Home ახალი ამბები მსოფლიო ლიტველი დისიდენტი: დღეს ლიტვაში გაცილებით რთული მდგომარეობაა, ვიდრე საბჭოთა ეპოქაში იყო

ლიტველი დისიდენტი: დღეს ლიტვაში გაცილებით რთული მდგომარეობაა, ვიდრე საბჭოთა ეპოქაში იყო

დროშა

მაისის ბოლოს ერთმანეთის მიყოლებით ვილნიუსში რუსეთის პროდასავლურიოპოზიციისორი ფორუმი ჩატარდა. “პუტინის რეჟიმისკრიტიკოსები ამჯობინებენ, რუსეთს დიაგნოზი უცხოეთიდან, ლიტვიდან, დაუსვან. საინტერესოა, როგორია შორიდან დანახული ლიტვა. ამაზე საუბრობს ლიტველი დისიდენტი, რომელიც ამჟამად აშშში ცხოვრობს. პორტალმა Vesti.Lv გამოაქვეყნა პუბლიცისტ ვალდას ანელაუსკასის ფრიად საინტერესო მასალა, რომელსაც დღეს გთავაზობთ.

პუბლიცისტი წერს, რომ აშშ-ში საბჭოთა ეპოქაში გადაბარგდა. “აქ 1988 წელს ჩამოვედით. ქვეყნის უშიშროებას ასეთი ტაქტიკა ჰქონდა არჩეული _ ჩემნაირებისგან გათავისუფლებულიყო: “თუ გსურთ, წაბრძანდით. თქვენ ხომ ყოველთვის გინდოდათ დასავლეთში წასვლა”. წავედით, ყველაფერი მარტივად გადაწყდა. მაშინ ლიტვაში რადიო “თავისუფლების” რუსულენოვან რედაქციაში ვთანამშრომლობდი.

შემდეგ აღმოვჩნდი ამერიკაში. მაშინ ყველა გზა ამერიკაში მიდიოდა. ვიმუშავე ნიუ-იორკში იმავე რადიოში. ჩემი მოტყუება პირველად იქ დაიწყეს _ არ მიხდიდნენ გასამრჯელოს.

შემდეგ საბჭოთა კავშირი დაინგრა. ასეთი ბანალური ისტორია იყო.

მე უკვე ვგრძნობდი, რომ მთელი ეს “მომღერალი რევოლუცია” ძალიან ცუდად დამთავრდებოდა. გავიფიქრე: არაფრად მჭირდება ეს ყველაფერი, უმჯობესია წავიდე აქედან-მეთქი. მართალი ვიყავი. ერთ-ერთ ჩემს სტატიაში დავწერე: კომის შემდეგ რომ გამღვიძებოდა და წამეკითხა, რაც ლიტვაში ხდება, არ დავიჯერებდი. ის, რაც ლიტვაში მოხდა, დაუჯერებელია _ ადამიანის გონება ვერ ახსნის. ეს კატასტროფაა, გენოციდია”, _ ამტკიცებს დისიდენტი.

ანელაუსკასი მამამისის სიტყვებს იხსენებს: “ლიტვაში არასდროს ისე აბუჩად არ აუგდიათ ლიტველები, როგორც ამჟამად”. “მან თავისი ახალგაზრდობის ათი წელიწადი ციმბირის ბანაკებში, გადასახლებაში გაატარა. მისჯილი ჰქონდა სიკვდილი, შემდეგ 25 წლით გადასახლებით შეუცვალეს, მხოლოდ ათი წელიწადი მოიხადა. იმავეს მეუბნებოდა ჩემი აწ გარდაცვლილი ბიძა, ასევე გადასახლებამოხდილი, _ გადასახლება ლიტვაში ახლანდელ ცხოვრებას რომ შევადაროთ, გადასახლება არც ისე ცუდად მოგეჩვენებაო. უკვე 27 წელიწადია, ბალტიისპირელი ხელისუფალნი თავიანთ მოქალაქეებს რუსეთით აშინებენ, არადა, ისინი სხვებზე მეტად აზარალებდნენ თავიანთ რესპუბლიკებს. ამ ხნის განმავლობაში მოტყუებული ხალხი დამცირებულ, საცოდავ მდგომარეობამდე მივიდა…

ძნელად წარმომიდგენია ლიტველი ხალხის იმაზე უფრო დიდი მტერი, ვიდრე ახლანდელი პრეზიდენტი, ქალბატონი დალია გრიბაუსკაიტეა, რომელიც უწინ ისეთივე პირწავარდნილი კომუნისტი იყო, როგორი პირწავარდნილი გლობალისტი და ლიტვაში ახალი მსოფლიო წესრიგის აგენტიც დღეს არის. როგორც ლენინმა ერთ დროს ტოლსტოის “რუსეთის რევოლუციის სარკე” უწოდა, “წითელ დარიასთვისაც შეეძლო ეწოდებინა ქვეყანაში დღევანდელი თავაწყვეტილობის სარკე”, _ აცხადებს ვალდას ანელაუსკასი.

ის ლიტვის ხელისუფალთა მიმართ ისეთსავე სიძულვილს გრძნობს, როგორიც არავის მიმართ არასოდეს უგრძვნია. “სწორედ მათ გარდაქმნეს ჩვენი დედასამშობლო ავ დედინაცვლად, რომელსაც ათასობით ლიტველი გაურბის, როგორც შავ ჭირს… ჩიკაგოში იყო ლიტვური გაზეთი… დავუწერე სამი-ოთხი სტატია რუსოფობიის შესახებ, გულით დავუწერე. მუქარებით აიკლეს: როგორ ბედავთ ასეთი რამეების გამოქვეყნებასო!

2012 წელს ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურები ჩიკაგოში რომ შეიკრიბნენ, ის ქალბატონიც ჩამოვიდა და ლიტვის დიასპორას შეხვდა. მივიდნენ ომისშემდგომი ემიგრანტები პრეზიდენტთან შესახვედრად, ახალმა ემიგრანტებმა კი ლაყე კვერცხები ესროლეს. გაექცა ქალბატონი ნაგვის ყუთებიანი ქუჩით ამგვარ შეხვედრას, შემდეგ კი ამერიკის ხელისუფლებას უსაყვედურა, ლიტველებისგან ცუდად დამიცავითო. “დემოკრატია” გამოვიდა. ახლა უკვე დაუფარავად წერენ, რომ ყველაფერი ჩაეფუშათ”, _ აღნიშნავს დისიდენტი.

“ბალტიელი ფუნქციონერები ახლა თავად აღნიშნავენ, რომ ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლეს, მხოლოდ საკუთარი საქმე ააწყვეს. ყველა მათგანი ახლა დიდ ფულს აკეთებს, კარგადაც არიან, მაგრამ ასეთი ასამდე ადამიანი თუა.

დემოკრატია!

რა დემოკრატიაზეა ლაპარაკი?!

ყველაფერი იმაზე უარესადაა, რაც კაგებეს დროს იყო. მაშინ ვჩიოდით, “ოკუპანტები” არიან. ახლა ვის დავაბრალოთ ყველაფერი? ისინი, ვინც თავით ფიქრობს, სწორად აღიქვამს რეალობას: დღეს ნამდვილად არის ოკუპაცია.

წარსულს თუ გადავხედავთ, უნდა ვაღიაროთ, რომ მაშინ საკავშირო სახელმწიფო მაინც იყო. ევროკავშირი კი ასეთი სახელმწიფო არ არის. ჩვენს ტერიტორიაზე ევროკავშირის არმიაც კი არ არის, ნატოს ჯარი დგას.

დღეს ბრალსაც ვერავის დასდებ, საკუთარი თავის გარდა. მე მახსოვს საბჭოთა ცენზურა, ლოგიკა: აი კომუნიზმი, აი დისიდენტები, რომლებიც ებრძვიან კომუნიზმს, შეუძლიათ იდეოლოგიის შერყევა. ბალტიისპირეთში საერთოდ არავითარი იდეოლოგია არ არსებობს. არც კომუნიზმია, არც _ ლიბერალიზმი. ერთადერთი “იდეოლოგიაა” _ “რუსეთი მტერია, რუსეთი თავს გვესხმის”. რუსეთი რომ არ იყოს, მისი გამოგონება დაგვჭირდებოდა.

“რუსეთი მტერია”, “რუსები _ მტრები”, “ოკუპაცია” _ წმინდა ძროხები, “სამი სპილოა”, რომლებზეც შუა საუკუნეებში მდგარ დედამიწას წარმოსახავდნენ. რუსეთის გარეშე აზრი არ ექნებოდა ბალტიისპირეთის არსებობას. ოცდახუთი წლის შემდეგ შემიძლია გარკვევით ვთქვა: უმჯობესი იქნებოდა, საბჭოთა კავშირი შენარჩუნებულიყო. აქ მე სრულიად ვეთანხმები პრეზიდენტ პუტინს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა XX საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფაა. მე იმასაც დავუმატებ, რომ არა მხოლოდ XX საუკუნის, არამედ _ საერთოდ. უმარტივესი შედარებაა: თუ რამ ცუდი იყო და შემდეგ კი უარესი გახდა, ის “ცუდი” უკვე ისეთ ცუდად არ მოგეჩვენება, როგორც უწინ. საბჭოთა კავშირი საუკეთესო ვარიანტი არ იყო, ამიტომაც დავტოვე, მაგრამ დღევანდელთან შედარებით… ადამიანები ამაზე ლაპარაკობენ, წერენ და ეს ნოსტალგიაც არ არის. დღეს იქიდან გარბის ახალგაზრდობა, რომელსაც საბჭოთა სისტემაში არ უცხოვრია.

საყოველთაო აღწერით, 2011 წელს ლიტვაში 3.053.800 მოქალაქე ცხოვრობდა. 2016 წელს ლიტვიდან საზღვარგარეთ მემილიონე ადამიანი წავიდა. უმეტესობა დაბრუნებას არ აპირებს. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ლიტვა ევროკავშირში ლიდერობდა ემიგრაციის მასშტაბით. მოსახლეობა მცირდება არა მხოლოდ მოქალაქეთა გადინებით, არამედ ბუნებრივი შემცირების გამო.

პრემიერმინისტრ საულიუს სკვერნიალისის მიერ აპრილში წარდგენილი ანგარიშით, შარშან ლიტვიდან ემიგრირებული იყო 55.333 მოქალაქე, რაც 2015 წელთან შედარებით 5.800-ით მეტია; 2014 წლის მონაცემებს კი 13,712-ით აჭარბებს. ბოლო ორ წელიწადში ემიგრირებულთაგან ყოველი მესამე 20-29 წლისა იყო, ყოველი მეოთხე კი _ 30-39 წლისა. “შრომისუნარიანი მოქალაქეების რაოდენობის შემცირებისა და მოსახლეობის დაბერების გამო ლიტვა შეიძლება დადგეს საპენსიო, ჯანდაცვისა და განათლების სისტემების დაფინანსების პრობლემის წინაშე”, _ ნათქვამია მთავრობის მიერ წარდგენილ დოკუმენტში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here