საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა მაკედონიასთან შეთანხმება ამ ქვეყნის სახელის შეცვლის თაობაზე. მაკედონიას ამიერიდან ჩრდილოეთ მაკედონია დაერქმევა. პარლამენტის გადაწყვეტილებას 153-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 146 დეპუტატი წინააღმდეგი იყო. ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტმა ამ გადაწყვეტილებას 11 იანვარს უყარა კენჭი.
საბერძნეთის პარლამენტის მიერ ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების რატიფიცირების შემდეგ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამ ბალკანური ქვეყნის ალიანსში გაწევრებას ელოდება. ნატოში მიიჩნევენ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში შესვლა 2020 წლის გაზაფხულზე მოხდება.