Home ახალი ამბები საქართველო “ლომბარდები კრიმინალის წამახალისებელი წყარო გახდა”

“ლომბარდები კრიმინალის წამახალისებელი წყარო გახდა”

1325
გიორგი ბახტაძე

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა გიორგი ბახტაძემ განაცხადა, რომ ლომბარდების საქმიანობის ზრდასა და კრიმინალს შორის კავშირი იკვეთება. მისი განცხადებით, როდესაც კრიმინალური ფაქტი სხვადასხვა ნივთის ქურდობა ხდება, ზოგჯერ ეს ნივთები მიაქვთ ლომბარდში. მისი აზრით, ლომბარდი გახდა ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის ერთგვარი საშუალება, რაც პრინციპულად მიუღებელია.

“ჩვენ ვამბობთ: თუ გსურთ ამ ბიზნესში დარჩენა, უნდა გახდეთ გამჭვირვალე. ეს ნიშნავს, რომ კომპიუტერული სისტემის დანერგვის შემდეგ, როცა მიიტანენ ნივთს ლომბარდში ჩასაბარებლად, ის აუცილებლად უნდა აღირიცხოს ელექტრონულად, რათა შესაბამის უწყებებს ჰქონდეთ საშუალება, აკონტროლონ, რა ტიპის ნივთი მიდის ლომბარდში. ვინაიდან დღეს ეს სექტორი არ არის ტრანსპარენტული და არ მოქმედებს მასზე რეგულაციები, კრიმინალი იყენებს თავისი მოპარული ქონების რეალიზაციის მექანიზმად. ეს არის პრინციპულად მიუღებელი”, _ განაცხადა ბახტაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here