პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა საბჭოთა საქართველოს დროშა დაწვა.
ჩხარტიშვილის თქმით, რაც დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდება, საბჭოთა კავშირის პოლიტიკაა.
„ასე დავასრულებთ ჩვენ ყველა ავტორიტარულ და კომუნისტურ მმართველობას ქვეყანაში. რაც დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდება, საბჭოთა კავშირის პოლიტიკაა. ჩვენ უნდა დავასრულოთ არა მხოლოდ ივანიშვილი, არამედ ნებისმიერი ადამიანისგან ძალაუფლების მისაკუთრების მცდელობა და ამის საუკეთესო შესაძლებლობააა პროპორციული არჩევნები, რომელსაც ჩვენ მოვითხოვთ,“ – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
https://www.interpressnews.ge/