ვლადიმერ ლენინის დასაფლავების შესახებ ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის იდეას, ათობით ათასი რუსი ეთანხმება.
ამის შესახებ ადგილობრივ ტელევიზიას კადიროვის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ალვი კარიმოვმა განუცხადა.
“უზნეობა და დანაშაულია ის, რომ ადამიანის სხეულს ამდენი წელია მშვიდობა არ ეღირსა”, – თქვა კარიმოვმა.
ლენინის ცხედარის დაკრძალვა რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ქსენია სობჩაკის ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა.
სობჩაკის აზრით, ლენინის ცხედრის არსებობა წითელ მოედანზე, არის “სიკეთეს და ბოროტებას შორის საზღვარი“ და მიიჩნევს, რომ ასეთი რამ მხოლოდ შუა საუკუნეების ქვეყანაში შეიძლებოდა მომხდარიყო.