Home სხვადასხვა დაიჯესტი მაკედონიის ყოფილ შს მინისტრს დაჯავშნილი “მერსედესის” შეძენის გამო 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მაკედონიის ყოფილ შს მინისტრს დაჯავშნილი “მერსედესის” შეძენის გამო 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

925
გორდანა იანკულოვსკა

მაკედონიის სასამართლომ ქვეყნის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გორდანა იანკულოვსკამერსედესისმარკის ავტომობილის შეძენისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საუბარია 2012 წელს 600 ათას ევროდ პრემიერმინისტრის ადმინისტრაციისთვის Mercedes S600 Guard-ის ტიპის დაჯავშნილი ავტომობილის შეძენაზე. სასამართლოს აზრით, შსს-მ ავტომობილი ისეთი ტენდერის გზით შეიძინა, რომლის პირობებიც მხოლოდ ერთი მიმწოდებლისთვის იყო ხელსაყრელი.

აღსანიშნავია, რომ გორდანა იანკულოვსკას წინააღმდეგ სისხლის სამართლის კიდევ ორი საქმეა აღძრული, რომლებიც არჩევნების დროს არსებულ დარღვევებს, მიყურადების მოწყობილობების უკანონო განადგურებასა და 5000-მდე აბონენტის უკანონო მიყურადებას ეხება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here