Home სხვადასხვა Facebook ფრაზები ლევან ჩაჩუა: მივმართავ იმ “ქალაქელებს”, კალაძე რომ ესიამოვნებათ თბილისის მერად!

ლევან ჩაჩუა: მივმართავ იმ “ქალაქელებს”, კალაძე რომ ესიამოვნებათ თბილისის მერად!

1676

პარტია „ქართული იდეის“ თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა სოციალურ ქსელში თავისი პოსტით გამოეხმაურა თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის მოსურნე კანდიდატის კახა კალაძის მხარდამჭრებს და განაცხადა რომ კალაძის ამომრჩევლები მისი მეგობრები ვერ იქნებიან.


“მივმართავ იმ “ქალაქელებს”, კალაძე რომ ესიამოვნებათ თბილისის მერად! თავად მიბრძანდით ვირტუალური “მეგობრობიდან” და სულ კარგად ბრძანდებოდეთ… ცნობისათვის, საკუთარ კანდიდატურას არ ვაყენებ! P.S. აწი, სადაც უდუმაშვილის, ელისაშვილის თუ სიქთიმყარაშვილის თქვათ, იქაც კალაძისა დაიკვეხნეთ!!!” – წერს ჩაჩუა სოციალურ ქსელში.

2 COMMENTS

  1. „ უფრო მეტად, თუ კი გიყვართ
    ბებერ ნარიყალაზე…“ 🙂 🙂
    წინა ჯერზე სხვა გზა გვქონდა?
    ბედს მივენდეთ ტიალს და …
    (გორგასალი სამარეში
    ცხრაჯერ გადატრიალდა),
    „უფრო კარგი“ ავირჩიეთ
    „მოცემული ორიდან“ …
    (ქართლის დედა
    ცრემლებს ღვრიდა
    სოლოლაკის გორიდან)….
    თბილისიც კი გავაოცეთ
    (ბურჯი მრავლის მნახველი)
    ათასგვარი თაღლითით და
    სამარცხვინო სახელით,
    გამოდის, რომ
    ვიღაც ჯალათს,
    ანდა „გრანტილოკიას“,
    ვამჯობინეთ ქრთამმოყვარე
    ბოდოკია ჯოკია 🙁
    თბილისლობა ბიძიებო
    ნუ გგონიათ თამაში 🙂
    ნუ გერევათ-„ფეხზე მდგომად
    ცხელი ხინკლის ჭამა“-ში, 🙂
    ამ ქალაქში, სულ სხვა ზომის,
    ჯიგარი და გულია,
    სისუფთავე,
    ღმერთით,
    ისევ,
    ფულზე ღირებულია…
    და… თუ გინდათ,
    დაიმკვიდროთ,
    აქ, სახელი კაცური ……..
    ერთხელ მაინც უნდა გქონდეთ
    „მტკვარი გადანაცური“ 🙂 🙂 🙂
    მოკლედ, მინდა დავუბრუნდე
    ისევ ჰაზრთა მსვლელობას,
    ჰალალ-მართალ მერობას და
    ნაქებ თბილისელობას ….
    უფრო მეტად, თუ კი გიყვართ
    ბებერ ნარიყალაზე 🙂 🙂 🙂 …..
    ა, ბატონო,
    ადექით და …
    აირჩიეთ კალაძე 🙂 🙂 🙂 …

  2. მიმაჩნია რომთბილისისმერი უნდაი იყოს აუცილებლადუპირველეს ყოვლისა ქართველი თბილისში დაბადებული და გაზრდილი ადამინი ვისაცთბილისურისისხლი ძარღვებში სული უდგას მკრდშვისაც უყვარს და სტკივათბილისისა არაისეთ ვინც სიტიპარკს სემოუშვებს ქალაქში!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here