Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე ლეონარდო და ვინჩის 7 გენიალური გამოგონება, რომლებმაც რამდენიმე ასეული წლით გაუსწრო დროს

ლეონარდო და ვინჩის 7 გენიალური გამოგონება, რომლებმაც რამდენიმე ასეული წლით გაუსწრო დროს

6553
ლეონარდო და ვინჩი

მხატვარი, სკულპტორი, არქიტექტორი, მეცნიერი, მწერალი, ანატომიალბათ, უფრო იოლია იმის ჩამოთვლა, რომელ პროფესიას არ ფლობდა ლეგენდარული ლეონარდო და ვინჩი. მიუხედავად იმისა, რომ იტალიელის გამოგონებათა უმრავლესობა მხოლოდ ნახაზებად დარჩა, მას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ აღორძინების ეპოქის უდიდესი წარმომადგენელიგთავაზობთ ლეონარდო და ვინჩის 7 გენიალურ გამოგონებას. შეხედეთ მათ XXI საუკუნის ობივატელის თვალით.

პარაშუტი
პარაშუტი
  1. პარაშუტი

და ვინჩიმ, რომელიც მოხიბლა მფრინავი ადამიანის იდეამ, თავის დროზე შექმნა ესკიზი მოწყობილობისა, რომელიც ჰაერში დრეიფის საშუალებას იძლევა.

1485 წლის ნაშრომში “ჰაერში სხეულების ფრენისა და მოძრაობის შესახებ” ლეონარდომ გააკეთა ესკიზი პირამიდის მსგავსი კონსტრუქციისა, რომელსაც შემოხვეული აქვს ბამბის ქსოვილი. გამომგონებელი წერდა, რომ ხელის მტევნიდან იდაყვამდე მანძილის 12 სიგანისა და 12 სიმაღლის მქონე ნაჭრის კარვით ადამიანს შეუძლია გადმოხტეს ნებისმიერი სიმაღლიდან, ისე, რომ სხეულის დაზიანების არ შეეშინდეს.

საოცარია, მაგრამ, და ვინჩის ნახაზების მიხედვით, 2000-იან წლებში შექმნილი პარაშუტი ზუსტად ისე მუშაობდა, როგორც აღწერა დიდმა იტალიელმა.

საჰაერო ხრახნი
საჰაერო ხრახნი
  1. საჰაერო ხრახნი

“საჰაერო ხრახნი” ლეონარდო და ვინჩის ხელნაწერებში ნაპოვნი ერთ-ერთი საინტერესო ესკიზია. მასში ინჟინერმა აღწერა უჩვეულო აპარატი, რომელსაც შეეძლო ცაში აფრენა მოძრავი ფრთების მეშვეობით.

სელისგან დამზადებულ გიგანტურ ხრახნებს უნდა შეექმნა აეროდინამიკური ძალა, რომელიც, ავტორის ჩანაფიქრით, “ჰაერის ხრახნს” ჰაერში აწევდა.

ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს თანამედროვე ვერტმფრენს.

რობოტი-რაინდი
რობოტი-რაინდი
  1. რობოტირაინდი

ლეონარდო და ვინჩი, აგრეთვე, ცნობილია, როგორც პირველი რობოტი-ჰუმანოიდის შემქმნელი, ოღონდ, როგორც ჩანს, თავისი სხვა გამოგონებებისგან განსხვავებით, იტალიელმა მაინც ააგო რაინდის ფორმის რობოტი. როგორც ცნობილია, ლეონარდო დიდ დროს უთმობდა ადამიანის ანატომიის შესწავლას, სწორედ ეს ცოდნა დაედო საფუძვლად რობოტი-რაინდის შექმნას.

სამომავლო ქალაქები
სამომავლო ქალაქები
  1. სამომავლო ქალაქები

იმ პერიოდში, როცა ლეონარდო და ვინჩი მილანში ცხოვრობდა, ევროპაში ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა. მეცნიერმა შეამჩნია, რომ დიდი ქალაქები უფრო დაუცველი იყო ვირუსისგან, ვიდრე სოფლები. და ვინჩის გაუჩნდა იდეა, შეექმნა “იდეალური ქალაქი” მინიმალური ანტისანიტარიით. ქალაქის პროექტში გათვალისწინებული იყო ბევრი თანამედროვე ტექნოლოგია, ისეთი, როგორიც არის სარინი არხების სისტემა, მრავალდონიანი ქუჩები და სხვ.

თვითმავალი ურიკა
თვითმავალი ურიკა
  1. თვითმავალი ურიკა

თუ რობოტ-რაინდს შეიძლება ვუწოდოთ ადამიანის მსგავსი პირველი მანქანა, თვითმავალი ურიკა თვითმავალი ტრანსპორტის პირველი მაგალითია. და ვინჩის ნახატები სრულად არ ხსნის ურიკის მოქმედების პრინციპს, მაგრამ ცხადია, რომ ის გადაადგილდებოდა ზამბარიანი მექანიზმის მეშვეობით, როგორიც გამოყენებულია თანამედროვე საათებში. ზამბარების მომართვა შეიძლებოდა ხელით და, სანამ ისინი საბოლოოდ გაიშლებოდა, ურიკა წინ მოძრაობდა. საჭე კი იმართებოდა რამდენიმე ბლოკისა და გადაცემათა ჯაჭვის მეშვეობით.

ჯავშნიანი ტანკი
ჯავშნიანი ტანკი
  1. ჯავშნიანი ტანკი

ჰერცოგ ლოდოვიკო სფორცასთან მუშაობისას ლეონარდო და ვინჩიმ დახატა ის, რაც სამხედრო მანქანების სფეროში მისი ქმნილებების გვირგვინია _ ჯავშნიანი ტანკი. ამ “კუში” შეიძლებოდა ერთდროულად 8 ადამიანის მოთავსება. ტანკის გარშემოწერილობაზე კი განლაგებული იყო 36 იარაღი. თუმცა ამ პერსპექტიული სამხედრო მანქანის აგება ვერ მოახერხეს ტექნოლოგიების შეზღუდულობის გამო.

მყვინთავის კოსტიუმი
მყვინთავის კოსტიუმი
  1. მყვინთავის კოსტიუმი

ლეონარდო და ვინჩი XV საუკუნის ბოლოს ვენეციაში ცხოვრობდა. მას გაუჩნდა მტრის ფლოტის განადგურების ინოვაციური იდეა, რომლის მიხედვითაც, მებრძოლთა ჯგუფს სპეციალური წყალგაუმტარი კოსტიუმებით უნდა ჩაეყვინთათ ნავსადგურის ფსკერზე და შეუმჩნევლად დაეზიანებიდათ ხის ხომალდები. დღეს ეს იდეა შთამბეჭდავი არ არის, მაგრამ და ვინჩის პერიოდში გაუგონარი რამ იყო. ასეთ კოსტიუმებში მყვინთავებს შეეძლოთ ჰაერი სპეციალური ტომრებიდან შეესუნთქათ, მინის ნიღბიდან კი წყალქვეშ ყველაფერი დაენახათ.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here