Home სხვადასხვა დაიჯესტი მადურომ დაასახელა მიზანი, რომელსაც ემსახურება აშშ-ის “ჰუმანიტარული დახმარება”

მადურომ დაასახელა მიზანი, რომელსაც ემსახურება აშშ-ის “ჰუმანიტარული დახმარება”

570
მადურომ დაასახელა მიზანი, რომელსაც ემსახურება აშშ-ის “ჰუმანიტარული დახმარება”

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ კარკასში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. საუბარი შეეხო ამერიკელების მიერ ვენესუელისთვისჰუმანიტარული დახმარებისმიწოდებას.

“აშშ-ის სცენარია, დახატონ კარიკატურა ჩვენი ქვეყნისა, რომელსაც სჭირდება დახმარება და რომლის გადარჩენასაც დიდსულოვნად აპირებს აშშ. თუ ასეა, მაშინ რატომღა ახრჩობენ ჩვენს ეკონომიკას სანქციებით? ისინი ჩვენ არაფერს არ გვჩუქნიან, ისინი გვძარცვავენ. აშშ ერთხელ უკვე დაეხმარა ერაყს. ერაყელები ახლა უკეთესად ცხოვრობენ? ლიბია, ავღანეთი? რამდენი საჩუქარი აჩუქეს მათ?”_ დასვა კითხვები ვენესუელის ლიდერმა და ყველას შეახსენა, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ დაბლოკა ვენესუელის ანგარიშები 10 მლრდ დოლარის ოდენობით, ახლა კი სურს, ამ ქვეყანას 20 მლნ-ით “დაეხმაროს”.

მადურომ განაცხადა, რომ “ვენესუელის” შეიარაღებული ძალები მომზადებულია იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში საკადრისი პასუხი გასცეს აგრესორს.

ერთ დღე-ღამეზე ნაკლებ დროში 2-მა მილიონმა ვენესუელელმა მოაწერა ხელი “მშვიდობის წერილს”, რომელსაც ჩვენ თეთრ სახლს გავუგზავნით”, _ განაცხადა მადურომ.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here