Home ახალი ამბები მსოფლიო მაკრონი იმედოვნებს, რომ “ნორმანდიული ოთხეული” უახლოეს პერიოდში შეიკრიბება

მაკრონი იმედოვნებს, რომ “ნორმანდიული ოთხეული” უახლოეს პერიოდში შეიკრიბება

631
მაკრონი იმედოვნებს, რომ “ნორმანდიული ოთხეული” უახლოეს პერიოდში შეიკრიბება

ეს განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან მოლაპარაკებისას. საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების შეხვედრა 17 ოქტომბერს გაიმართა.

მასმედია იუწყება, რომ უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა მათი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. მინსკის შეთანხმებების რეალიზაციის საქმეში ორივე მხარეს პროგრესის იმედი აქვს.

ამის შემდეგ, 19 ოქტომბერს უკვე მერკელი ესაუბრა პუტინს ტელეფონით “ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრის გამართვაზე უახლოეს მომავალში.

რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრის გამართვას აზრი აქვს იმ შემთხვევაში, თუკი ის კონკრეტული შეთანხმებების მიღწევით დასრულდება, მაგრამ მანამდე უკვე არსებული შეთანხმებების შესრულება უნდა დაიწყოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here