Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი ლონდონში გაიხსნა სპორტდარბაზი ძილისთვის

ლონდონში გაიხსნა სპორტდარბაზი ძილისთვის

869
სპორტდარბაზი ძილისთვის

ლონდონის ერთერთ პოპულარულ ფიტნესკლუბში უცნაურვარჯიშსატარებენ: 45 წუთის განმავლობაში იძინებენ.

კურსს ეწოდება Napercise და მათ, ვინც ამ კლუბს ეწვევა, გირებისა და ველოტრენაჟორების ნაცვლად სთავაზობენ ერთადგილიან საწოლს, ბალიშს, საბანსა და თვალების ნიღაბს.

სეანსი იწყება და მთავრდება კუნთების მოსადუნებელი ვარჯიშით, რომლის შემდეგაც ადამიანები იძინებენ საამისოდ იდეალურ ჰაერის ტემპერატურაზე.

ვარჯიშის მიზანია, “გამოაცოცხლოს გონება, გააუმჯობესოს განწყობა და რამდენიმე ზედმეტი კალორიაც დაწვას”. გამოცემა Mashable ეჭვს გამოთქვამს, რომ “45-წუთიანი ძილი და 15-წუთიანი სავარჯიშოები საკმარის კალორიებს დაწვავს იმისათვის, რომ ეს შესამჩნევი იყოს”.

მაგრამ, თუკი ფიტნესკლუბის ჩანაფიქრი გაამართლებს, მსგავს რამეს მთელი ბრიტანეთი გააკეთებს. ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ 45-წუთიანი ძილი ნამდვილად სასარგებლოა ორგანიზმისთვის _ ნაწილობრივ ის ახდენს ტვინის აქტივობის სტიმულირებას და ეხმარება სტრესის უკეთ გადატანაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here