Home ახალი ამბები მსოფლიო ლიტვის ექსპრეზიდენტი: დამოუკიდებლობიდან 27 წლის შემდგომ ერთი ხიდიც ვერ დავასრულეთ

ლიტვის ექსპრეზიდენტი: დამოუკიდებლობიდან 27 წლის შემდგომ ერთი ხიდიც ვერ დავასრულეთ

1007

ლიტვის ექს-პრეზიდენტი და ამჟამად ევროპარლამენტის დეპუტატი, როლანდას პაკსასი საკუთარი ქვეყნის პოსტსაბჭთა პერიოდს მიმოიხილავს და აცხადებს რომ გასული 27 წლის განმავლობაში არაფერი არ გაკეთებულა.


ექს-პრეზიდენტის თქმით ლიტვაში ძალიან დიდი სოციალური უთანასწორობაა, უმუშევრობის მაღალი დონე, მედაკიამნტებზე კატასტროფულად მაღალი ფასები, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შობადობის მაჩვენებელი და ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ანაზღაურებაა ევროკავშირის მასშტაბით.

“მოსახლეობის რიცხვი წლიდან – წლამდე კლებულობს, დამოუკიდებლობიდან 27 წლის შემდგომ ერთი ხიდიც ვერ დავასრულეთ კურშსკის ყურეში. რაღა ხიდი, ესტაკადაც ვერ ავაშენთ რუსნეს დასახლებაში. ლუკიშკის მოედანიც ვერ მოვაწესრიგეთ ვილნიუსში, გედიმისასის კოშკი დაკონსერვებულია წლებია, ეროვნული აღმავლობის პატრიარქს ბასანოვიჩუსს ერთი ძეგლიც ვერ ვაღირსეთ. ყველაზე მცირე პენსია გვაქვს ევროკვაშირში, ყველაზე დაბალია ხელფასი( მინიმალური ხელფასი 380 ევროა) , მცირე შობადობა , ძალიან დიდია სოციალური უთანასწორობა, უმუშევრობის დიდი დონე, მაღალი ფასები მედიკამტებზე, სურსათზე, დიდი გადასახადები, ” – აცხადებს ექს-პრეზიდენტი.

დღეის მონაცემებით, ლიტვაში 2 მილიონ 849 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მხოლოდ 2016 წელს ქვეყანა უკეთესი ცხოვრების ძიების მიზნით 51.000 ადამიანმა დატოვა, ევროსატის მონაცემებით მოსახლეობის 29% სიღარიბის ზღვარს მიღმაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here