Home ახალი ამბები ლარი გაუფასურებას განაგრძობს

ლარი გაუფასურებას განაგრძობს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის თანახმად დღეს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5873 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.5612 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0261-ით გაუფასურდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.0106 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.9766 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0340 გაუფასურდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.4062 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.3531 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0531 -ით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.6858 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.6698 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0160 -ით გაუფასურდა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here