Home ახალი ამბები საქართველო ლუკა კურტანიძე: თუ ირაკლი კობახიძეს მოვთხოვეთ პასუხი, ვინ მიგდია მელია, უგულავა, ოქრუაშვილი...

ლუკა კურტანიძე: თუ ირაკლი კობახიძეს მოვთხოვეთ პასუხი, ვინ მიგდია მელია, უგულავა, ოქრუაშვილი და ვირთხა “კა-გე-ბე-შნიკი” ვაშაძე?!

1335
ლუკა კურტანიძე

ინტერნეტსივრცეში და, საერთოდ, ისმის კითხვა: გადადგეს თუ არა შსს ისტორიაში ერთერთი უძლიერესი მინისტრი გიორგი გახარია?

სიტყვა, რომელიც თქვა, უნდა შეასრულოს: ყველა, ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებზე აწია ხელი და მოუწოდა დამხობისკენ, უმკაცრესად დაისჯება! თუ ჩვენ პარლამენტის თავჯდომარეს (ირაკლი კობახიძე), ასევე “ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და ერთ-ერთ ლიდერ დეპუტატს მოვთხოვეთ პასუხი ხალხის წინაშე და არ ვაპატიეთ შეცდომა, ვინ მიგდია ინტრიგანი სისხლისმსმელი წურბელები: მელია, უგულავა, ოქრუაშვილი, ვირთხა “კა-გე-ბე-შნიკი” ვაშაძე, რომლებიც ღიად მოუწოდებდნენ აღელვებულ ხალხს სახელმწიფო გადატრიალებისკენ, სახელმწიფო ინსტიტუტის შტურმით აღებისკენ? ასევე უნდა აგონ მთელი სიმკაცრით პასუხი იმაზე, რომ მოღალატეობრივი მოწოდებებით პოლიციელებს სცემეს, დაამცირეს და დაასისხლიანეს! აი ამას თუ არ შეასრულებენ, მაშინ მართლაც უარესის ღირსი ვყოფილვართ”.

P.S. პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ გამოიტანა ბრალდების დადგენილება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის. მან საკანონმდებლო ორგანოს უკვე აცნობა პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მისაღებად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here