Home რუბრიკები საზოგადოება ლატენტური მიშმადიდებლები და კოაბიტაციის ფარული ხიბლი

ლატენტური მიშმადიდებლები და კოაბიტაციის ფარული ხიბლი

ვახტანგ მაისაია

16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭომ პარტიაევროპული საქართველოსერთერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას, “შემწყნარებლობის კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის” “ტოლერატობის ქომაგისწოდება მიანიჭა.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, ბოკერია მთელი თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში უკომპრომისოდ იბრძვის ადამიანის უფლებებისთვის, თანასწორობისთვის, განსხვავებულისა და მრავალფეროვნებისადმი პატივისცემის დამკვიდრებისთვის, რაც განსაკუთრებით უმცირესობების დაცვის კუთხითაა მნიშვნელოვანი. ბოკერიამ კი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისი და მისი თანამებრძოლების ძალისხმევის შედეგად ქვეყანაში აუცილებლად დამარცხდება სიძულვილი: “დარწმუნებული ვარ, თქვენნაირი ხალხის წყალობით ჩვენ ამ ქვეყანაში აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილსაც და გულგრილობასაც”.

გიგა ბოკერიას გარდა, “ტოლერანტობის ქომაგისწოდება მიენიჭათ რესპუბლიკური პარტიის ერთერთ ლიდერს _ ხათუნა სამნიძეს, მწერალ ლაშა ბუღაძესა და ტელეკომპანიარუსთავი 2”-. “ეს ადამიანები გამოირჩევიან თავიანთი გამბედაობითა და ტოლერანტობის ერთგულებით”, _ განაცხადა საქართველოს ევანგელისტურბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა და ქალთა უფლებების დაცვის აქტივისტმა რუსუდან გოცირიძემ. შეგახსენებთ, რომტოლერანტობის ქომაგისწოდებით დაჯილდოებული გიგა ბოკერია წლების განმავლობაში იყონაციონალური მოძრაობისლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაცხადებულინულოვანი ტოლერანტობისპოლიტიკის ერთერთი მთავარი შემოქმედი და იდეოლოგი. ამ პოლიტიკის შედეგად, საქართველო 8 წლის განმავლობაში (2004-2012 წლებში) პატიმრების რაოდენობით მსოფლიოში მოწინავე ქვეყნად იქცა; სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გახშირდა წამება, გაუპატიურება, სასტიკი მოპყრობა (რის გამოც სააკაშვილი, თავის გარემოცვასთან ერთად, არაერთხელ მოექცა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების კრიტიკის ქარცეცხლში) და მოქალაქეების პოლიტიკური ნიშნით დევნაჩვეულებრივპრაქტიკად, ანუ მაშინდელი ხელისუფლების ერთგვარ პოლიტიკურ ლაიტმოტივად იქცა.

ლოგიკურია დღეს გიგა ბოკერიას დაჯილდოებატოლერანტობის ქომაგისწოდებით, აქვს კი მას შემწყნარებლური პოლიტიკური წარსული და რა იდეოლოგიას ემსახურებოდა ან ემსახურება იგი რეალურად? “საქართველო და მსოფლიოკომენტარისთვის წლების წინათნაციონალური მოძრაობისავტორიტარული რეჟიმის მიერ ნაწამებ ყოფილ პატიმრებს დაუკავშირდა.

გიგა ბოკერია არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ნაძირალა და საზოგადოების დაცინვაა, როცა ასეთ ნაძირალას, გასამართლების ნაცვლად, რაღაც წოდებებს ანიჭებენ

ვახტანგ მაისაია, ყოფილი პოლიტპატიმარი, სამხედრო ექსპერტი:

_ რა უნდა ვთქვა, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ცინიზმი. გებელსს თუ შეიძლება მივანიჭოთ ტოლერანტობის პრემია, კი, ბატონო… გიგა ბოკერია იყო ნაცრეჟიმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი. მეტი რა გითხრათ. წესით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აქ ნიურნბერგი უნდა ჩატარებულიყო და ყველა, ვისაც კი რამე წვლილი მიუძღოდა იმ საშინელი რეჟიმის შექმნაში, პასუხისგებაში უნდა მიეცათ. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა, ამიტომ უამრავი დამნაშავე, უამრავი კრიმინალი დღეს დაუსჯელია.

რაც შეეხება გიგა ბოკერიას, ყველას გვახსოვს, რა განცხადებებს აკეთებდა ის, როცა ხელისუფლება ძალადობდა და სასტიკად უსწორდებოდა მშვიდობიან მომიტინგეებს; როცა ციხეებში პატიმრებს სულს ხდიდნენ წამებით; როცა მედიაზე ძალადობდნენ და სიტყვის თავისუფლება ფეხქვეშ ითელებოდა; როცა ადამიანებს ქუჩაში ხოცავდნენ იმ მოტივით, რომ ვითომ კრიმინალს ებრძოდნენ… ვთვლი, რომ გიგა ბოკერია არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ნაძირალა და საზოგადოების დაცინვაა, როცა ასეთ ნაძირალას, გასამართლების ნაცვლად, კიდევ რაღაც წოდებებს ანიჭებენ”.

ია მეტრეველი
ია მეტრეველი

ბოკერია ციხეში უნდა იჯდეს

ია მეტრეველი, 2004 წლის 23 ნოემბერს სამართალდამცველების მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა:

_ პირველ რიგში, დიდი მადლობა ამ საკითხზე ყურადღების გამახვილებისთვის, იმიტომ, რომ ამ ფაქტს მასმედიისგან, ფაქტობრივად, არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. არადა, ისეთ უაზრო თემებზე ატეხენ ხოლმე ხმაურს, რომ ვერც გაიგებ, რა უნდათ და რას ითხოვენ.

ახლა რას ვფიქრობ ბოკერიას “ტოლერანტობაზე”: ბოკერია იყო იმ რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომლის დეკლარირებული პოლიტიკაც ყველაზე ნათლად სააკაშვილის ერთ ფრაზაში გამოიხატა: “ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი _ ციხეში!”

მერე ამ პოლიტიკამ რა უბედურებებიც დაატრიალა ქვეყანაში, ყველამ ვიცით: აწამეს და წამებით მოკლეს უამრავი ადამიანი, გაივსო ციხეები პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული მოქალაქეებით, ბიზნესმენები ჰყავდათ ტერორის ქვეშ და, როცა მოუნდებოდათ, ნებისმიერ ბიზნესს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ართმევდნენ, პოლიცია გადააქციეს პოლიტიკურ ინსტრუმენტად, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს, განსაკუთრებით _ პატიმრების ოჯახებს, აშინებდნენ და ა.შ. აი, ეს ბოროტება შექმნეს ამ ადამიანებმა წლების განმავლობაში და შედეგად მივიღეთ გაძარცული ქვეყანა, გაუბედურებული ხალხი, დაკარგული ტერიტორიები, უკიდურეს ნიჰილიზმსა და უიმედობაში ჩავარდნილი საზოგადოება… დაცინვაა, რომ ამ სისასტიკის, ამ ბოროტების ავტორებს, გნებავთ ბოკერია იქნება თუ სხვა, დღეს შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის წოდებით აჯილდოებენ. არ ვიცი, სახალხო დამცველი რას ფიქრობს, მაგრამ ბოკერია ციხეში უნდა იჯდეს. ბოკერია, როგორც ერთ-ერთი შემოქმედი ძალადობისა და ძალადობრივი რეჟიმის, კანონის სრული სიმკაცრით უნდა გასამართლებულიყო…

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ დღეს სახალხო დამცველის აპარატშინაცმოძრაობისადმისიმპათიით განწყობილი კადრები მუშაობენ?

_ არა მხოლოდ სიმპათიით. როგორც ჩემთვის ცნობილია, სახალხო დამცველის აპარატში დღეს ძალიან ბევრნი არიან ის ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების პერიოდშიც მუშაობდნენ, ხოლო ვის და რას ემსახურებოდნენ ეს ადამიანები, ყველამ ვიცით.

რაც შეეხება უჩა ნანუაშვილს, თავდაპირველად მასზე სხვა წარმოდგენა მქონდა, მაგრამ შემდეგ, მისი ქმედებებიდან გამომდინარე, ჩემთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ის თავისი განცხადებებით მხოლოდ ლგბტ თემის დამცველად გვევლინებოდა და სხვა რამეზე ხმას არ იღებდა, თითქოს სხვა პრობლემები არც არსებობდა. კარგია, რომ მას ვადა ამოეწურა, მაგრამ მოხარული ვიქნები, თუ მომავალი ომბუდსმენი მისი პოლიტიკის გამგრძელებელი არ იქნება. მე თუ მკითხავთ, სახალხო დამცველის აპარატი ძირფესვიანად შესაცვლელია, იმიტომ, რომ, როგორც გითხარით, ძალიან ბევრია იქ ისეთი, ვინც არ უნდა მუშაობდეს…”

ლევან ჩაჩუა
ლევან ჩაჩუა

სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოსულიოცნებავერ ელევა დამნაშავე რეჟიმთან კოაბიტაციას

ლევან ჩაჩუა, ყოფილი პოლიტპატიმარი:

_ ძალიან რთული მდგომარეობაა დღეს საქართველოში, იმიტომ, რომ სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოსული “ოცნება” ვერ ელევა დამნაშავე რეჟიმთან კოაბიტაციას და მნიშვნელოვან თანამდებობებზე რჩებიან ისევ ის ოდიოზური ფიგურები, რომლებიც “ნაცმოძრაობის” იმ ცხრაწლიანი ავბედითი მმართველობის პერიოდში ადამიანებს სულს ხდიდნენ. თუნდაც იმ რელიგიურ საბჭოში, რომელმაც ბოკერიას “ტოლერანტის” სტატუსი თუ წოდება მიანიჭა, ისევ ის ბექა მინდიაშვილია… ეს ყველაფერი კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია იმის, რომ ხელისუფლება უსუსურია, მაგრამ რა ვქნათ, თავს ზემოთ ძალა არ არის. ვერ ხერხდება საზოგადოების გაერთიანება ქართული სულიერებისა და ცნობიერების ირგვლივ, ვინაიდან, მიაჯაჭვეს ხალხი საკუთარ ოჯახს, პრობლემებს და ქვეყნისთვის, ეროვნული, საქმისთვის ვერავინ იცლის. მე, როგორც ყოფილი პოლიტპატიმარი, უფრო სწორად, რელიგიური პატიმარი, რა თქმა უნდა, ვგმობ ამ ფაქტს, რადგან იდეოლოგიური შემოქმედი იმ კრიმინალური, სისხლიანი რეჟიმისა იყო სწორედ გიგა ბოკერია. მისი და მისი მეუღლის კანტორაში დაიგეგმა ე.წ. კავკასიის საქმე, რომლის შემსრულებელიც იყვნენ ტელეკომპანია “კავკასია” და ის პოლიციელები, რომლებიც შემდეგ ხელს გვადებდნენ დანაშაულში, რაც არ ჩაგვიდენია…”

გიორგი გაბედავა
გიორგი გაბედავა

პირადი გამორჩენის გამოდაცული უფლებავერ იქნებატოლერანტობის ქომაგისწოდების მინიჭების საფუძველი

გიორგი გაბედავა, ყოფილი პოლიტპატიმარი, უფლებადამცველი:

“ყველასთვის გასაგებია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ადამიანები არ უნდა გაარჩიოს თავისი პოლიტიკური მრწამსით ან სხვა ნიშნით, მაგრამ ბოკერია არის ადამიანი, რომელიც იყო რეჟიმის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი და შემოქმედი. თვითონ პირადად არავის აწამებდა, მაგრამ არასოდეს ხმა არ ამოუღია ადამიანის უფლებების დასაცავად, პირიქით, ის მომხრე იყო “ნულოვანი ტოლერანტობის”. ის მხოლოდ სექტების უფლებებს იცავდა, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ სარგებელი ჰქონდა სოროსის ფონდიდან და ცხადია, ამას ვერ ჩავთვლით ადამიანის უფლებების დაცვად. პირადი გამორჩენის გამო “დაცული უფლება” ვერ იქნება “ტოლერანტობის ქომაგის” წოდების მინიჭების საფუძველი.

სახალხო დამცველის აპარატს რაც შეეხება, სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, მას უყურადღებოდ დაეტოვებინოს ჩვენი რომელიმე განცხადება ან მიმართვა, მაგრამ ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას ვერ დავეთანხმები. ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ბოკერია ნაყიდი ჰყავს მთავრობას, ამიტომ, როგორც რიგითი მოქალაქე და უფლებადამცველი, მოვუწოდებ ომბუდსმენის აპარატს: ნუ გადაუსვამთ თავზე ხელს ჩვენს მწამებლებს, მოითხოვეთ მათი დასჯა და გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი ისტორიას დარჩება, ისტორია კი ყველაზე დიდი მსაჯულია”.

მამა ბასილი (მკალავიშვილი)
მამა ბასილი (მკალავიშვილი)

ეს სულგაყიდული მოღალატე მართლმადიდებლებს ქვებით დასდევდა და იეჰოველებს თავგანწირვით იცავდა

მამა ბასილი (მკალავიშვილი), ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი, ყოფილი პატიმარი:

“ბოკერია არის ცოცხალი კიბო საქართველოს მოსახლეობისთვის და მისი ადგილი მხოლოდ ციხეშია, რადგან იმდენი ბოროტება აქვს ჩადენილი, დათვლა შეუძლებელია. ეს ბოროტი სული, რომელიც გადაწყობილია სოროსის მოდელზე, თავისი საქმით ქართველი ერის ცხოვრების ყველა სფეროს ეხება და ხრწნის. ავიღოთ თუნდაც ცნობილი ციხის ბუნტი, 8 კაცი ჩაცხრილეს მისი მითითებით… მე ბოკერიას და მისი თანამებრძოლების ფაშისტური რეჟიმის პატიმარი ვიყავი. ამის გახსენებაც კი მიმძიმს. მეტსაც გეტყვით, მეშვიდე საპყობილეში ვიღაც გოგოს ხელით მოწამლული საკვები შემომიგზავნეს, მაგრამ ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს: მარხვა იყო და ხორციან საკვებს, ბუნებრივია, არ მივირთმევდი. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ის საჭმელი მოწამლული იყო…

ეს სულგაყიდული მოღალატე მართლმადიდებლებს ქვებით დასდევდა და იეჰოველებს თავგანწირვით იცავდა. ქრისტიანებს მოძალადეებად გვაცხადებდა, ხოლო სექტანტებს _ ჩაგრულებად… ის დღემდე პირნათლად ასრულებს დასავლელი “პარტნიორების” დავალებას და, თუ მას თავის ნებაზე მივუშვებთ, მალე საქართველო ლოს-ანჯელესს გაუსწრებს, რომელიც მსოფლიოში ლგბტ-ების სამშობლოდაა ცნობილი. ეს ყველაფერი კი შედეგია თავსმოხვეული კოაბიტაციის, “ანტიდისკრიმინაციული კანონისა” და გადამეტებული “ტოლერანტობის”. აი, ზუსტად ამ “ტოლერანტობის ქომაგი” და “ფლაგმანი” ქართველთმოძულე ბოკერია, სოროსის პირველი შვილობილი, ყოველგვარ შავ-ბნელ საქმეებს ატრიალებს საქართველოში, რათა მამობილს აამოს. ძნელი სათქმელია, რომელი უმძიმესი სასჯელი მიესადაგება მის მოღალატეობრივ ქმედებებს, მაგრამ გარწმუნებთ, უზენაესი შეაჩვენებს მას და მიუჩენს საკადრის ადგილს სამუდამო სატანჯველში. ამისგან მას ვერავინ და ვერაფერი დაიცავს, ღვთისა და ერის მოღალატეს არა მიეტევების რა!

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. ეგ სახ დაცვის აპარატი საერთოდ უნდა გაუქმდეს იმიტო რო ხალხს კონსტიტუცია და კანონი იცავს და არა სოროსის შტაბი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here