Home ახალი ამბები მსოფლიო ლიტვა და ლატვია _ ევროკავშირის რეკორდსმენები

ლიტვა და ლატვია _ ევროკავშირის რეკორდსმენები

902
მიგრანტები

2016 წლის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის გადინება ევროკავშირის 10 ქვეყანაში აღინიშნა, _ გვაუწყა ევროსტატმა.

მოსახლეობის რაოდენობა ყველაზე შესამჩნევად იკლებს ლიტვასა (მინუს 1,4 პროცენტი) და ლატვიაში (მინუს 0,96 პროცენტი). ამ რეგრესის ერთ-ერთი მიზეზი მოკვდავობის დონის გადაჭარბებაა შობადობის დონეზე.

2016 წელს ლიტვაში დაიბადა 30,6 ათასი ადამიანი, გარდაიცვალა _ 41,1 ათასი; ლატვიაში, შესაბამისად, _ 22 ათასი და 28,6 ათასი. ლიტვაზე უმეტესი დონე მოკვდავობისა ევროსტატმა ბულგარეთში აღრიცხა _ 15,1 სიკვდილის შემთხვევა მოსახლეობის ყოველ ათას მოქალაქეზე, 14,3 _ ყოველ ათას მოსახლეზე ლიტვაში.

მოსახლეობის საერთო დანაკარგი ლიტვასა და ლატვიაში ბუნებრივ კლებაზე რამდენჯერმე მეტი აღმოჩნდა. ამის მიზეზია მოსახლეობის უცხოეთში გადინება. საერთო ჯამში, ლიტვამ ერთ წელიწადში 41 ათასი ადამიანი დაკარგა (ბუნებრივი კლება 10,5 ათასი), ლატვიამ კი _ დაახლოებით 19 ათასი კაცი (6,6 ათასი). შედეგად ლიტვის მოსახლეობის საერთო რაოდენობა 2017 წლის 1 იანვრისთვის 2,848 მილიონამდე შემცირდა, ლატვიის _ 1,95 მილიონამდე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here