Home ახალი ამბები მსოფლიო ლავროვი: მონტენეგრომ ნატოს წევრობა ანტირუსული სანქციებისა და პოლიტიკის სანაცვლოდ მიიღო

ლავროვი: მონტენეგრომ ნატოს წევრობა ანტირუსული სანქციებისა და პოლიტიკის სანაცვლოდ მიიღო

895
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (2004 წლიდან), რუსეთის უსაფრთხოების საჭოს წევრი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი: სერგეი ლავროვი

“მონტენეგროს მიღებით ალიანსი ვერ გაძლიერდება, ეს ნატოს წევრი ქვეყნების გასავლების ზრდას გამოიწვევს”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.


“ეს წმინდა წყლის გეოპოლიტიკური პროექტია და, ცხადია, იგი ალიანსის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. ეს ნატოს წვერი ქვეყნების გასავლების ზრდას გამოიწვევს, რადგან სამხედრო-ტექნიკურ გეგმაში მონტენეგროს ტერიტორიის გაერთიანებაც საჭირო იქნება. მონტენეგროს უსაფრთხოებაც არ იზრდება, რადგან მონტენეგროს არავინ ემუქრებოდა და არც დაემუქრება”, _ განაცხადა სერგეი ლავროვმა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკთან გამართულ მოლაპარაკებებზე.

ლავროვის თქმით, მონტენეგრომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა ანტირუსული სანქციებისა და ანტირუსული პოლიტიკის სანაცვლოდ მიიღო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here