Home სხვადასხვა დაიჯესტი ლიბიის გაპარტახება _ ევროპული დემოკრატიის მაგალითი

ლიბიის გაპარტახება _ ევროპული დემოკრატიის მაგალითი

701
ლიბიის გაპარტახება _ ევროპული დემოკრატიის მაგალითი

2011 წლის 20 ოქტომბერს ნატოს მიერ მხარდაჭერილმაბოევიკებმასიცოცხლეს გამოასალმეს ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი. მისი სიკვდილის შემდეგ ქვეყანა, ფაქტობრივად, რამდენიმე ტერიტორიად დაიშალა, რომლებსაც სხვადასხვა დაჯგუფება აკონტროლებს. ნავთობით მდიდარი რეგიონი ექსტრემისტების ხელში აღმოჩნდა. მოსახლეობა სიღარიბის ზღვარზეა. პოლიტოლოგების აზრით, ლიბიამ, როგორც ერთიანმა ქვეყანამ, არსებობა, პრაქტიკულად, შეწყვიტა.

ავტოკოლონა, რომლის ერთ-ერთი ავტომობოლით კადაფი ქალაქიდან გაღწევას ცდილობდა, დაბომბა ნატოს ავიაციამ, რომელიც ლიბიაში სამხედრო ოპერაციას 2011 წლის მარტიდან აწარმოებდა. დაბომბვის შედეგად ლიბიის ლიდერი ორივე ფეხში და თავში დაიჭრა. დაჭრილი კადაფი სადრენაჟო ნაგებობაში დაიმალა, მაგრამ დასავლეთის მიერ მართულმა ამბოხებულებმა ტყვედ აიყვანეს და მხეცურად მოკლეს კაცი, რომელიც 42 წლის განმავლობაში მართავდა ლიბიას.

კადაფიმ დაამხო მონარქია და ქვეყანაში დაამყარა ახალი პოლიტიკური რეჟიმი _ ჯამაჰირია, რომელიც განსხვავდებოდა მონარქიისგანაც და რესპუბლიკისგანაც.

ნავთობის მოპოვებით მიღებულ შემოსავალს კადაფის მთავრობა მოსახლეობის სოციალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მიმართავდა. ქვეყანაში ხორციელდებოდა საცხოვრებელი სახლების მშენებლობის მასშტაბური პროგრამები, ვითარდებოდა ჯანდაცვისა და განათლების სისტემები. ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ კადაფიმ ლიბიიდან გააძევა საერთაშორისო კორპორაციები და დახურა ნატოს ბაზები.

ლიბიის გაპარტახება _ ევროპული დემოკრატიის მაგალითი

კადაფის მმართვველობის პერიოდში ლიბიაში

* მშპ მოსახლეობის ერთ სულზე შეადგენდა 14192 დოლარს;

* ოჯახის თითოეულ წევრს სახელმწიფო აძლევდა 1000 დოლარს;

* უმუშევრობის დახმარება შეადგენდა 730 დოლარს;

* მედდის ხელფასი იყო 1000 დოლარი;

* ახალდაქორწინებულებს აძლევდნენ 64 ათას დოლარს ბინის შესაძენად;

* ბიზნესის დამწყებს სახელმწიფო ეხმარებოდა 20 ათასი დოლარით;

* განათლება და ჯანდაცვის სერვისები უფასო იყო;

* მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ფუნქციობდა მაღაზიათა ქსელი, რომელშიც კვების პროდუქტებზე ფასები სიმბოლური იყო;

* აფთიაქების ნაწილიდან წამლები უფასოდ გაიცემოდა;

* არ არსებობდა ელექტროენერგიისა და ბინის გადასახადები;

* აკრძალული იყო ალკოჰოლური სასმელები;

* ავტომობილისა და ბინის შესაძენად გაიცემოდა უპროცენტო კრედიტები;

* ბენზინი წყალზე იაფი ღირდა: 1 _ 0,14 დოლარი.

აი ეს ქვეყანა გაასწორეს მიწასთან დასავლელმა დემოკრატებმა. აი ასე ეხმარებიან ისინი სხვა ქვეყნებს.

news-front.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here