Home რუბრიკები პოლიტიკა ლევან ჩაჩუა: გარეჯი, რა თქმა უნდა, საქართველოა და მადლობა ღმერთს, ჯერ კიდევ...

ლევან ჩაჩუა: გარეჯი, რა თქმა უნდა, საქართველოა და მადლობა ღმერთს, ჯერ კიდევ ჰყავს ჩვენს ქვეყანას მამულიშვილები, რომლებიც მას თუნდაც სიცოცხლის ფასად არ დათმობენ!

ლევან ჩაჩუა

28 იანვარს საპატიმროდან ახალგამოშვებული ივერი მელაშვილის მიერტვ პირველისეთერში გაკეთებულმა სკანდალურმა განცხადებამ, რომ დავითგარეჯის მონაკვეთი საქართველოსი არ არის და აზერბაიჯანი მას არასოდეს დათმობს, საზოგადოება უკიდურესად აღაშფოთა. შოკისმომგვრელმა სიტყვებმა, რომლებიც ღალატში ბრალდებულმაკარტოგრაფმასტუდიაში მყოფი .. პროდასავლური ოპოზიციისა და უცხოეთიდან დაფინანსებულიარასამთავრობოებისოვაციების ფონზე წარმოთქვა, ბევრი რამ ცხადყომათ შორის ფრაზამ, რომვიღაც ბერის კელიებთან პოზირებაარ ნიშნავს, სადავო მონაკვეთი საქართველოს ეკუთვნის, მისი ეკლესიისა და საპატრიარქოსადმი უარყოფითი დამოკიდებულებაც ნათლად წარმოაჩინა. თუმცა, საზოგადოებისთვის არანაკლებ შემაშფოთებელი და გამაღიზიანებელი ის განცხადებები აღმოჩნდა, რომლებიც მელაშვილის მოღალატეობრივი გამოსვლის შემდეგ .. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკეთეს. მაგალითად, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ დავითგარეჯის სადავო ნაწილი არ არის საქართველო და ლოზუნგით, რომგარეჯი საქართველოამათ აშანტაჟებენ: “დიახ, გარეჯის რაღაც ნაწილი არ არის საქართველო”, ხოლონაცმოძრაობისახალარჩეულმა თავმჯდომარე ნიკანორ მელიამ განაცხადა: “ვუსმენ პატრიოტ, უტეხ მელაშვილს და არ მესმის, როგორ არ უნდა აენთო ბრძოლის ჟინით”…

მელაშვილის გამოსვლას გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება არ ნიშნავს მათ გამართლებას. მისი თქმით, პროცესი ჯერ არ დასრულებულა და აშკარაა უმძიმესი დანაშაული, რომლის ჩამდენი კონკრეტული პირები პასუხს აუცილებლად აგებენ.

რა ძალები დგანან ღალატში ბრალდებულიკარტოგრაფებისუკან, ვის დაკვეთას ასრულებდნენ ისინი და არის თუ არა გამოძიება მზად, საქმე ბოლომდე მიიყვანოს, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრებაპარტიაქართული იდეისთავმჯდომარე ლევან ჩაჩუა.

_ ბატონო ლევან, ციხიდან გირაოთი გათავისუფლებულ ივერი მელაშვილის მიერ ერთერთი ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებულმა განცხადებამ, რომ გარეჯის სადავო მონაკვეთი საქართველო არ არის, სრულიად საქართველო ჩააგდო შოკში. მან პირდაპირ ეთერში აღიარა ის, რასაც გამოძიება ედავება (ზუსტად ეს შეფასება მისცა ამ განცხადებას პროკურატურის წარმომადგენელმაც). გარდა ამისა, აგდებულად მოიხსენია ბერები, რომლებიც გარეჯში მოღვაწეობენრაზე მეტყველებს ეს ყველაფერი, რა დავინახეთ ამ განცხადებით და რას უნდა ველოდოთ მომავალში?

_ მელაშვილი გარეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოეშვათ, თუკი გამოძიებასთან ითანამშრომლებდა და დაასახელებდა დამკვეთებს. მხოლოდ ერთი და ორი პიროვნება, რომლებსაც დანაშაულს ედავებიან, კი არ უნდა დაისაჯოს, არამედ დამკვეთებიც. ყველასთვის ადვილი მისახვედრია, რომ ამ ორი პიროვნების დონეზე არ წყდება ასეთი მასშტაბის საქმეები. თუმცა, საკითხავია, არსებობს თუ არა პოლიტიკური ნება, რომ ეს საქმე დროულად დასრულდეს.

_ თქვენი აზრით, ეს ნება არ არსებობს?

_ ხელისუფლებამ ბრალდებულების გამოშვებით პროცესი გააჭიანურა. ციხეში რომ დაეტოვებინათ ბარლდებულები, მაშინ შესაბამის ვადებში უნდა დაემტკიცებინათ მათთვის ბრალი, გამოევლინათ დამკვეთები და ყველასთვის მიესაჯათ სამშობლოს ღალატისათვის. ახლა კი დროში შეზღუდულები აღარ არიან და სწორედ ამიტომ აღარ უწერია ამ პროცესს დასასრული… არადა, ყველა მტკიცებულება არსებობს, მათ შორის ამოღებული გადამალული რუკები და ვიდეოჩანაწერები, რომ შემსრულებლებისთვის გვერდით მიესვათ დამკვეთებიც. ასე კი პროკურატურა აღარ არის მოქცეული ჩარჩოებში და შეიძლება ეს პროცესი ესასრულოდ გაჭიანურდეს. ბევრს, ალბათ, გაუჩნდება შეკითხვა: კი მაგრამ რისთვის შეიძლება სჭირდებოდეთ ეს? პასუხი მარტივია: თემა მუდმივად იარსებებს, აქტუალობას არ დაკარგავს და პოლიტიკური საჭიროებისამებრ გამოიყენებენ…

_ ამით ხელისუფლება მიიღებს პოლიტიკურ სარგებელს?

_ არამხოლოდ ხელისუფლება, ამით გარკვეულ პოლიტიკურ სარგებელს მისი ე.წ. პროდასავლური ოპოზიციაც მიიღებს, მათი გათვლა ხომ საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა. რაც შეეხება რეალურ მდგომარეობას, რეალურად ხდება ის, რომ დავითგარეჯა გაყიდულია და აზერბაიჯანის მხარეს უკვე საავტომობილო გზა გაჰყავს უდაბნოდან ჩიჩხიტურის მონასტრებამდე. ეს არის სრული კატასტროფა და ეროვნული ტრაგედია, რომელშიც დამნაშავეა სააკაშვილის მოღალატე ხელისუფლებაც და “ქართული ოცნებაც”.

_ ინტერვიუს დასაწყისში თქვით, მელაშვილსა და ილიჩოვასთან ერთად პასუხი დამკვეთებმაც უნდა აგონო. როგორ ფიქრობთ, რა ინტერესი შეიძლება ჰქონოდა წინა ხელისუფლებას, როცა ტერიტორიები უცხო სახელმწიფოს გადასცა?

_ აქ, ალბათ, მოხდა გარკვეული დანაშაულებრივი შეთანხმება, საუბარია ძალიან დიდ კორუფციულ გარიგებაზე და ეს, რა თქმა უნდა, გამოსაძიებელია. კულუარული ინფორმაციით, სააკაშვილის ხელისუფლება წელიწადში 80 მილიონ შავ ფულს იღებდა აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მანიპულაციებით, რაზეც, როგორც ვიცი, 2-3 წლის თავშეკავების შემდეგ “ოცნებასაც” წაუცდა ხელი, თუმცა ამ თემაზე ახლა მტკიცებით ფორმაში საუბარი შეუძლებელია.

_ იმ ფონზე, როცა ყველა და მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებიც ხშირად საუბრობენ დამკვეთებზე, ამდენი ხანს რატომ არ ან ვერ მოხერხდა მათი გამოვლენა?

_ შეკითხვას შემოგიბრუნებთ: გახარია თავის დროზე მტკიცედ აცხადებდა: პოლიტპატიმრები არ გვყავს და აქ ვსვამ წერტილსო. გულისხმობდა უგულავასა და მერაბიშვილს, მაგრამ მეორე დღეს ორივე გამოაშვებინეს ციხიდან. რატომ მოხდა ასე?!

_ გინდათ, თქვათ, რომ ხელისუფლებაზე გარკვეული გარე ძალები ზემოქმედებენ?

_ რა თქმა უნდა, ეს პოლიტელიტა ყურმოჭრილი მონაა ე.წ. ფასილიტატორების… რა ტერმინებს აღარ იგონებენ ხალხისთვის ტვინის ასარევად! ეს მონური დამოკიდებულებაა თავიდათავი ყველა უბედურების _ ვისაც მოისურვებენ, დააჭერინებენ; ვინც უნდათ, გამოაშვებინებენ და ვინც უნდათ, გმირადაც გამოაცხადებინებენ. აი, ამ მარიონეტების თეატრს უყურებს მორჩილად ქართველი საზოგადოება. სხვათა შორის, ნაცებს ბაიდენის გაპრეზიდენტებით უფრო მიეცათ გული და აქტიურ მხარდაჭერას ელოდებიან. მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოსთვის მოიცალოს… რაც შეეხება ისევ გარეჯის თემას, მინდა, გამოვეხმაურო ერთ საკითხს _ ბოლო დღეებია, სოციალური ქსელებითა თუ სხვადასხვალიბერალურიმედიასაშუალებით მიდის ღალატის გამართლება და გაიძახიან:, დიახ, დავითგარეჯის სადავო მონაკვეთი საქართველოს არ ეკუთვნის, ოღონდ ისტორიულად კი არა, დღევანდელი მდგომარეობითო. იმ ხალხის გასაგონად ვიტყვი, რომ მათ მოღალატეობრივ რიტორიკას კარგად იყენებს მეზობელი აზერბაიჯანი, რომლის ტელევიზიებიც გადაცემას გადაცემაზე აკეთებენ, რომლებშიც დავითგარეჯას წარმოაჩენენ მათი ალბანელი წინაპრების კულტურულ მემკვიდრეობად და ამის არგუმენტად სწორედ მოღალატე ქართველების ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები მოჰყავთ. ეს ერთი, ახლა მეორე _ ისტორიაზე რომ ამახვილებენ ყურადღებას, აზერბაიჯანული პროპაგანდა იმას კი არ ამბობს, ისტორიულად საქართველოსი იყო, მაგრამ ახლა ჩვენიაო, ისინი ამბობენ, რომ გარეჯი საერთოდ არ არის ქართული კულტურის ნიმუში, ის ალბანური კულტურის ძეგლია, ჩვენ კი ამ კულტურის სამართალმემკვიდრეები ვართო

_ კი მაგრამ ალბანეთი ხომ ქრისტიანული, მართლმადიდებელი ქვეყანა იყო? აზერბაიჯანი ოდესმე ყოფილა ქრისტიანული სახელმწიფო?

_ რა თქმა უნდა, არა. აბსურდია ეს ყველაფერი, მაგრამ რას ამტკიცებენ, იცით? ოდესღაც, ჩვენი წინაპრები ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ მერე ისლამის ნათელი მივიღეთო. აი, ასეთი ისტორიული უკუღმართობის გამართლებას უწყობს ხელს ქართველი ხალხის მიერ არჩეული სულგაყიდული ოპოზიცია და მასთან, ე.წ. ფასილიტატორების დირექტივით, კოაბიტაციაში მყოფი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს იკადერებს, ოღონდ ხელისუფლებაში ყოფნის ვადა გაიხანგრძლივოს.

დიდი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ნიკო კეცხოველი ბრძანებდა: “მიეცით ნებისმიერ ერს დავითგარეჯი და მას ისტორია ექნება”… ხვდებით, რამხელა ღალატთან გვაქვს საქმე და როგორი სტრატეგიული მნიშვნელობის დატვირთვა აქვს იმავე აზერბაიჯანისთვის ამ უნიკალური ძეგლის თავის ისტორიასთან მიბმას?

_ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ეს ტერიტორია, შეინარჩუნოს კულტურული და სულიერი მემკვიდრეობა?

_ არსებობს ხალხური გამოთქმა: “ჯერ ღმერთს არ ეღალატების, მერე _ გარეჯსა და მამულსა!” გარეჯის ღალატზე სტუდენტი ახალგაზრდობა რომ არ რეაგირებს, ჩემთვის ესაა ყველაზე სამწუხარო და სავალალო!

რაც შეეხება გამოსავალს, ასეთი “ნაც-ქოცური” პოლიტიკური ელიტის დღის წესრიგის პირობებში, სამწუხაროდ, არანაირი ოპტიმიზმის საფუძველი არ მაქვს. ესენი ერთად ღალატობენ ეკლესიას, სამშობლოსა და ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესებს. ამიტომ, სანამ საზოგადოება თავის მოტყუების რეჟიმშია, უკეთესობის მოლოდინი ნუ გვექნება. თქვენი გაზეთის მეშვეობით კითხვით მივმართავ მათ, ვინც ეს მოღალატე პოლიტელიტა აირჩია: ახლა მაინც თუ ხვდებით, ქოცებად და ნაცებად დაყოფილო ,,ელექტორატო”, რომ ტყუილად გაპირისპირებენ ერთმანეთს და სინამდვილეში ერთად ღალატობთ ეკლესიასაც და სამშობლოსაც?! როდემდე უნდა მოიტყუოთ თავი?! იცოდეთ, რომ თქვენი რჩეულების მიერ ჩადენილ ღალატში პირადი პასუხისმგებლობა გეკისრებათ და მოგიწევთ კიდეც, როცა წმ. დავითგარეჯელისა და 6 000 მოწამე ბერის წინაშე წარდგებით, თუ არ შეინანებთ და თქვენი რჩეულების მიერ ჩადენილი ბოროტი საქმეების გამოსწორებას არ შეუდგებითქოცებო, თქვენ მაინც თუ ხვდებით, რომ არჩევნების წინ გარეჯის თემის გააქტიურება მხოლოდ გრძნობებზე თამაშსა და საკუთარი სკამების შენარჩუნებას ემსახურებოდა?! ხომ გაინაღდეს თავისი და ახლა ხელს აფარებენ დამკვეთებს?! ვერც იმას აცნობიერებთ, როგორ გამოგიყენათ ივანიშვილმა, _ თქვენ ხომ მის მიერ კანდიდატად წამოყენებულ უსულგულო საგანსაც კი მისცემდით ხმას, _ და შეგატოვათ “ჩიჩილაკს”?!

აზერბაიჯანმა უკვე დაიწყო საავტომობილო გზის გაყვანა დავითგარეჯამდე. ,,ბედნიერი ჩვენი ერი”კი იმაზე ფიქრობს, რაი ვჭამოთ, რაი ვსვათ და რით შევიმოსოთ…

მაგრამ გარეჯი, რა თქმა უნდა, საქართველოა! და ჯერ კიდევ არსებობენ ჩვენს ქვეყანაში მამულიშვილები, რომლებიც სიცოცხლის ფასად არ დათმობენ მას. ეს უნდა იცოდეს შიდა და გარეშე მტერმაც…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here