Home ახალი ამბები მსოფლიო “ლგბტქ აქტივისტებს ჩვენს შვილებთან არ დავუშვებთ”

“ლგბტქ აქტივისტებს ჩვენს შვილებთან არ დავუშვებთ”

199

უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის თქმით, სკოლებში ლგბტქ საკითხების პროპაგანდაზე ევროკავშირის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდება. ის სკოლებში არ დაუშვებს ლგბტ საკითხის პოპულარიზაციას.

“ევროპარლამენტსა და ევროკომისიას სურთ, რომ ლგბტქ აქტივისტები შევუშვათ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში. უნგრეთს ეს არ სურს”, _ განაცხადა უნგრეთის პრემიერმა. მისივე თქმით, ეს ბრიუსელელი ბიუროკრატების საქმე არ არის და მხოლოდ უნგრეთს ეხება. “რაც უნდა გააკეთონ, ჩვენ არ დავუშვებთ ლგბტქ აქტივისტებს ჩვენს შვილებთან”, _ დასძინა ორბანმა.

15 ივნისს უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვით არასრულწლოვნებში ლგბტ პროპაგანდა აიკრძალა. კანონპროექტის ავტორი მმართველი პარტია იყო. კანონპროექტს 157-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და მხოლოდ ერთმა მისცა ხმა წინააღმდეგ. რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here