ლუქსემბურგის მთავრობამ კანონში კანაფის შესახებ შესატან ცვლილებებზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი შინ მოყვანა და გამოყენება ლეგალური იქნება.
ერთ ოჯახში მოზრდილ ადამიანებს პირადი მოხმარებისთვის ოთხი ძირი კანაფის მოყვანის უფლება ექნებათ, გარდა ამისა, დაშვებული იქნება კანაფის თესლის მაღაზიებში რეალიზაცია, მათ საზღვარგარეთიდან შემოტანასთან ერთად. შესაძლებელი იქნება კანაფის თესლის შიდა წარმოება კომერციული მიზნებისთვის.
მოხმარება და კულტივაცია დასაშვები იქნება მხოლოდ საცხოვრებელში. სამ გრამამდე კანაფის ტრანსპორტირება ან მოხმარება აღარ განიხილება სისხლის სამართლის დანაშაულად და კლასიფიცირებული იქნება, როგორც სამართალდარღვევა.
ipn.ge