სოდომელები საზოგადოებას ატერორებენ
კანადის ქალაქ მონრეალში გაიმართა გეიაღლუმი, რომლის საპატიო სტუმარი ბრძანდებოდა ირლანდიის მთავრობის ახალი მეთაური ლეო ბარადაკარი (არ აგერიოთ ქართულ მიმართვაში: ლეო, ბარი დაჰკარი). ბარი დაჰკარი კი არა, იმ დონის პირველი პოლიტიკოსია, ვინც არ მალავს თავის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას, რომლის აღსრულებისას ბარისა და ცოცხის (სააკაშვილის ჟამიანობის დროინდელი საქართველოს გამოცდილება) გამოყენება საჭირო არ არის: საკუთარი ბუნებრივი საშუალებებითაც იოლად გადიან _ არჩევანი _ მე, არადანი _ შენ, და მიდი, მიაწექ, ამხანაგო ლეო!
არადა, აქამდე ირლანდია კათოლიციზმის ერთ-ერთ საყრდენ ქვეყნად ითვლებოდა.
მართალია, ლეოზე დასავლეთის პრესა ბევრს წერდა, მაგრამ პირველობა მაინც ვერ მოუპოვა. პირველი არატრადიციული სექსუალი მაინც სხვა დარჩა. ეს სხვა იოჰანა სიგურდარდოტირია _ ირლანდიის მთავრობის პრემიერმინისტრი. ქალიც ეგ არის და კაციცა, რადგან ჯერ (პირველ ქორწინებაში ყოფნისას) სამი ბიჭი შვა, მაგრამ შემდეგ ეს ქალბატონი სუსტ სქესზე გადაერთო და ადგილობრივ ჟურნალისტ ქალზე იქორწინა. სიგურდარდოტირი მარტო რომ იყოს, აიტანდა ევროპული საზოგადოებრიობა, მაგრამ აქ მთელი სიაა მამათმავალთა და ტრანსგენდერთა: ბელგიას 13 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ჰომოსექსუალი ელიო დი რუპო. 2013 წელს ლუქსემბურგის მთავრობას სათავეში ჩაუდგა ქსავიე ბეტელი, რომელმაც ოფიციალურად დაარეგისტრირა გეიქორწინება.
ახლახან კი გაუგონარი ამბავი მოხდა. მართლმადიდებლურ სერბეთში მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელად დაინიშნა ლესბოსელი ანა ბრნაბიჩი.
გაცილებით მეტი გეია ერთი რანგით დაბლა მდგომ მოხელეთა შორის. ლგბტ-თემის წარმომადგენელია აშშ-ის სახმელეთო ჯარების სარდალი ერიკ ფენინგი; ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარ რინკევიჩი; იტალიის სიცილიისა და აპულიის გუბერნატორები _ როზარიო კროჩეტა და ნიკი ვენდოლა, პარიზის ექსმერი _ ბერტრან დელანოე; ბერლინისა _ კლაუს ვოვერაიტი და ჰამბურგისა _ ოლე ბოისტი. ასევე, ბევრი გავლენიანი კანონმდებელი და მოხელე კონსერვატიულ ისრაელშიც კი.
ბრიტანეთის სექსსათვისტომო
მავანი იტყვის: “კისერიც უტეხიათ! მთავარია, ადამიანი იყოს წესიერი და საქმის მცოდნე”. ლოგიკურია. მაგალითად, კლაუს ვოვერაიტმა ბერლინი სტუმრიანობით ევროპის მესამე ქალაქად აქცია. ჩამორჩა მხოლოდ ლონდონსა და პარიზს. სიცილიის “ცისფერი ბოსი” კი ისე წარმატებით ებრძოდა მაფიას, რომ მას სამჯერ დაესხნენ თავს.
მაგრამ საკითხი მხოლოდ საქმეს რომ ეხებოდეს, პრობლემა არ იარსებებდა. 2013 წელს ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტის შეკითხვას არატრადიციონალისტების შესახებ ასე უპასუხა: “რუსეთის ფედერაციაში არავინ არღვევს სექსუალური უმცირესობების უფლებებს. ეს ადამიანები სარგებლობენ ყოველგვარი უფლებით და თავისუფლებით. სამსახურში მათ აწინაურებენ. თუ დაიმსახურებენ, ორდენებითა და მედლებით აჯილდოებენ, საპატიო წოდებებს ანიჭებენ. ასეთია ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების პრაქტიკაა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი დარჩება ისე, როგორც ამჟამადაა”.
დასავლეთში არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია თვითმიზანი და თვითშეფასების საზომი ხდება. ნეოლიბერალური პრესა ლგბტ-თემის წარმომადგენლების ძალაუფლების სტრუქტურებში გამოჩენას “ტოლერანტობის გამარჯვებად” გვიხატავს, მაშ, ჰეტეროსექსუალის დანიშვნა დამარცხებაა?! რა საჭიროა საქმის დაკავშირება საწოლის ვნებებთან?! საჭიროა თურმე იმიტომ, რომ უმრავლესობას გაუჩნდეს ბრალის გრძნობა “სხვანაირთა” მიმართ და ამიტომ მათთან გადაკიდება გულში არ უნდა გავივლოთ. “ცისფერმა ლობიმ” ამ მიმართულებით სერიოზულ წარმატებებს მიაღწია.
გასული საუკუნის 80-იან და 90-იან წლებში რესპექტაბელურ პრესაში შეიძლებოდა ბრიტანეთის მთავრობაში გეების მოძალების საკითხის გადაყენება. ჟურნალისტები წერდნენ, რომ თანამდებობებს არიგებენ სექსსათვისტომოს პრინციპით, რაც ვნებს სახელმწიფოს ინტერესებს, დღეს ამგვარი წერილების გამოქვეყნება წარმოუდგენელია.
უშვილძირო ევროელიტა
დასავლელმა ჟურნალისტებმა ახლახან ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ ევროპელი ლიდერები ერთი საერთო ნიშნით გამოირჩევიან. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ტერეზა მეი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, შვედეთის პრემიერი სტეფან ლევენი, იტალიის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი პაოლო ჯენტილონე და მისი ნიდერლანდელი კოლეგა მარკ ტიურე, ასევე, ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან კლოდ იუნკერი _ ყველანი უშვილოები არიან. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ისინი ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა შორის სიყვარულის მიმდევრები არიან. მთავარი სხვაა: ისინი თავიანთ პრიორიტეტად არ მიიჩნევენ ტრადიციული ოჯახური ინტერესების დაცვას.
ლგბტ და ტოლერანტობა რომ სინონიმებია, მითია და სიცრუე. ისინი მხოლოდ საკუთარ ღირებულებებს იცავენ და ღმერთმა დაიფაროს ყველა, ვინც მათ წინააღმდეგ გალაშქრებას გაბედავს. მწერალი მიხეილ ფრიდმანი აღწერს შემთხვევას, როცა ამერიკელმა მოსწავლემ მაღაზიაში დაუკვეთა მაისური წარწერით “ჩემი პრაიდი” და ფოტოსურათით, რომელზეც ხელჩაკიდებული დგანან გოგო და ბიჭი, ყმაწვილს უჩივლა ლესბოსელმა ქალმა. საქმეში ჩართეს სკოლის დირექტორი. ბიჭი აიძულეს, გაეხადა მაისური. მაგრამ ამერიკულ ანკეტებში “დედისა” და “მამის” დასახელების გაუქმების ფონზე, ეს ფაქტი მხოლოდ ყვავილნარია.
სხვათა შორის, ჰიტლერი ხელისუფლებაში ერნსტ რემის აგრესიულმა მამათმავალმა “მოიერიშეებმა” მიიყვანეს. მათაც სურდათ ერის კულტურული კოდის შეცვლა. ეს მისწრაფება 1934 წელს მათთვის “გრძელი დანების ღამის” ტრაგედიით დასრულდა.