახადების ხარჯზე, ტირაჟირდება.

ამას წინათ რესპუბლიკურმა პარტიამ, არასამთავრობო ორგანიზაცია “ლიბერალურ ხაზთან” ერთად, შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის მხარდაჭერით კონფერენცია გამართა, რომლის ორგანიზატორებმა მონაწილეებს ორი დოკუმენტი წარუდგინეს: “ორდონიანი თვითმმართველობა _ მმართველობის დეცენტრალიზაციისთვის” და “სამოქალაქო კონტრაქტი პარტნიორობის შესახებ”. პირველი დოკუმენტი ორდონიანი თვითმმართველობის შექმნას გულისხმობს, ხოლო მეორე _ ლგბტ პირებისთვის სამოქალაქო კონტრაქტის შექმნას. კერძოდ, როგორც რესპუბლიკურ პარტიაში განმარტავენ, იმისთვის, რომ ლგბტ წყვილების პირადი და ქონებრივი უფლებები უზრუნველყოფილი იყოს, უნდა მოხდეს მათთვის სამართლებრივი გარანტიების მიცემა და საჭიროა, სახელმწიფომ დაარეგულიროს მათ შორის წარმოშობილი ურთიერთობები, ანუ, გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, უნდა მოხდეს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება.

ვფიქრობთ, რომ ხელისუფლება უნდა იყოს ადეკვატური და სამართლებრივად უნდა აღიაროს იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც დღეს არ არიან აღიარებულნი. ლგბტ ადამიანები, ფაქტობრივად, თანაცხოვრობენ და ეს ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოექცეს. ეს არის თანამედროვე, ლიბერალური, დემოკრატიული სახელმწიფოების სტანდარტი”, _ განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ.

ანუ, რესპუბლიკური პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ იმ ადამიანთა ჯგუფს, რომლის ერთერთი წარმომადგენელი, ლესბოსელი ნინო ბოლქვაძე საარჩევნო სიაში ჰყავთ, უფრო მეტი უფლებები უნდა მიეცეს, ანუ ლგბტ პირებს ოჯახების შექმნის უფლება უნდა დაუკანონდეთ, ხოლო ის, რომ მართლმადიდებლურად, ეკლესიურად, ოჯახი მხოლოდ ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრებაა, უნდა დავივიწყოთ.

უფრო შორს წავიდა პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე. მან ამერიკის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტი ქართულ ეკლესიაში დაუკავშირა არსებულ რუსულ გავლენებს.

“ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტის შემდეგ, რომელმაც მკაფიო და მკაცრი გზავნილები გაუგზავნა რუსეთს, საპატრიარქომ სტუმრად მიიღო რუსეთის დუმის დეპუტატი არტიომ კავინოვი. ეს ძალიან კარგად გამოიყენა ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობის დასაბალანსებლად, რათა რუსეთისგან არ წამოსულიყო აგრესია იმის თაობაზე, რომ მკაფიო გზავნილები იყო შეერთებული შტატების მხრიდან. ძალიან ხშირად საპატრიარქოს რიტორიკა ემთხვევა რუსულ რიტორიკას და ეს გავლენები ასევე გამოწვეულია იმით, რომ ხელისუფლება და საპატრიარქო შეზრდილნი არიან და პოლიტიკური მიზნებისთვის კარგად იყენებენ ერთმანეთს”, _ განაცხადა სამნიძემ.

რესპუბლიკური პარტია იმასაც აპროტესტებს, რომ თურმე რუსეთში ლგბტ-თა დევნა მიმდინარეობს, მათი აქტივობები კანონით აიკრძალა, ახლა ისინი შეზღუდულები არიან და მიწისქვეშეთში გადავიდნენ.

საინტერესოა, როგორ იქცევიან მეზობელ ქვეყნებში. ეს ინფორმაცია ბრიტანული საინფორმაციო საშუალება PinkNews-დან ვთარგმნეთ:

პოლიციამ აზერბაიჯანში ასზე მეტი გეი და ტრანსგენდერი დააპატიმრა, ცემა და აწამა. პოლიციის განმარტებით, რეიდებს ჰომოსექსუალების დევნასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ისინი პროსტიტუციის წინააღმდეგ იყო მიმართული. მაგრამ სხვა აზერბაიჯანული წყაროები იუწყებიან, რომ პოლიციის მოქმედებები მორალური ფასეულობების დაცვაზე იყო მიმართული. აზერბაიჯანელი პოლიტიკოსის, აიაზ ეფენდიევის, განცხადებით, ჰომოსექსუალების დაცვით დასავლური წრეები აზერბაიჯანის ტრადიციულ ფასეულობებს ებრძვიან.

დასავლური წრეები ამ ამორალობისა და სახიფათო დაავადებების გამავრცელებელი, ღვთისგან დაწყევლილი ადამიანების დაცვით ცდილობენ, ჩვენი ეროვნული ტრადიციები ადამიანის უფლებების სახელით გაანადგურონ”, _ განაცხადა მან.

რა გამოდის? _ ლგბტ პირები არც ჩვენს მეზობლად უნდათ, არც რუსეთში და არც სხვაგან. შესაბამისად, რატომ ვუჯერებთ მხოლოდ ევროპისა და ამერიკის ყიჟინას, გინდათ თუ არა, ჰომოსექსუალიზმი დააკანონეთო, გაუგებარია. იქნებ იმიტომ, რომ ამ აღიარებისა და ლიბერალიზმის სანაცვლოდ, საერთაშორისო ორგანიზაქციები მსუყე გრანტებს რიცხავენ? იქნებ იმიტომ, რომ მენტალიტეტის ცვლილების დიდი ექსპერიმენტის მონაწილეები ვართ?

სხვათა შორის, გასულ კვირას ისიც ითქვა, ცალკე ხელისუფლება და ცალკე “ქართული ოცნება” საერთაშორისო ასპარეზზე ლობისტურ კომპანიებს სოლიდურ თანხებს ურიცხავენ და ბოლო ოთხ წელიწადში ამ თანხებმა 11 მილიონზე მეტი შეადგინაო. უფრო კონკრეტულად კი, თანხები საქართველოს ხელისუფლების პიარისთვის ევროპასა და ამერიკაში წავიდა. მაშინ საინტერესოა, რატომ თვლიან რესპუბლიკელები, რომ ხელისუფლება ანგარიშვალდებული რუსეთის წინაშეა და სწორედ რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს?! რა გამოდის? _ ხელისუფლება ერთი ხელით ცდილობს, ევროპასა და ამერიკას უფრო დაუახლოვდეს და ამისთვის სოლიდურ თანხებს არ იშურებს; მეორე ხელით კი ცდილობს, რუსეთი არ გააღიზიანოს და მის ინტერესებს ითვალისწინებს? ცოტა არ იყოს, აბსურდული სიტუაცია იქმნება, თუმცა…

წინა ხელისუფლების პირობებში საერთაშორისო ლობისტურ ორგანიზაციებზე, ოფიციალურად და არაოფიციალურად ნახევარ მილიარდამდე ლარი იყო გადარიცხული. შედეგად მივიღეთ ის, რომ წინა ხელისუფლებას ევროპა და ამერიკა ყველაფერსუპრავებდადა ნაციონალების ლუკმა მაშინ ისეთი მსუყე იყო, რომ ევროპელები და ამერიკელები ახლაც არ არიან წინააღმდეგი, ნაციონალებს რაღაცებიგაუპრავონ”. ევროპელები და ამერიკელები არც იმის წინააღმდეგნი იქნებიან, რომ ხელისუფლებაში რესპუბლიკელები მოვიდნენ თავიანთი ლიბერალური იდეებით და ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინება დააკანონონ, მაგრამ რესპუბლიკელების ერთპროცენტიანი რეიტინგი ვერც ფულმა ასწია და ვერც იმან, რომ რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ოთხი წლის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე გახლდათ. ქართველმა ერმა არ დაუშვა, რომ ქალისა და ქალის ან კაცისა და კაცის ოჯახები ოფიციალურად შექმნილიყო და რამდენიც უნდა გვეძახონ ფაშისტები, იმედი გვაქვს, ეს ბოლომდე ასე იქნება.

სხვათა შორის, ოფიციალური კვლევების თანახმად, თუ დემოგრაფიული მდგომარეობა არ შეიცვლება, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა მილიონით ნაკლები იქნება, რადგან მოკვდავობა შობადობას აჭარბებს. საინტერესოა, რომ შობადობის მატება, ძირითადად, ეთნიკურ უმცირესობებზე მოდის, ანუ 2050 წლისთვის საქართველოში ქართველები უმცირესობაში ვიქნებით. არ ვამბობთ, რომ ჩვენი ქვეყნიდან ვინმე უნდა გავყაროთ, მაგრამ ხელისუფლების პიარკამპანიაში დახარჯული 11 მილიონი (უფრო მეტიც) სახელმწიფოს იქნებ ჩვენი გენოფონდის გასაძლიერებლად გამოეყენებინა, თორემ მალე რესპუბლიკური პარტიის რომელიმე ლიდერი იმასაც იტყვის: ქართველები უმცირესობა ვართ და ქვეყანას საქართველო არ უნდა ერქვასო. ვიღაცას გაეცინება, მაგრამ იმ ვიღაცას მაშინაც ეცინებოდა, როცა ვწერდით, ლგბტ თემის წარმომადგენლებს ხელისუფლებისკენ ექაჩებიან და სურთ, სახელმწიფო ლესბოსელებმა და გეებმა მართონო. ჰოდა, ვინც იცინოდა, რესპუბლიკელების საარჩევნო სიას და მათ მოთხოვნებს ჩახედოს, თანაც ჩვენს სამეზობლოში, ყველა ხელისუფლება დაუფარავად ებრძვის ამ ადამიანებს, ჩვენ კი ამის უფლებაც მოგვისპეს.

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

  1. არც ერთი ხმა პედოფილიისა და ტრაკგენდერების გამავრცელებლებს. სირცხვილი ფულზე გაყიდულ ნაძირალა არაქალებს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here