Home ახალი ამბები ლომთათიძის ქუჩაზე შუახნის მამაკაცი ნიღბიანმა პირმა ჩაცხრილა

ლომთათიძის ქუჩაზე შუახნის მამაკაცი ნიღბიანმა პირმა ჩაცხრილა

811

თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე 40 წლამდე მამაკაცი ნიღბიანმა პირმა სახლის ეზოში ჩაცხრილა.

მეზობლები ყვებიან, რომ მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.

ადგილობრივების თქმით, მოკლული დავით ქმოსტელი, მეტსახელად “ძივითაა”, რომელიც ლომთათიძის ქუჩაზე გაიზარდა, ის რუსეთში ცხოვრობდა და ერთი წელია რაც საქართველოში ჩამოვიდა და უბანში მეგობართან მიდიოდა.

ნაძალადევის რაიონის პოლიციაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მეზობლების დაკითხვა.

გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here