Home სხვადასხვა დაიჯესტი მაკრონი ტრამპის წინააღმდეგ

მაკრონი ტრამპის წინააღმდეგ

1510
მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს არ მოსწონს აშშის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იდეა _ ნატოს ქვეყნების თავდაცვით ბიუჯეტში მშპ 2 პროცენტიდან 4 პროცენტამდე გაზრდა.

“ციფრებს რომ ვუყურებთ, ვხედავთ, რომ მიღებული გვაქვს მკაფიო ვალდებულება. ჩვენ არ შეგვიძლია შენატანი ხელის ერთი მოსმით გავზარდოთ 2 პროცენტიდან 4 პროცენტამდე. არც კი ვიცი, კარგია თუ არა ეს ღონისძიება და შეეფერება თუ არა ჩვენს კოლექტიურ უშიშროებას”, _ განაცხადა მან ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ჟურნალისტებს შეახსენა, რომ ნატოს სამიტზე მიღებულია ერთობლივი კომუნიკე. “გუშინ გამოქვეყნდა კომუნიკე, ძალიან დეტალური, რომელშიც მითითებულია ყველა დამსწრე ქვეყნის ვალდებულებები. და ეს კომუნიკე ზუსტად ადასტურებს ვალდებულებებს _ მშპ-ს 2 პროცენტიდან 4 პროცენტამდე გაზრდას 2024 წლისთვის”, _ აღნიშნა მაკრონმა.

“დღეს ჩვენ ვრჩებით იმ პოზიციებზე, რომლებიც მივიღეთ და რომელთა რეალიზება აუცილებელია”, _ დაამატა საფრანგეთის ლიდერმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here