Home ახალი ამბები მსოფლიო ლუქსემბურგის “პირველი ჯენტლმენი” ნატოს ქვეყნების ლიდერთა ცოლებთან ერთად პოზირებდა

ლუქსემბურგის “პირველი ჯენტლმენი” ნატოს ქვეყნების ლიდერთა ცოლებთან ერთად პოზირებდა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მეთაურთა ცოლები

ბრიუსელში 25 მაისს გამართულ ნატოს სამიტზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მეთაურთა ცოლებმა, ტრადიციისამებრ, ერთობლივი ფოტოები გადაიღეს. მათ შორის თეთრი ყვავივით იყო ლუქსემბურგის გეიპრემიერის, ქსავიე ბეტილის, ქმარი (თუ ცოლი? _ ..), ლუქსემბურგისპირველი ჯენტლმენიგოტიე დესტენეც. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის მეუღლე კი არსად ჩანდა.

ფოტოები გადაღებულია ბრიუსელის ერთ-ერთ რაიონ ლაკენში, ბელგიის სამეფო ოჯახის სასახლეში.

ლუქსემბურგის პრემიერმინისტრი ბეტილი და დესტენე 2015 წელს დაქორწინდნენ, მას შემდეგ, რაც ლუქსემბურგის ხელისუფლებამ დააკანონა ერთი და იმავე სქესის მქონე პირებს შორის ქორწინება და მათ მიერ ბავშვის შვილად აყვანა.

ნიკა კორინთელი

ფოტოზე: პირველ რიგში (მარცხნიდან მარჯვნივ): საფრანგეთის პრეზიდენტის ცოლი ბრიჯიტ მაკრონი; თურქეთის პრეზიდენტის ცოლი ემინე ერდოღანი; აშშ-ის პრეზიდენტის ცოლი მელანია ტრამპი; ბელგიის დედოფალი მატილდა; ნატოს გენერალური მდივნის ცოლი ინგრიდ შულერუდი; ბულგარეთის პრეზიდენტის ცოლი დესისლავა რადევა; ბელგიის პრემიერმინისტრის მეგობარი ქალი ამელი დერბოდრანგიენი; მეორე რიგში (მარცხნიდან): ლუქსემბურგის პრემიერმინისტრის მეუღლე გოტიე დესტენე, სლოვენიის პრემიერმინისტრის მეგობარი ქალი მოიკა სტროპნიკი და ისლანდიის პრემიერმინისტრის ცოლი ტორა მარგრეტ ბალდვინსდოტირი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here