Home ახალი ამბები მსოფლიო ლენინგრადის ბლოკადის გარღვევის 77 წლისთავი

ლენინგრადის ბლოკადის გარღვევის 77 წლისთავი

1597
ლენინგრადის ბლოკადის გარღვევის 77 წლისთავი

77 წლის წინათ, 1943 წლის 18 იანვარს, ოპერაციაისკრისმიმდინარეობისას საბჭოთა მეომრებმა ლენინგრადის ბლოკადა გაარღვიეს.

ლენინგრადისა და ვოლხოვის ფრონტის ქვედანაყოფები ლადოგის ტბის სამხრეთ ნაპირზე შეერთდნენ, მაგრამ ბლოკადის სრულად მოხსნას ლენინგრადელები კიდევ 1 წელიწადს ელოდნენ.

ლენინგრადის ბლოკადა ერთ-ერთი ტრაგიკული ფურცელია საბჭოთა და, საერთოდ, მსოფლიოს ისტორიაში. გერმანელებმა ქალაქ ლენინგრადს ალყა შემოარტყეს 1941 წლის 7 სექტემბერს და ეს საშინელება თითქმის 900 დღეს გაგრძელდა. გაყინულმა ლადოგის ტბამ გასწია გზის მაგივრობა, რომლითაც ლენინგრადელებისთვის სურსათ-სანოვაგე გადაჰქონდათ. ამ გზას “სიცოცხლის გზა” უწოდეს. ბლოკადის პერიოდში, სხვადასხვა მონაცემით, დაიღუპა 400 ათასიდან 500 ათასამდე ადამიანი, მათი უმრავლესობა შიმშილმა შეიწირა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here