Home ახალი ამბები საქართველო მადლობა საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ მამუკა ბახტაძეს!

მადლობა საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ მამუკა ბახტაძეს!

346
მამუკა ბახტაძე

2019 წლის 9 მაისს გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დროს სამამულო ომის მონაწილეებს გამარჯვების დღე საქართველოს პრემიერმინისტრმა მიულოცა და აღუთქვა, რომ დაეხმარებოდა მათ საყოველთაო დაზღვევის სრული პაკეტის აღდგენაში (პოლიკლინიკებში); ასევე, მატერიალური მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესების მიზნით პენსიის მომატების საქმეში.

ენა ვერ აღწერს იმ ზღვა სიხარულს, რაც განიცადეს ვეტერანებმა. მათ სჯერათ, რომ ბატონი მამუკა დაპირებას აუცილებლად შეასრულებს და გულწრფელ პატივისცემას გამოხატავენ  პრემიერმინისტრის  მიმართ მეტად მნიშვნელოვანი დახმარებისთვის.

უღრმესი პატივისცემით,

სამამულო ომის მონაწილეთა სახელით

შოთა ბუაძე,

იოსებ ტუხაშვილი,

გიორგი ნონიკაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here