ბელარუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გავრცელებულ ხმებს, იმის შესახებ რომ ბელარუსია ქვეყნის საგარეო კურსს ცვლის უარყოფს და აცხადებს, რომ ეს მხოლოდ ჭორებია და ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს.
“ყურადღებას ნუ მიაქცევთ ჭორებს, იმის შესახებ რომ თითქოს ჩვენ შემოვუტრიალდით დასავლეთს ან კიდე სხვა ვინმეს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ დასავლეთში ჩვენ არავის არ ვჭირდებით…! ვიცი, როგორც “ვუყვარვდი” დასავლეთში, მას მერე არც არაფერი შეცვლილა “. – განაცხადა ლუკაშენკომ მინსკში, ნიჟნი ნოვგოროგის გუბერნატორთან ვალერიემ შანცევიმთან შეხვედრისას.
პრეზიდენტის თქმით, ბელარუსია ევროპის შუაგულია და იძულებულია ქვეყნის უსაფრთხოების, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და სტაბილურობის შესანარჩუნებლად მრავალწახნაგიანი პოლიტიკა გაატაროს, მათ შორის რუსეთთან მიმართებაშიც.
ლუკაშენკომ ისიც დასძინა, რომ ბელარუსიას “არ შეუძლია ბრძოლა არც რუსეთთან და არც დასავლეთთან და არც უკრაინასთან. დღეისათვის ბელორუსიას არანაირი პრობლემა არ აქვს რუსეთთან“. – განაცხადა პრეზიდენტმა.
2016 წლის თებერვალში ევროკავშირმა მოუხსნა ბელორუსიას სანქციები, რომელიც ბელარუს ჩინოვნიკებზე ჰქონდათ გაცემული 2006 წლიდან, მათ შორის ლუკაშენკოზეც. სანქციები ითვალისწინებდა შეეზღუდათ მათი გადაადგილება ევროკავშირის ქვეყნებში და გაეყინათ ჩინოვნიკთა ანგარიშები.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა ბრიტანეთს “ბრექსიტისთვის” 100 მილიარდი ევროს გადახდა მოსთხოვა. “დიდი ბრიტანეთი არ გადაიხდის 100 მილიარდ ევროს ევროკავშირთან „განქორწინებისთვის“!”. – ამის შესახებ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხთა მინისტრმა დევიდ დევისმა განაცხადა.
დიდი ბრიტანეთი გადაიხდის იმას, რაც იურიდიულადაა გათვალისწინებული, და არა იმას, რაც ევროკავშირს თავად სურს, განაცხადა დევისმა.
ყოველივე ამან უნდა დაგვაფიქროს იმაზე თუ როგორ ფუნქციონირებს ევროკავშირის სისტემა, მას აქვს საკუთარი ხედვა და ის ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის ხედვას არ იზიარებს ის მინიმუმ ფინანსურ კოლაფსში ექცევა. თქვენ თავად განსაჯეთ.
ბელარუსიისთვის სანქციების დაწესების შესახებ ისტორიას ამ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ:
http://www.newsru.com/world/24mar2006/europe.html