Home ახალი ამბები საქართველო “ლელოს” მორაგბე 24 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა

“ლელოს” მორაგბე 24 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა

854

24 წლის ასაკში, “ლელო სარასენსის” მორაგბე, საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი გუჯა სურგულაძე გარდაიცვალა. “საქართველო და მსოფლიო” უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. 


ინფორმაციას მორაგბის გარდაცვალების შესახებ საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

“სრულიად ქართული სარაგბო თემის სახელით სამწუხაროდ გაცნობებთ, რომ 21 მაისს 24 წლის ასაკში გარდაიცვალა ლელო სარასენსის და მზარდი საქართველოს მორაგბე, საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი, გუჯა სურგულაძე. საქართველოს რაგბის კავშირისა და სარაგბო ოჯახის სახელით თანავუგრძნობთ გუჯას ოჯახსა და მეგობრებს”, – ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, მორაგბის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here