Home რუბრიკები პოლიტიკა ლომჯარიას “ლიბერალური” ისტერიკა _ “ოჯახის უფროსობა” დისკრიმინაციაა

ლომჯარიას “ლიბერალური” ისტერიკა _ “ოჯახის უფროსობა” დისკრიმინაციაა

3984
ზვიად ტომარაძე

საქართველოს სახალხო დამცველად წოდებული სახალხო ალქაჯი და სოროსის გრანტის მთავარი მოტრფიალე ნინო ლომჯარია, რომელმაც მცირე ხნის წინათ პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენების ფარგლებში დეპუტატების თავზე წისქვილის ქვა დაატრიალა, ამჯერად ჩვეულილიბერალურირიტორიკით მიადგა ივანიშვილის მარიონეტულ მთავრობას და უშუალოდ მთავრობის მეთაურ მამუკა ბახტაძეს. ომბუდსმენმა პრემიერს ზოგადი წინადადებით მიმართა და მთავრობის სახელით გამოცემულ საკანონმდებლო აქტებში გამოყენებული ტერმინის _ “ოჯახის უფროსის” _ სხვა უფრო ნეიტრალური ფორმით ჩანაცვლება მოსთხოვა.

“საკანონმდებლო დონეზე ასახული ტერმინი კი შინაარსშივე ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს და ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს ერთი რომელიმე პირის დომინირებას. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს, საკანონმდებლო აქტების მიზნებისთვის აქცენტი ტერმინ “ოჯახის უფროსის” შინაარსობრივ მხარეზე გაკეთდეს, რომელშიც, როგორც წესი, ოჯახის შემადგენლობაში მყოფი საკონტაქტო პირი იგულისხმება, რომელიც ოჯახის წევრების შესახებ ყველაზე მეტად არის ინფორმირებული”, _ აღნიშნულია ლომჯარიას განცხადებაში. მისივე განმარტებით, საკანონმდებლო აქტებში დისკრიმინაციის შემცველი ტერმინების გამოყენება საზოგადოებაში ქალის როლის მიმართ არსებულ ნეგატიურ ფონს კიდევ უფრო აძლიერებს (ეს კი თურმე უხეშად არღვევს დემოკრატიის დასავლურ პრინციპებს, რომლებიც ხელისუფლების მიერ გაცხადებულ პოლიტიკასა და პრიორიტეტებს არ შეესაბამება).

ცნობისთვის: ნინო ლომჯარიამ პრემიერს ზემოაღნიშნული წინადადებით უცხოეთიდან დაფინანსებული სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველოს” ქალთა ორგანიზაციის განცხადების საფუძველზე მიმართა. როგორც ჩანს, ომბუდსმენის “ლიბერალური” წიოკი ამ კონკრეტულ საკითხზე უკვე საქართველოს მასშტაბებს გასცდა და პრემიერი მალე პოლიტიკურ “პოუშამ”-ს დასავლეთიდანაც მიიღებს (თუ, რა თქმა უნდა, ლომჯარიას დარიგება ყურად არ იღო)…

რა მიზანს ემსახურება სახალხო დამცველის წინადადება და კიდევ რა მოწოდებებსა თუ რეკომენდაციებს უნდა ველოდოთ მისგან მომავალში? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრებასაქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21” –ის ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე:

_ დავიწყოთ იმით, რომ ნინო ლომჯარია არ არის და არც შეიძლება იწოდებოდეს საქართველოს სახალხო დამცველად. რატომ? _ იმიტომ, რომ ის თავისი საქმით _ ანგარიშებითა და განცხადებებით _ მხოლოდ უმცირესობის (ჰომოსექსუალების, ტრანსგენდერების, სექტების) უფლებებს იცავს. სახალხო დამცველის ინსტიტუტი სწორედ ყველას უფლებების დაცვას გულისხმობს.

ახლა რაც შეეხება ლომჯარიას კონკრეტულ განცხადებას. ჯერ ერთი, ცინიზმია ის, რომ ქვეყანაში, სადაც ამდენი უსამართლობაა და უამრავი ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გათელილი, უმთავრესი პრობლემა თურმე მთავრობის საკანონმდებლო აქტებში ტერმინის _ “ოჯახის უფროსის” გამოყენება ყოფილა. ვეკითხები ქალბატონ ლომჯარიას: გამადიდებელი შუშით რომ ეძებთ ყველგან და ყველაფერში შარის მიზეზს, რათა განგაში ატეხოთ და როგორც ხელისუფლება, ისე საზოგადოება, დაასმინოთ თქვენს დასავლელ მარჩენალებთან, ერთხელ მაინც გიფიქრიათ უსამართლობით გულგატეხილ მოქალაქეებზე? ერთხელ მაინც გაგიმახვილებიათ ყურადღება იმ ადამიანების პრობლემებზე, რომლებსაც წინა ხელისუფლებამ ყველაფერი წაართვა და გააუბედურა? ვის უშავდება რამე, თუ რომელიღაც საკანონმდებლო აქტში წერიაოჯახის უფროსი”, ამით ვინმე დაიჩაგრა, შეიზღუდა თუ ქვეყანა დაიქცა?!

_ ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ ფონს აძლიერებსო

_ საქმეც ის არის, რომ არც ერთ საკანონმდებლო აქტში, სადაც ეს ტერმინია გამოყენებული, დაკონკრეტებული არ არის, ოჯახის უფროსი ქალია თუ მამაკაცი, ანუ განცხადება იმის თაობაზე, რომ თურმე ამით ქალთა დისკრიმინაცია ძლიერდება, “ლიბერალების” მორიგი ავადმყოფური ინტერპრეტაციაა და სხვა არაფერი. საერთოდ, თანამედროვე დასავლური ნეოლიბერალიზმი ასეთ თეორიულ აბსურდებსა და ალოგიკურ თვალსაზრისზეა აგებული. რა გიკვირთ?! ეს არის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ მამაკაცი შეიძლება იყოს ცოლი და ქალი _ ქმარი, ხოლო თუ კაცს, მაგალითად, უნდა, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სქესის გრაფაში ჩაუწერონ მდედრობითი, მისი სურვილი უნდა დაკმაყოფილდესმალე ესენი იქამდეც მივლენ, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში სიტყვასაქართველოსგამოყენებასაც დისკრიმინაციად გამოაცხადებენ. გამოვა ლომჯარია და იტყვის, რომ ამით ეთნიკური უმცირესობების უფლებები ირღვევა. სხვათა შორის, დღეს თუ ვინმეს უფლებები ირღვევა, მათ შორის არიან ფერეიდნელი ქართველები. ლაპარაკია საქართველოს მოქალაქეობის მქონე ფერეიდნელებზე, რომლებსაც ქართული ბანკები სესხებს არ აძლევენ იმის გამო, რომ ისინი დაიბადნენ ირანში. არადა, პარლამენტის მიერ მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონში შავით თეთრზე წერია, რომ არ შეიძლება ადამიანის დისკრიმინაცია მისი დაბადების ადგილის მიხედვით. მივმართე ამის თაობაზე განცხადებით სახალხო დამცველის აპარატს, მაგრამ არაფერი, რაღაც პასუხი გამცეს მოხდის მოვალეობის მოხდის მიზნით და მორჩა… ახლა წარმოგიდგენიათ, რომელიმე ბანკმა ლგბტ პირს ან რომელიმე რელიგიური სექტის წარმომადგენელს რომ უთხრას სესხზე მისი ორიენტაციის ან მრწამსის გამო, რა ამბავს ატეხენ?! სამყაროს შეყრიან: დემოკრატიას თავზე გვამხობენო

_ საზოგადოება რატომ არ ტეხს ასეთივე განგაშს, როგორ ფიქრობთ? ყოველ შემთხვევაში მოსახლეობა არ გამოხატავს უკმაყოფილებას მისთვის მიუღებელი საკანონმდებლო ცვლილებების გამო იმ ფორმით, რომ ამას რამე კონკრეტული შედეგი მოჰყვეს. ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის _ ყველაფრის მიუხედავად, “ლიბერალური ელიტათავის მიზანს აღწევს

_ ასე პესიმისტურადაც ნუ შევხედავთ მოვლენებს. შეგახსენებთ, რომ გენდერული კვოტირების კანონპროექტი, რომლის გატანაც “ფემინისტ-ლიბერალებს” სურდათ, პარლამენტმა ჩააგდო და ეს მოხდა როგორც საზოგადოების, ისე პარლამენტში მყოფი შედარებით კონსერვატიული სუბიექტების ძალისხმევით. მათ ასევე ჩაეშალათ გეგმა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ლგბტ თემატიკის წამოწევას გულისხმობდა. ასე რომ, საზოგადოება რამდენჯერაც პრინციპულად დადგა და დაანახვა ხელისუფლებას, რომ მისი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობას მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვებოდა, ბრძოლა ყოველთვის დასრულდა მეტ-ნაკლებად სასურველი შედეგით. მაგალითად, 6 აგვისტოს ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომლითაც უცხოელებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამკაცრდა. შარშანდელი 30 მაისიდან მოყოლებული მე და ემზარ კვიციანი ვითხოვდით, რომ უცხოელებისთვის კანონპროექტით გამკაცრებულიყო საქართველოს მოქალაქეობის მიღება. ერთწლიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ახალი კანონით: 1.უცხოელებისთვის მოქალაქეობის მინიჭებისას საქართველოში 5-წლიანი უწყვეტად ცხოვრების ვადა გაიზარდა 10 წლამდე; 2. ფიქტიური ქორწინებების გამოსარიცხავად არსებული 2-წლიანი ვადა გაიზარდა 5 წლამდე; 3. საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისას, სავალდებულო გახდა ქართული ენისა და ისტორიის ცოდნა.

სექტემბრიდან დავიწყებთ ბრძოლას ბინადრობის უფლებისგაყიდვისასაკრძალავად.

_ თუმცა საზოგადოება მკაცრად იდგა თავის პოზიციაზე მაშინაც, როცა პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო. მაშინ რატომ არ გაჭრა ამ სიმკაცრემ?

_ იმიტომ, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ხელისუფლებამ მაინც ვერ დაინახა საფრთხე საზოგადოებისგან. კი, ერთი მხრივ, მას შეიძლება გათვითცნობიერებული ჰქონდეს, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურად წინ დახვდება, მაგრამ მეორე მხარეს არის გარე ძალა, რომელიც მისთვის უფრო მეტს ნიშნავს. აი, ამაზე კეთდება არჩევანი და, ბუნებრივია, საზოგადოების განწყობა იმ პირობებში, როცა ხელისუფლება ხალხს კი არ უსმენს, არამედ თვალებში შესციცინებს უცხოეთს, გადამწყვეტი ვერ იქნება. გადამწყვეტი იქნება, კიდევ ვიმეორებ, ერთადერთ შემთხვევაში _ თუ მოსახლეობის პროტესტი პიკს მიაღწევს. თუმცა, სანამ ქვეყანაში არ შეიქმნება რეალური ალტერნატიული ძალა გაერთიანებული კონსერვატიული სუბიექტების სახით, რომელსაც გაჰყვება მოსახლეობის უმრავლესობა, ხელისუფლება ყოველთვის დარჩება საზღვარგარეთიდან წამოსული დირექტივების შემსრულებლად.

_ ალტერნატიულ ძალას რაც შეეხება, ბოლო პერიოდში იყო ასეთი ძალისა თუ გაერთიანების ჩამოყალიბების რამდენიმე მცდელობარატომ ვერ მოხერხდა?

_ სამწუხაროდ, ჩვენს ფლანგზე არის რამდენიმე პრობლემა: პირველი _ ფინანსების უქონლობა, რომელიც, ბუნებრივია, ბევრ რამეს აფერხებს; და მეორე _ ვერ მოხერხდა გაერთიანება. გარდა ამისა, ჩვენ არ გვაქვს საინფორმაციო ველი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ფართო საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე…

_ კი მაგრამ, კონსერვატიულ ფრთაში არიან ბიზნესმენები, რომლებსაც ფინანსურად ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. საინფორმაციო ველს რაც შეეხება, არ ფიქრობთ, რომ საპატრიარქოს ტელევიზიას რეალურად უფრო მეტის რესურსი აქვს?

_ საპატრიარქო, ცხადია, უფრო აქტიური უნდა იყოს, მაგრამ დღეს იქ, სამწუხაროდ, ძალიან სერიოზული პრობლემებია. პრობლემაა, მაგალითად, ის, რომ თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმის მიერ შეგზავნილი ზოგიერთი სასულიერო პირი, მათ შორის მაღალი იეარარქებიც, დღემდე მნიშვნელოვანი გავლენით სარგებლობენ; პრობლემაა ის, რომ ამ ადამიანების მიერ შექმნილი გარკვეული ჯგუფები უდიდეს ზეგავლენას ახდენენ სინოდზე. აი, ამიტომაა, რომ ეკლესიაც დღეს გარკვეულწილად რაღაც თავის მართლების რეჟიმშია და თავის პრობლემებზე უფრო მეტ აქცენტს აკეთებს, ვიდრე სხვა რამეზე.

რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა საპატრიარქოს მეტის რესურსი, ამ ეტაპზე მას მეტის გაკეთება, ალბათ, არ შეუძლია, თუმცა მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, ასე დიდხანს არ გაგრძელდება.

_ რას გულისხმობთ?

_ დასავლეთში _ ევროპასა და ამერიკაში, სადაც გაჩნდა “ლიბერალიზმი”, როგორც იდეოლოგია, და საზოგადოების ცნობიერებაზე ზემოქმედების უმაღლეს წერტილს მიაღწია, უკვე ძირეული ცვლილებებია. უნგრეთი, ავსტრია, იტალია, პოლონეთი ნათელი მაგალითებია იმისა, რომ ამ იდეოლოგიას ბუნაგშივე გამოეცალა საფუძველი. ზუსტად ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს და დარწმუნებული ვარ, ის ანტილიბერალური კონსერვატიული მუხტი ადრე თუ გვიან საქართველოშიც მოაღწევს. სხვათა შორის, ამას კიდევ უფრო დააჩქარებენ ლომჯარიასნაირი სულსწრაფი ლიბერალები, რომლებმაც ბოლო პერიოდში რატომღაც ჩათვალეს, რომ დასავლეთიდან ნაკარნახევი ყველა დირექტივის შესრულება ახლა ერთბაშადაა შესაძლებელი. ადრე ისინი ამბობდნენ: “ჯერ საზოგადოება მზად არ არისო”.

რაც შეეხება ხელისუფლებას და ამ შემთხვევაში პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს, რომელსაც ომბუდსმენმა ზოგადი წინადადებით მიმართა, მას უნდა ესმოდეს ერთი რამ, რომ ქართველი ხალხილიბერალიზმისსახადს აუცილებლად მოიხდის; პრემიერმინისტრები კი მოდიან და მიდიან, რჩება მხოლოდ მათი საქმეები. ამიტომ ვურჩევ მას, რომ გაითვალისწინოს, რომელი ქვეყნის, ერის და კულტურის შვილია. აქედან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება და არა იმის შიშითა და ფიქრით, რა გაუხარდება ან ესიამოვნება უცხოეთიდან მართული ერთი მუჭა “ლიბერალების” ხროვას…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here