ამ ჯგუფის დამაარსებელმა როჯერ უოტერსმა მხარი დაუჭირა რუსეთს აშშ–ისა და მისი მოკავშირეების მიერ სირიის დაბომბვის საკითხში. მუსიკოსმა განაცხადა, რომ ქიმიური შეტევა ქალაქ დუმაზე დასავლეთის პროპაგანდის “ფეიკია”, _ იუწყება საინფორმაციო–ანალიტიკური პორტალი “ალტერნატივა” The NewArab–ზე დაყრდნობით.
“თეთრი ჩაფხუტები” ყალბი ორგანიზაციაა, რომელიც ჯიჰადისტებისა და ტერორისტების პროპაგანდისთვის არსებობს”, _ განაცხადა უოტერსმა თავის სოლოკონცერტზე ბარსელონაში.
“თუ კვლავ დავუჯერებთ “თეთრი ჩაფხუტების” პროპაგანდას, დავრწმუნდებით, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენს მთავრობებს და დავბომბოთ ადამიანები სირიაში… ეს კოლოსალური შეცდომა იქნება. ვალდებულნი ვართ, დავარწმუნოთ ჩვენი მთავრობა, არ ჩაერთოს კონფლიქტში და არ ჩამოყაროს ბომბები”, _ განაცხადა უოტერსმა.