“ჰეტეროსექსუალების პრაიდის ეროვნული კოალიციის” ბროშურა, რომელიც სოციალურ მედიაში გავრცელდა, ამერიკელებს 24 აგვისტოს კალიფორნიის შტატის ქალაქ მოდესტოში ჰეტეროსექსუალების ღონისძიებაზე იწვევს.
“ღონისძიებაზე აღინიშნება ჰეტეროსექსუალიზმი, მამაკაცურობა-ქალურობა, ბავშვები _ დაბადებული და დასაბადებელი, დასავლური ცივილიზაცია, ჩვენი ქვეყნის მშვენიერება, ქრისტიანობა”, _ წერია მოსაწვევ ბროშურაში. ორგანიზატორების აზრით, თეთრკანიანები და ქრისტიანები ბუნებრივად არიან უპირატეს მდგომარეობაში, მაგრამ ლგბტ ადამიანები მათ თავს ესხმიან და სწორედ ამიტომ ატარებენ აღლუმს.