Home რუბრიკები პოლიტიკა ლევან ჩაჩუა: ანტიქრისტეს ლეგიონები ქართველი ერის წინააღმდეგ ომს ვერ მოიგებენ!

ლევან ჩაჩუა: ანტიქრისტეს ლეგიონები ქართველი ერის წინააღმდეგ ომს ვერ მოიგებენ!

ამ დღეებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობით საზოგადოებას ამაყად ამცნო, რომ ამერიკის წარმომადგენელთა პალატის აპროპრიაციის კომიტეტმა 2022 ფისკალური წლისთვის სახელმწიფოს საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოზე და მისთვის გასაწევ ფინანსურ თუ პოლიტიკურ დახმარებებზეცაა საუბარი.

განცხადების თანახმად, კანონპროექტი “რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდიდან” 290 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას გულისხმობს, რომელიც ნაწილობრივ რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის აღკვეთას, ხოლო ნაწილობრივ მისი (კრემლის) პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტების შემცირებას მოხმარდება საქართველოში. “დახმარება” ჯამურად 132 025 000 აშშ დოლარს შეადგენს: “…ამას გარდა, კანონპროექტი ითვალისწინებს “რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდიდან” 290 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების, მათ შორის საქართველოსთვის…”

რას ხმარდება დღეს მრავალმილიონიანი ამერიკული გრანტები და რა მიზანს ემსახურებარუსული პროპაგანდისწინააღმდეგ მოქმედებები, რომლის საინფორმაციო ავანგარდშიც ლიბერალური მედიაა _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება პარტიაქართული იდეისთავმჯდომარე ლევან ჩაჩუა.

_ ბატონო ლევან, ამას წინათ ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებით გვაუწყა, რომ ამერიკის წარმომადგენელთა პალატის მიერ ფისკალური წლისთვის დამტკიცებულ კანონპროექტში საქართველოზეცაა საუბარი, რაც ჩვენთვის თურმე სერიოზული მიღწევა და კიდევ ერთი დიპლომატიური გამარჯვებაა. განცხადების თანახმად, კანონპროექტი მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებებს გულისხმობს, კერძოდ, საუბარია მილიონობით აშშ დოლარზე, რომელიც, ერთი მხრივ, “რუსული პროპაგანდისწინააღმდეგ ბრძოლას, ხოლო, მეორე მხრივ, ქვეყანაშიდემოკრატიული ინსტიტუტებისადაკანონის უზენაესობისგაძლიერებას უნდა მოხმარდეს. რას ნიშნავს თანამედროვე ლიბერალური გაგებითრუსული პროპაგანდადადემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება?”

_ პირველ რიგში, მინდა, მწუხარება გამოვთქვა “ტვ პირველის” ოპერატორის გარდაცვალების გამო. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია და ვუსამძიმრებ ოჯახს, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ამ თემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დიდი უსინდისობაა. არ გაუვათ ეს, იმიტომ, რომ თბილისი პატარაა და ყველამ ყველაფერი იცის… მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. მე თავს შევიკავებ, მაგრამ ბევრისთვის ცნობილია ამ გარდაცლილი ადამიანის დამოკიდებულება ნარკოტიკების მიმართ. ისე, პასუხისმგებლობა იმ პოლიტმეძავებსაც ეკისრებათ, რომლებიც ნარკოტიკების ლეგალიზაციის ლობირებით ცდილობენ თავის დამკვიდრებას პოლიტიკაშიუდიდეს პრობლემად იქცა ნარკომოვაჭრეების მომრავლება, მათ შორის ყველაზე ჩამყაყებულ ბუდეში _ ფონიჭალაში რაც შეეხება თქვენს შეკითხვას და იმ მილიონებს, რომლებსაც ვითომ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად და დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად ურიცხავენ მე-5 კოლონად ქცეულ ბორდელვიზიების ე.წ. ჟურნალისტებს, არასამთავრობოებს თუ პარტიებს, ყველამ ვიცით და თავადაც კარგად ხედავენ, რომ არანაირი რუსული პროპაგანდა საქართველოში არ არსებობს. რუსული კი არა, ქართულ მართალ სიტყვას და აზრს ახშობენ. “ფეისბუკმაყველა პირადი პროფილი დამიბლოკა დაქართული იდეასოფიციალური გვერდი გაგვიუქმა, რომელსაც 80 ათასამდე გამომწერი ჰყავდა. აი, ასეთი ლგბტ დიქტატურა მძვინვარებს ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით ნიღბავენ, და ასეთი დემოკრატიული “განვითარებისთვის” იგზავნება ასობით მილიონი დოლარი მარიონეტი პოლიტიკური თუ მედიაელიტის შესანარჩუნებლად… საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის თავმჯდომარე და პარლამენტის სტატუსის მქონე ყოფილი პოლიტპატიმარი ვარ და არც ერთი ტელევიზია არ აშუქებს ჩვენს აქტივობებს. არადა, ქვეყანაში მიმდინარე თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის ეპიცენტრში ვართ მუდმივად. საქართველოში მართლაც ღრმავდება მზარდი, შეუქცევადი ანტიდასავლური განწყობები, მაგრამ ამის წყარო არა რუსული, არამედ თავსმოხვეული ლიბერასტული პროპაგანდაა.

ჩვენი ერისთვის მიუღებელია გარყვნილი ცხოვრების ნორმად გამოცხადება და დაკანონება, რომელსაც ასე ძალადობრივად გვახვევენ თავს დასავლური ელიტა და მათი დიპლომატიური მისიები. ამ მცდელობებმა ბოლო წლებში განსაკუთრებული რეპრესიული ხასიათი მიიღო და ქართველ საზოგადოებას, უბრალოდ, სხვა გზა აღარ დაუტოვა, გარდა ფიზიკური თავდაცვისა ამ ყველაფრის წინააღმდეგ. სხვათა შორის, რუსული პროპაგანდის რაღაც ჯადოსნურ შესაძლებლობებზე დასავლეთშიც საუბრობენ. წარმოგიდგენიათ, ის, რომ, მაგალითად, უნგრეთში გეომეტრიული პროგრესიით იზრდება კონსერვატიული ძალების გავლენა, იმავე პოლონეთში, საფრანგეთში, იტალიაში და .. და ეს თურმე რუსული პროპაგანდის შედეგი ყოფილა

_ თავის დროზე ტრამპის გაპრეზიდენტებასაც ამ პროპაგანდის შედეგად აცხადებდნენ.

_ არანაირი რუსული პროპაგანდის შედეგი არ არის ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება ანტილიბერალური განწყობების გაძლიერების სახით. პირიქით, თუ ლიბერასტების ნარატივს გავყვებით, გამოდის, რომ რუსეთი ასაზრდოებს საღ აზრს, რომ სოდომია ცოდვა და გარყვნილებაა, რომ ოჯახი მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობაა, რომ ქალი ქალს უნდა ჰგავდეს და კაცი _ კაცს, რომ ყველამ უნდა დაიცვას თავისი ეროვნული იდენტობა და არა მსოფლიო გლობალისტების მიერ ნაკარნახევი ზნედაცემული ცხოვრების წესი. რაც შეეხება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, 30 წლის განმავლობაში ჩვენ კარგად დავინახეთ, რას ნიშნავს მათთვის დემოკრატია. ეს არის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ, ფიზიკური შეტევები მაღალ იერარქებზე, შევარდნა ეპარქიებში, გეიაღლუმების ჩატარების მცდელობა, “ანტიდისკრიმინაციული კანონი”, იუვენალური ფაშიზმი, რომელსაც ახლა იმისთვის იყენებენ, რომ მშობლებს, ოჯახებსა და ეკლესიას წაართვან ბავშვები და ა.შ. აი, ეს მიმართულებები რომ გაძლიერდეს და ფიზიკური ძალადობის იმ ავადსახსენებელი 9-წლიანი ნაცტერორის რეჟიმში დააბრუნონ ქვეყანა, ამისთვის ირიცხება ასეულობით მილიონი, მაგრამ ნებისმიერი გრანტი იქნება კონტრპროდუქტიული, ისევე, როგორც 30 წლის განმავლობაში დახარჯული მილიარდები, იმიტომ, რომ ღმერთთან ომი არავის მოუგია. ქრისტეს ეკლესიასთან გამოცხადებული ომი კაცობრიობის ისტორიაში არც ერთ იმპერიას არ მოუგია და ვერც მოიგებს!

სახარებაში წერია: ეკლესია ლოდია თავკიდული. ვინც ამ ლოდს შეეჯახება დაიმსხვრევა, ხოლო, ვისაც ეს ლოდი დაეცემა, გასრესს! ქრისტესთვის ჯვარცმული ქართველი ერის წინააღმდეგ ბრძოლა იმავე უფალსა და ღვთისმშობელთან ომია. საქართველო ქრისტეს დედულეთია, რომელშიც ანტიქრისტე ტახტს ვერ დაიდგამს!

_ საქართველოს ბოლო თვის განმავლობაში დასავლურმა ინსტიტუციებმა მილიარდობით დოლარი გამოუყვეს, მათ შორის ახლახან საფრანგეთის განვითარების სააგენტომ _ 483 მილიონი ევრო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა _ 330 მილიონი დოლარი; თანხები გამოყო მსოფლიო ბანკმა, სავალუტო ფონდმა და .. ეს ყველაფერი საქართველოს კიდევ უფრო დამოკიდებულს ხომ ხდის დასავლეთზე?

_ ეს ყველაფერი არათუ დამოუკიდებულს, არამედ ლიბერალურ დასავლეთზე მიბმულსა და უფლებააყრილს ხდის ჩვენს ერსა და სახელმწიფოს. ჩვენ დღეს ფორმალური დამოუკიდებლობაც აღარ გვაქვს. შეხედეთ, ამერიკის ელჩი პირდაპირ, დამცინავად, დამამცირებლად ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ის მართავს ყველაფერს და პრემიერად წოდებულ ღარიბაშვილს ან პრეზიდენტად წოდებულ ზურაბიშვილს თითის ქნევით ესაუბრება.

რაც შეეხება ე.წ. ფულად დახმარებას, ეს ფინანსური ნაკადები იმისთვისაა, რომ აშკარად იგრძნეს გავლენის დაკარგვის საფრთხე. აი, ეს არის თავი და თავი, თორემ დღევანდელი დასავლეთი და დასავლური საზოგადოება რა ფასეულობებითაც ცხოვრობს, ჩვენ ვიცით. საშუალო სტატისტიკური ევროპელი მოხუცთა თავშესაფარში მიბარებულ მშობელს, იქ განსაზღვრული მენიუს გარდა, არ უტოვებს ზედმეტ ცენტს, რომ ან ყავის დამატება მოითხოვოს, ან სხვა რამაქ კი მილიონებს გზავნიან და ნუთუ არსებობენ საქართველოში ისეთი ბრიყვები, რომლებსაც ეს მილიონები კეთილი ბიძიების საჩუქარი ჰგონიათ?! ჩემი აზრით, არა

_ მიუხედავად იმისა, რომ 5-6 ივლისის მოვლენებმა ქვეყანა, ფაქტობრივად, უმართავ პროცესებამდე მიიყვანა და საზოგადოება უკიდურესად გააღიზიანა ლიბერალური ჯგუფების პროვოკაციულმა ქმედებებმა, ეს ჯგუფები კვლავ განაგრძობენ დესტრუქციულ ქმედებებს. ხდება დაძაბულობის ინსცენირება სხვადასხვა მეთოდითრა არის ამ ყველაფრის მიზანი და როგორ შეიძლება, განვითარდეს მომავალში პროცესები?

_ ძნელია, წინასწარ თქმა, რა მოხდება ხვალ-ზეგ, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: გარდაუვალი კრახისთვის განწირული, დახავსებული ლიბერალური ინტერნაციონალი ყველაფერს გააკეთებს და ნებისმიერ სიბინძურეზე წავა, რათა ქვეყანა არიოს, საზოგადოებაში დაძაბულობამ იმატოს და უმართავი გახდეს პროცესები, მაგრამ ნებისმიერი მათი მცდელობა კონტრპროდუქტიულია. ეს პოლიტ და მედიაბალასტი იმდენად მარგინალურია, რომ საზოგადოების არანაირი მხარდაჭერა არ აქვს. პირიქით, ისე შეაზიზღეს ხალხს თავი, რომ ქუჩაში მარტო გამოსვლაც კი დისკომფორტს უქმნით. ოდნავი მხარდაჭერა რომ ჰქონდეთ, რაც ახლა ხდება, მონაგონი იქნებოდა…

_ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეს დასავლეთის კოლონიური პოლიტიკის ზეგავლენიდან და მუდმივად მათ გრანტებზე, მათ დაფინანსებებზე არ ვიყოთ დამოკიდებულნი?

_ საზოგადოების უმრავლესობას უკვე არ სჭირდება ახსნა, ვინ მართავს დღეს ქვეყანას და რა ძალების ბატონობის ქვეშ ვართ 30 წლის განმავლობაში. ამიტომ უნდა მოხდეს მთელი ამ ჩამპალი, უცხოეთიდან მართული სისტემის ჩანაცვლება მოუსყიდავი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ქართულ ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალით.

ე.წ. ლიბერასტული პოლიტიკური დღის წესრიგი მთლიანად შესაცვლელია.

რაც შეეხება საქართველოში გავლენის შესანარჩუნებლად წამოსულ მრავალმილიონიან “დახმარებებს”, ყველა დროში ყველაზე სტაბილური ვალუტა იყო 30 ვერცხლი, რომელსაც მოღალატეები იღებდნენ გარე მტრებისგან.ამ ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ყველადახმარება”, რომლებსაც სოდომიზაციის დამძალებელი ძალებისგან იღებენ, სწორედ 30 ვერცხლია, ამიტომ აქამდე არსებულ ყველა მოღალატე ხელისუფლებაზე უფრო ცუდად დაამთავრებენ. ამაში დარწმუნებული ვარ იმიტომ, რომ ძალიან მალე მოხდება დიდი კონსერვატიული ფლანგის ჩამოყალიბება. ეს იქნება ბირთვი, რომელიც უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში და ყველაფერს მოაგვარებს ისე, როგორც ჩვენი ერის ღირსებასა და სასიცოცხლო ინტერესებს სჭირდება.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here