Home ახალი ამბები მსოფლიო ლიბერალები ფლორიდის “გაუქმებას” ცდილობენ

ლიბერალები ფლორიდის “გაუქმებას” ცდილობენ

138

დასავლეთის ლიბერალური ელიტებიგაუქმების კულტურისგამოყენებას არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ფლორიდის შტატის მიმართაც ცდილობენ.

აშშ-ში ბოიკოტის კამპანიას ფლორიდა შეეჯახა. შტატს აიძულებენ, უარი თქვას გადაწყვეტილებაზე, შეზღუდოს ლგბტ პროპაგანდა და აკრძალოს გაკვეთილების ჩატარება ორიენტაციასა და გენდერებზე სკოლის დაწყებით კლასებში. ამერიკის სკოლებში ლგბტ დღის წესრიგის თავს მოხვევა ბარაკ ობამას პრეზიდენტობის ეპოქაში დაიწყო და ნაყოფი დღეს გამოიღო. თუ აშშ-ის მოსახლეობაში მხოლოდ 6% მიიჩნევს თავს ლგბტ თემის წარმომადგენლად, “ზუმერების” თაობაში (1997-2012 წწ.) ეს მაჩვენებელი 30%-ია.

ამერიკაში ეს ტენდენცია აღრმავებს შობადობის კატასტროფულ შემცირებას. 2021 წელს, წინასწარი მონაცემებით, შობადობის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 1,59 ბავშვს 1 ქალზე. ეს ანტირეკორდია ქვეყნის 246-წლიან ისტორიაში _ პირველად არის იმაზე მცირე, ვიდრე ევროპის ბევრ ქვეყანაში. ლიბერალური დისკურსისთვის ლგბტ დღის წესრიგი _ ეს არის ბაზისი, ამიტომ ფლორიდას მყისვე ეცნენ “გასაუქმებლად” _ კორპორაციებისგან მოითხოვენ, ბოიკოტი გამოუცხადონ შტატს და ადგილობრივ პოლიტიკოსებს. ლიბერალებს მხარი დაუჭირა კომპანია Disney-მ, რამაც, ბედის ირონიით, დაარტყა დემოკრატებს, რომლებსაც Disney აფინანსებდა.

სასკოლო განათლებისთვის ბრძოლას არჩევნებზე მომგებიან სტრატეგიად მიიჩნევენ რესპუბლიკელები. სკოლებში “რასობრივი თეორიის” სწავლების გაკრიტიკების შედეგად რესპუბლიკელებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს ვირჯინიაში. რამდენიმე დღის წინათ მათ წარმოადგინეს კონგრესის არჩევნებში მონაწილეობის პროგრამა, რომელიც ეყრდნობა ორ თემას: ენერგეტიკული კრიზისიდან გამოსვლასა და კულტურული ომის გაგრძელებას განათლებაში.

ამომრჩევლის განწყობის გათვალისწინებით, ბოიკოტები პირველკლასელებისთვის “ტრანსგენდერობისა” და “რასობრივი თეორიის” მოთხოვნით ცუდად აისახება დემოკრატების რეიტინგზე. ბაიდენის ახლომხედველური პოლიტიკა კი რუსული ნედლეულისთვის ბოიკოტის გამოცხადება და სარეკორდო ინფლაცია საბოლოოდ გაანადგურებს დემოკრატიულ პარტიას კონგრესის არჩევნებში. აღსანიშნავია, რომ “გაუქმების კულტურა” და ლიბერალური ბოიკოტები საბოლოოდ მათ ანადგურებს, ვინც წამოიწყო.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here