Home სხვადასხვა დაიჯესტი ლავროვი კომპრომისის შესაძლებლობას ხედავს ყარაბაღის პრობლემის მოგვარების საკითხში

ლავროვი კომპრომისის შესაძლებლობას ხედავს ყარაბაღის პრობლემის მოგვარების საკითხში

344
ლავროვი

რუსეთსა და აზერბაიჯანში მიაჩნიათ, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების საკითხში არის კომპრომისის გამონახვის შესაძლებლობა, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგა ულმარ მამედიაროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ლავროვის თქმით, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში არსებობს კომპრომისის შესაძლებლობები. რუსეთის მხარე მადლიერია აზერბაიჯანელი კოლეგებისა, იმიტომ, რომ მათ გათვითცნობიერებული აქვთ იდეები, რომლებიც წამოაყენა რუსეთმა როგორც ორმხრივ კონტაქტებში, ასევე, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის რანგში.

ბაქო იმედოვნებს, რომ რუსეთი აქტიურად ჩაერთვება ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საქმეში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here