Home სხვადასხვა დაიჯესტი ლიბიაში მასობრივი გაუპატიურების წვრილმანები გამოაშკარავდა

ლიბიაში მასობრივი გაუპატიურების წვრილმანები გამოაშკარავდა

824
ლიბიაში მასობრივი გაუპატიურების წვრილმანები გამოაშკარავდა

აფრიკის ქვეყნებიდან ევროპისკენ წამოსული ყველა ლტოლვილი საბოლოო მიზნამდე რომ ვერ აღწევს, ცნობილია. მაგრამ ის ძალადობა, წამება და გაუპატიურება, რომელსაც ისინი გზაში განიცდიან, ახლახან გაირკვა. განსაკუთრებით ხშირად ეს ხდება ლიბიაში, სადაც მამაკაცები ისევე ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი, როგორც ქალები, _ იუწყება Daily Mail.

ლტოლვილი ქალების საქმეთა კომისიამ გაარკვია, რომ ლიბიის ტერიტორიაზე კონტრაბანდისტები სასტიკად აწამებენ მიგრანტებს და ამ ყველაფერს ვიდეოზე იღებენ. ამ მხეცობას აქვეყნებენ “სკაიპში” მოგების მიღების მიზნით.

კომისიის ერთმა ფსიქოლოგმა საზოგადოებრიობას აცნობა საძმო საფლავების შესახებ, რომლებიც სავსე იყო გენიტალიებმოჭრილი მამაკაცებით. ეს ინფორმაცია მას ლტოლვილებმა მიაწოდეს.

კონტრაბანდისტების მიერ დატყვევებული მიგრანტები ყვებიან მასობრივი გაუპატიურების შესახებ, რომელთა თვითმხილველებიც გახდნენ, ან თავად განიცადეს ძალადობა. ქალებს კოლექტიურად აუპატიურებდნენ იქამდე, სანამ ისინი გონს არ კარგავდნენ და სისხლისგან არ იცლებოდნენ. იგივე ხვედრი ხშირად ერგებოდათ მამაკაცებსაც. ბიჭებს აიძულებდნენ, გაეუპატიურებინათ თავიანთი პატარა დები.

მიგრანტებს ციხეებში ამწყვდნენ, საიდანაც მათი დახსნა ან ახლობლების მიერ შეტანილი გამოსასყიდით, ან გაქცევით, რასაც ზოგიერთი ახერხებს, მაგრამ გაქცეულ კაცს თუ დაიჭერენ, ციხეში მყოფ მამაკაცებს აიძულებენ მის გაუპატიურებას.

“მე გამაფრთხილეს: თუ ევროპაში მოვყვები ყველაფერს, რაც ლიბიაში ხდება, ჩვენი დები და ძმები, რომლებიც ციხეებში იმყოფებიან, ამაზე პასუხს აგებენ”, _ აქვეყნებს გამოცემა ცხრამეტი წლის ნიგერიელი გოგონას სიტყვებს.

ამას წინათ ჩატარებული კვლევებით გაირკვა ყველა ქალზე _ ლტოლვილსა თუ მოგზაურზე, რომლებმაც ჩრდილოეთ აფრიკა გადაკვეთეს, სექსუალურად იძალადეს. ნიშანდობლივია, რომ ასეთი ძალადობის შემთხვევები მამაკაცებზე დიდად ნაკლები არ ყოფილა. ამ მხეცურმა დამოკიდებულებამ იმატა მას შემდეგ, რაც ევროპამ დაბლოკა სამაშველო ოპერაციები ზღვაზე და თავისი საემიგრაციო პოლიტიკა ლიბიის სანაპიროს დაცვას მიანდო.

ლტოლვილების საქმეთა გაეროს უმაღლესი კომისრის შეფასებით, ლიბიაში დღეისთვის 670 000 მიგრანტია. მათგან 6000-მდე ციხეში ჰყავთ გამომწყვდეული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here